ეს ვიდეოში რას ლაპარაკობს თვითონაც არ იცის მგონი
მეტი რა ახსნა უნდა...
მოკლედ ბევრი ფაქტია რაც დღეს ბაზარზე მოქმედებს
- ახალი წელი ჩვენი ოღონდ ჩინური არა
- ჩინური ახალი წელი რამდენიმე კვირაში, ეს პერიოდი მსოფლიოში ცნობილი ფაქტია და ყველაზე დიდი მიგრაცია მანდ ფიქსირდება, როგორც ცნობილია საახალწლო პერიოდში ჩინეთში 2,5 მილიარდზე მეტი სამოგზაურო გადაადგილება ფიქსირდება, დაახლოვებით ამ პერიოდში იწყება უკვე თავის კუთხე კუნჭულებში დაბრუნება ))
- ახალი წელი პირველ რიგში ფინანსური ოპერაციების დასრულებას გულისხმობს ძირითადი ნაწილი ასე ვთქვათ ხურავს თავის პროფიტებს... ეს ყველამ იცის და ამიტომ წინასწარ კეთდება...
ამ ვითარებას იყენებს ბევრი ბობოლა ორგანიზაცია, ბირჟები, ტრეიდერები, ბანკები და ა.შ... განსაკუთრებით სპეკულირებს აზია მაინც
- სამხრეთ კორეამ დაიწყო შეტევა და ეგრევე გავარდა ინფოები თითქოს ბლოკავენ საერთოდ კრიპტო ვალუტას, რამდენიმე დღეში დადეს განმარტება რომ თურმე არა, პირიქით ბლოქჩეინის განვითარებას ხელს შეუწყობენ და უბრალოდ რეგულაციები შემოვა რომ მაქინაციები და სპეკულაციები შემცირდეს (ბიტკოინის და ზოგადად კრიპტოვალუტის ფასები ალბათ ყველამ იცით რაც კორეაში არის) ამას ახლავდა მანამდე რამდენიმე დღით ადრე coinmarketcap-ის მიერ ალგორითმის შეცვლა და საშუალო ფასიდან კორეული ბირჟის ფასის ამოღება, რამაც გამოიწვია ვარნის პირველი ტალღა (ახალი წლის შემდეგ) და ნუ ოკეი, ასე თუ ისე ჩაიარა ამ ჭორმა
- საქმეში ჩაერთო ჩინეთი... ჯერ პატარ-პატარა ინფოები იყო რამდენიმე კვირის და თვის განმავლობაშიც კი რომ მაინერებს მიხედავენ და ამდენი ელექტრო ენერგია უკვე შეუძლებელია, შემდეგ მოაყოლეს თითქოს კრიპტოვალუტის დაბლოკვა, ეგეც ეჭვი მაქვს ფეიკი იქნება და რამდენიმე დღეში ეგეც გაქარწყლდება )))
- ასევე ხვალ მთავრდება ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ფიუჩერსების კონტრაქტები, რომლებიც ავტომატურად დაიწვება და ხალხს ვისაც ნაყიდი ქონდა ის ფიუჩერსები 1 თვის წინ მოუწევთ ბირჟისთვის სხვაობის დაბრუნება... ფასი კიდე 19-20 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობდა მაშინ... როგორი ინტერესი ქონდა ბირჟას რომ გავლენა მოეხდინა კურსზე ალბათ ყველას ესმის და ეჭვი მაქვს დიდი როლი ითამაშა
- ასევე საქმეში ჩაერთო რამდენიმე ბობოლა ამერიკული ბანკი ჯპ მორგანი და გოლდმან საქსი, ორივეს დიდი ინტერესები აქვს კრიპტოზე და მაგათი მაიმუნი ტრეიდერები დარწმუნებული ვარ კარგად აჭერენ ბაზარს და ეს თითქმის ყველა ბირჟის უმეტეს მოზრდილ პერსპექტიულ ალტებზეც იგრზნობა, თუ როგორ ოსტატურად და ხელოვნურად ატრიალებენ კურს და დაატარებენ ხან ზევით ხან ქვევით... noob-ებბზე ეგეთი მოძრაობბები მაგრად მოქმედებს და ბევრმა ნერვიულობის ნიადაგზე დაყიდა ალბათ all time low-ზე )))
- ამის გარდა გვაქვს ვოლ სტრიტის ტრეიდერების კვარტალური ბონუსები რომელიც იანვრის შუა რიცხვებში ერიცხებათ და ეგეც კარგად ჩანს გრაფიკებზე, ნებისმიერი deep-ის დროს როგორ მატულობს მოცულობა ვაჭრობის... წარმატებით ახერხებენ შოპინგს უდიდესი სეილებით
- ეს სურათი უკვე ცნობილია ყველასთვის ვინც დიდი ხანია კრიპტო ბირჟებზე თამაშობს და 2015,2016 და 2017 წლებშიც ანალოგიური სიტუაიცები იყო... საკმაოდ კარგი ვარდნა ყოველთვის და შემდეგ კოლოსალური პროფიტები, ამიტომაც ძალიან მშვიდად #hold-ავენ ან მომენტს იყენებენ და შესყიდვებს აწარმოებენ...
- ამას დავამატოთ თითქმის ყველა ბირჟაზე შეჩერებული რეგისტრაციები, რაც დიდი ეჭვი მაქვს რომ გაჩალიჩებული იყო უმეტეს წილად და გადატვირთვებს და დდოსებს რომ თავი დავანებოთ, დროებით შეაჩერეს ახალი მომხმარებლების შეშვება ბაზარზე რომ შემდეგ ერთი დიდი ნაკადით შემოეშვათ ფულების დასახარჯად ))) ამ ეტაპზე ნელნელა ირთვება ყველგან და მარტო ბინანსზე რაც ვიცი გაორმაგებული და გასამმაგებული რაოდენობა დარეგისტრირდა უკვე, ბიტფინექსმა ჩართო და მინიმალური დეპოზიტი 10.000 დოლარი გააკეთა და მოკლედ რა...
ამ ყველაფრის ფონზე მე ერთადერთი სანერვიულო მაქვს, სადმე ზედმეტი ფული ჩამივარდეს რომ კიდე ვიყიდო რაღაცეებიი
მაგარი წელი იქნება 2018 )))
This post has been edited by DeViLz on 17 Jan 2018, 21:18