მსგავსი უაზრობა არ გამიგია :| ჯერ ეს ერთი, CEO ამ "ტოკენის" იძახის რომ მეოთხე თაობის ბლოკჩეინზე არის ჩვენი აისი ქოინიო და იყენებს Waves პლათფორმას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია Waves-ზე ტოკენი შექმნას ვინც მაუსის ხმარება იცის

ქოინს აბსოლუტურად არაფერი არ უდგას უკან, ჩემთვის იგივეა დავბეჭდო ქაღალდის ფული და მივყიდო ხალხს, როგორც იმ ფულს არ ექნება არაფერი აზრი და გამოუსადეგარი მაკულატურა იქნება ზუსტად ასევეა აისი ქოინიც. მართლა ძალიან მინდა რომ ასე გამეკრიტიკებინა, მაგრამ ჩემი აზრით ჩვეულებრივი იაფასიანი ბლეფია, სადაც დამფუძნებელს არ ესმის ტოკენების, ქოიენბის და კრიპტოეკონომიკის მცირედი საწყისებიც, აპიარებენ ქოინს იმითი რომ როდესაც ICO მორჩება, ქოინის ფასი გა10 მაგდებაო, რაც სრული აფსურდი და სისუელეა და რჩევა იქნება ჩემი რომ გადაეხედათ სხვა ქოინები როგორ პიარდებიან და შემდეგ გამოსულიყვნენ საჯარო ფრაზებით.
მოკლე და ლაკონური ანალიზი: "მე პირადად არცერთ ცენტს არ ჩავდებ ამ პროექტში და სხვასაც იგივეს ვურჩევდი, ეს არ არის კრიპტოეკონომიკა, არც ბლოკჩეინი და არც კრიპტოვალუტა, ეს არის უბრალოდ ლამაზად შეფუთული არაფერი."