აბა რა მოლოდინები გაქვს ამ პროექტისგან?
ან რამდენი გაქვს დაგროვებული თუ საიდუმლო არაა?
მოკლედ არ ვიცი რამდენად რეალური იქნება ეს პროექტი
დავწერ ზოგად ანალიზს რიცხვებში, თუ პროექტი წარმატებული იქნება რა მოლოდინები შეიძლება იყოს, სქამ თუ არაა.
მოკლედ
პირველი ეტაპი დასრულდა და როგორც გვპირდებოდნენ Total supply დადგინდა შემდეგი პრინციპით :
მომხმარებელების მიერ დაგროვებული ბონუს CHNG (რომელსაც იხდიდნენ ვერიფიკაციებში, სოციალურ აქტიურობაში და ასე შემდეგ) გამრავლდა 10-ზე
ანუ მომხმარებლებმა დააგროვეს დაახლოვებით 81 მილიონი, ამათმაც გაამრავლეს და Total supply გამოვიდა სადღაც 800-900 მილიონის ფარგლებში. ეს რაოდენობა დღევანდელ ტენდენციას თუ გადავხედავთ საკმაოდ დაბალია, შესაბამისად ფასიც შედარებით მეტი უნდა იყოს.
მეორე :
ზოგადად ვერ გავიგე ეს პროექტი რა პრინციპებზე დგას (დაახლოვებით კი გავიგე), ერთ-ერთი უმთავრესი არის ინვესტიცია.
უფრო დეტალურად რომ ვთქვათ :
ვთქვათ 1000$ ინვესტიციას ვდებთ ამ საიტზე (BTC % გაცილებით დაბალია ვიდრე USDT, ანუ მაქსიმალურ პროფიტს ვითვლით)
ვდებთ თანხას 1 თვით.
1000$-ზე 1 თვეში პროფიტი გამოდის 12$
რაც დამეთანხმებით არის ძალიან ცოტა, ნებისმიერი ბანკი ალბათ ბევრად მეტს გადაიხდის (ქართულ შმიბერთი ბანკებს არ ვგულისხმობ თუმცა შეიძლება მანდაც ბევრად მეტია

)
მაგრამ ამ 12$ გარდა, ჩვენ ვიღებთ სარგებელს CHNG სახით, რაც შეადგენს დაახლოვებით 120CHNG-ს 1 თვეში.
ანუ 1000$ ზე ვიღებთ 12$ და 120CHNG.
ხოდა რადგან სხვა დანიშნულება და ფუნქცია ვერ გავიგე ამ პროექტის რა არის, გამოდის რომ ძირითადი ფუნქცია არის ინვესტიცია.
ჩადებ ინვესტიციას ვალუტაში, რომელიც ალბათ უფრო მრავალფეროვანი გახდება დროთა განმავლობაში. და იღებ სარგებელს იმავე ვალუტაში + CHNG-ში
იმ ვალუტაში სარგებელი რაშიც ინვესტიციას გააკეთებ არის მიზერული. 12$-ის გულისთვის 1000$ ერთი თვით არავინ გააჩერებს ხომ ასეა?
ესეიგი გამოდის რომ მომხმარებელმა ძირითადი სარგებელი უნდა ნახოს CHNG-დან.
ამ კონკრეტულ მაგალითზე 120CHNG.
ვთქვათ გაქვთ თანხა 1000$, რამდენი იქნებოდა თქვენთვის სასურველი სარგებელი 1 თვეში? ისეთი სარგებელი რომელიც ბანკებზე და სხვა საინვესტიციო პლატფორმებზე მაღალი თუ არა თანაბარი მაინც იქნებოდა?
ჩემთვის მაგალითად თანხის 10-20%
თუ ამ პროექტის მიზანი ესაა რომ სარგებელი ნახოს ხალხმა და თვითნ გადაწყვიტონ რა სარგებლის მიღება სურთ (CHNG ფასიდან გამომდინარე).
ამ ქოინის ფასი არის დაახლოვებით 1$-ის ფარგლებში, არ დაგვავიწყდეს რომ რაოდენობაც საკმაოდ მცირეა და როგორც ვიცი თავად CHNG-შიც შეგვეძლება ინვესტიცია რაც Circulated supply_ის მნიშვნელოვნად შეამცირებს და მოთხოვნას გაზრდის.
შეიძლება ბევრმა თქვას რომ 1$ ძალიან ბევრია და 1 წელიწადში 1000$ ზე სარგებელი გამოდის 1200$
თუმცა დარწმუნებული ვარ რომ თუ პროექტი მიყვება თავის იდეას 100%+ სარგებელი წელიწადში საერთოდ არ არის ფანტასტიკა და ეს ზუსტად მომხმარებელზე იქნება დამოკიდებული რამდენი სარგებლის მიღება შეუძლიათ მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე.
ურაყოფითს კიდევ იმას დავამატებდი რომ თვითნ პროექტის სახელი საკმაოდ რთულია და უამრავი პროექტი იძებნება ინტერნეტში მსგავსი სახელით (კრიპტოვალუტასთან რაც არ არის კავშირში ისიც).
ანუ ამ მხრივ მარკეტინგი ფაქტიურად წარმოუდგენელია და უბრალოდ ზეპირად ყოველგვარი კვლევების გარეშე ჩანს შექმნილი.
ლოზუნგი გასაგებია მაგრამ ბრენდი და Keyword ასტრალშია.
რახან ჩემი სფეროა ბარემ ესეც უნდა დამეწერა
This post has been edited by buxxx on 4 Apr 2021, 21:33