Rioka1984
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 527
წევრი No.: 166309
რეგისტრ.: 28-April 13
|
#52008103 · 16 Jan 2018, 14:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დოლარი/ევრო ამდენი ხნის ფული არსებობს, ვინმეს შეუძლია გააკეთოს პროგნოზი? ამ ახალ ათასნაირ კრიპტოვალუტაზე როგორ აკეთებთ პროგნოზებს მე ვგიჟდები რომ ვკითხულობ
კიდევ ერთხელ და უფრო დეტალურად, ზოგადად, კრიპტოვალუტების, და, კერძოდ, ბიტკოინის ფასის შესახებ. ობიექტური ღირებულება არ არსებობს. ფასის განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი არის თავისუფალი ბაზარი და ის პროდუქტის ან სერვისის მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული. ამდენად, ფასი არის სუბიექტური ცნება. რაიმეს ფასს განსაზღვრავს მხოლოდ ის, თუ რა ოდენობით ხდება მისი წარმოება და რამდენად სურთ მომხმარებლების მისი შეძენა. სხვა არაფერი - არც წარმოებაზე დახარჯული დრო, არც დახარჯული ენერგია, არც დახარჯული რესურსები. 1. ოქროს ფულის ღირებულებას, რეალურად, აქვს ორი ნაწილი: ის ფუძე, რაც თავად ოქროს, როგორც იუველირული და ტექნოლოგიური გამოყენების მქონე მეტალის სუბიექტური ფასია, და ის, რაც ამ ფასზე სუბიექტური ზედნადებია და მასთან ერთად განაპირობებს ოქროს ფულის ჯამურ ფასს. სწორედ ეს მეორე ნაწილია ის, რასაც ხშირად "ბუშტს" უწოდებენ ხოლმე. თუკი რაიმე მიზეზის გამო მომხმარებლებს ოქროს ფულის გამოყენება აღარ ენდომებათ, ის მომენტალურად დაკარგავს ბუშტის ღირებულებას, მაგრამ მას ფუძის ღირებულება მაინც დარჩება. ოქროს, როგორც მეტალის მოპოვებაზე გარკვეული თანხა იხარჯება და ეს განაპირობებს ოქროს, როგორც მეტალის თვითღირებულებას, ხოლო ოქროს ფულის მოჭრაზე კიდევ დამატებით იხარჯება თანხა, რაც ოქროს ფულის თვითღირებულებას განსაზღვრავს, მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო ოქროს ფულის რეალურ ღირებულებასთან. 2. ქაღალდის, ანუ, ფიატურ ფულს ასევე აქვს ზემოაღნიშნული ორი ნაწილი, უბრალოდ, მისი ფუძის ღირებულება იმდენად მცირეა, რომ, შეიძლება ითქვას, ნულს უტოლდება. ანუ, სხვა სიტყვებით, ქაღალდის ფულის ღირებულებას თითქმის მთლიანად მისი ბუშტის ღირებულება განაპირობებს. წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს რაიმე მიზეზის გამო ლარი, როგორც ფული გაუქმდა - ზუსტად ისევე, როგორც საბჭოთა მანეთის გარკვეული ნომინალები გააუქმა საბჭოთა კავშირმა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში. ეს მომენტალურად გამოიწვევს ქაღალდის ფულის "ბუშტის" გაქრობას და ერთადერთი, რაც ხელში დაგრჩებათ, ნაირფრად შეღებილი ქაღალდის ნაჭრებია. რა შეიძლება ამის შემდეგ განაპირობებდეს ქაღალდის ამ ნაჭრების ღირებულებას? კვლავაც, მხოლოდ ის, თუ როგორია მათზე მოთხოვნა და რა რაოდენობით სურთ მათი გაყიდვა მათ მფლობელებს. ლარის ქაღალდის კუპიურების შეძენის მსურველი შეიძლება იყოს, ვთქვათ, ნუმიზმატი კოლექციონერი ან, სულაც, ადამიანი, რომელსაც მათი ტუალეტის ქაღალდის სახით გამოყენება სურს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ქაღალდის ფულის ფუძის ფასს არ განსაზღვრავს ის თვითღირებულება, რაც მის წარმოებაზე დაიხარჯა - ანუ, ქაღალდის, საღებავის, ბეჭდვის, მუშების ხელფასის, ტრანსპორტირების, და ა.შ. ფასი. 3. რადგან, ზოგადად, კრიპტოვალუტების, და, კერძოდ, ბიტკოინის შემთხვევაში მატერიალურად არსებული ფუძე საერთოდ არ გვაქვს, ბიტკოინს ფუძის ღირებულება არ გააჩნია - მას მხოლოდ ბუშტის ღირებულება აქვს. ამის მიუხედავად, ბიტკოინის თვითღირებულების მიახლოებითი გამოთვლა შესაძლებელია - ეს არის, ძირითადად, იმ ელექტოენერგიის ფასი, რაც მის მაინინგზე (მოპოვებაზე) დაიხარჯა, მაინინგზე მომუშავე კომპიუტერების ცვეთის ფასი, და მაინინგის მწარმოებელი პერსონოლის ხელფასი. ამასთან, რადგან ბიტკოინი ფიქსირებული რაოდენობის მქონე ვალუტაა, მისი მაინინგის ფასი სულ უფრო და უფრო მეტად მატულობს, ანუ, ერთი ბიტკოინის მოპოვება ადრე უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე დღეს ჯდება. ამავე დროს, დღეს თითოეული ბიტკოინის თვითღირებულებას განაპირობებს არა ის, თუ როდის მოხდა მისი მოპოვება - ბიტკოინები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან - არამედ მისი მაინინგის აქამდე არსებული მთელი პერიოდის გასაშუალოებული ფასი. კვლავაც, რადგან ფასი სუბიექტური რამ არის, ბიტკოინის რეალურ ღირებულებას არაფერი აქვს საერთო მის თვითღირებულებასთან. ბიტკოინის ფასს განსაზღვრავს მხოლოდ მის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის თანაფარდობა. მიწოდებას განსაზღვრავს ბიტკოინის მფლობელების მიერ მისი გაყიდვის სურვილი. როგორ შეიძლება გახდე ბიტკოინის მფლობელი? ორი გზით: ან მისი მაინინგი მოახდინო, ან - უკვე მოპოვებული ბიტკოინი იყიდო. როგორც უკვე ვთქვი, ბიტკოინის მოპოვება სულ უფრო ძნელდება, რადგან სულ უფრო ცოტა ბიტკოინი რჩება მოსაპოვებელი. მეორე მხრივ, ბიტკოინზე მოთხოვნა დამოკიდებულია მომხმარებლების სუბიექტურ სურვილზე, რომ ეს კრიპტოვალუტა შეიძინონ. რა განსაზღვრავს ბიტკოინის ფლობის სურვილს და რამ შეიძლება მოახდინოს მასზე პოზიტიური ან ნეგატიური გავლენა? ბიტკოინის ფლობის სურვილს განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი და, პირველ რიგში, მოგების სურვილი. რაკი, გარკვეული რყევების მიუხედავად, ბიტკოინის ფასის მუდმივად მატების ტენდენცია აღინიშნება, ანუ, ის ინფლაციის საწინააღმდეგო პროცესს, დეფლაციას განიცდის, ადამიანებს სურვილი აქვთ, რომ ეს კრიპტოვალუტა შეიძინონ და მერე სარფიანად გაყიდონ, ანუ, მოგება ნახონ. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი სახელმწიფოს მიერ დაკანონებული ფული არ არის, მას მაინც იყენებენ გარკვეული სახის ტრანზაქციების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში, ბიტკოინის მიმზიდველობას განაპირობებს თავად ბლოკჩეინის ტექნოლოგია (რომლის ახსნაც ამ სტატუსის მიზანს არ წარმოადგენს), რაც ყალბი ბიტკოინების წარმოებას გამორიცხავს, ბიტკოინის მომხმარებლების ანონიმურობა, და კვლავაც, ვალუტის სტაბილურად დეფლაციური ხასიათი. ზოგადად, თუკი ვალუტის ოდენობა ფიქსირებულია, ყველა სხვა ფაქტორის მუდმივობისას მისი ფასის მუდმივი მატება ბუნებრივი მოვლენაა, რადგან სამყაროში სულ უფრო და უფრო მეტი დოვლათის დაგროვება ხდება. სახელმწიფოს ქაღალდის ფული მუდმივ ინფლაციას იმიტომ განიცდის, რომ სახელმწიფო მუდმივად ბეჭდავს დამატებით ფულს და ამით ფულის მასას ზრდის. რამ შეიძლება გამოიწვიოს ბიტკოინის ფასის ვარდნა? რადგან ბიტკოინის რაოდენობა ფიქსირებულია, მაინინგი ვერ იქნება ის ფაქტორი, რაც მის მიწოდებას მკვეთრად გაზრდის და ამით ფასს დააგდებს. ფასის ვარდნა შეიძლება გამოიწვიოს ბიტკოინის მფლობელების მიერ მისი გაყიდვის მომატებულმა სურვილმა და/ან ბიტკოინის მყიდველების მიერ მისი ყიდვის სურვილის კლებამ. თავის თავის მხრივ, ეს მოვლენები რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს, მაგალითად, კონკურენტი კრიპტოვალუტების მხრიდან კონკურენციამ (მომხმარებლებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ რომელიმე კონკურენტი კრიპტოვალუტა რაღაც მიზეზების გამო ბიტკოინზე უკეთესია), ამათუიმ სახელმწიფოს მიერ ბიტკოინის ტრანზაქციების ეფექტურად აკრძალვამ, და ა.შ. შესაძლებელია თუ არა რომ ბიტკოინის ბუშტი გასკდეს და მისი ფასი ნულამდე დაეცეს? შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფასის ზრდის სტაბილურად მერყევი ტენდენცია აღინიშნება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იმას, თუ რა დაჯდა ბიტკოინის მაინინგი, ანუ, როგორია მისი თვითღირებულება, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რეალური ფასის განსაზღვრისას.
|