მოდით შევეცდები პატარა მიმოხილვის დაწერას თავისი შეძენის პროცესით და ემოციური დატვირთვებით :)
შევიძინე 5 დღის წინ ალტაში 1350 ლარად.
იმავე დღეს (ამაშიც მაგარი გამიმართლა) მაიმარკეტზე მივასუხარე ჩემი GALAXY S II (White)
შეძენამდე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვატრიალე ხელში ალტაში არსებული ტესტ მოდელი (საერთოდ რაღაც ახალი გადჯეტის შეძენისას ყოველთვის ფრთხილი და აუჩქარებელი ვარ და "ლიჟბი რაღაცა ახალი მოდელი ვიყიდო" ამ კრიტერიუმით არ ვარჩევ )
... დადგა მომენტიც როდესაც ტესტ ვერსია მოვიწონე და გადავედი უკვე საქმეზე :)
ვინაიდან თეთრი ფერი მხოლოდ ალტაში ჰქონდათ, ისიც ბოლო თეთრი მე შევიძინე.. ამაში ზედმეტი 100 ლარი გავისროლე :) მაგრამ ღირდა მხოლოდ იმიტომაც, რომ ოფიციალური სამსუნგის წარმომადგენლობის გარანტია მოყვება და როგორც მოგეხსენებათ თბილისური სტანდარტული გარანტიის ტექსტით არაა შედგენილი (არ ვაგებთ პასუხს შემდეგ დაზიანებებზე - დამტენზე, ელემენტზე, ეკრანზე და საერთოდ არაფერზე და კარგად იყავითო :) ამაშიც ჩვენი ხალხი 99% ტყუვდება ვინაიდან თავისი შენაძენით ისე გახარებულია, რომ ყველაფერზე მზადაა ხელი მოუწეროს :) 25-30 წუთიანი სრული გატესტვის (ზარების გაშვებით, ჯღერადობის მოსმენის და ეკრანის ტესტის ჩაწერისა და გაშვების ) შემდეგ როგორც იქნა ფული გადავუხადე და მთელმა მაღაზიამ შვებით ამოისუნთქა - რახან ეს მოვიშორეთო ... :)
შენაძენი მომილოცეს და მეც გახარებული დავეშვი სახლისკენ მეორე ეტაპის ტესტირების ჩასატარებლად
პირველი განცდები მაღაზიიდან სახლამდე :
როგორც იქნა გამოვედი მაღაზიიდან და გაბრწყინებული სახით ჩავჯექი ტელეფონი დავსვი გვერდით სავარძელზე და დავიწყე ფიქრი ელემენტზე ... ნუთუ ჩემი ძველი ტელეფონივით უნდა ვიპანიკო ყოველ წუთას რომ არ დამიჯდეს, ან დღეში 2-ზე მეტჯერ მომიწევს დატენვა, თუ რამდენჯერ... ? და ასე შემდეგ - თურმე ყველაფერი რა კარგად ყოფილა და არც ვიცოდი ...
ეს შესავალი არ შემეძლო არ დამეწერა ვინაიდან ეხლაც ძალიან გახარებული ვარ ჩემი შენაძენით და ძალიან კმაყოფილი აბსოლიტურად ყველანაირად. შემიძლია თამამამად ვთქვა, რომ ჩემი რიგით 42-ე ტელეფონი ამჟამად GALAXY NOTE II ეს ის ტელეფონია, რომლის ანალოგიც არანაირი კრიტერიუმით არ მქონია, ასეთი სწრაფი, გამძლე (ბატარეით) და უნივერსალური.
გადავიდეთ 5 დღიანი დაუნდობელი გატესტვის შედეგებზე:
ბატარეა აქვს 3100 მ/ა
ჩართულ ტელეფონზე სრული დატენვის ხანგრძლივობა (თან გამოყენების პროცესში) 4 საათამდე, გამორთულზე 3 საათამდე.
ჩართული რეჟიმები და მოდულები : WiFi, GPS, Mobile Data, Sync (5+ applications accounts), Screen Brightness 100% - ამ რეჟიმში დავიწყე მეილის მიბმა ექაუნთზე და რამოდენიმე ჩემთვის საჭირო აპი და თამაში დავქაჩე ფლეისთორიდან.
ვითამაშე რამოდენიმე თამაში დაახლოებით 1საათი, შემდეგ გადავედი Youtube - ზე სადაც დაახლოებით 1-2 საათი სხვადასხვა HD ხარისხის ვიდეოებს ვუყურე. ამის შემდგომ გადავედი Web ბრაუზინგზე - აქაც 1 საათი რაღაცეები ვიკითხე, შემდგომ 1 საათიც Flipboard-ში ტექნოლოგიურ სიახლეებს გავეცანი, ამ პერიოდში ბატარეის პროცენტისთვის არც შემიხედია, რადგანაც უკვე გათვითცნობიერებული მქონდა რომ მალე დამტენი დამჭირდებოდა :) მაგრამ ჰოი საოცრებავ! ბატარეას შევხედე და ამ 5 საათიანი საკმაოდ დატვირთული ტესტირების პერიოდში მხოლოდ 43% დააკლდა (ეს უკვე უდიდესი მიღწევაა ამხელა ეკრანის მქონე სმარტის აკუმულატორებში), თვალებს არ უჯერებდი, მართლა არ მეგონა თუ ასე გაძლებდა.
მოკლედ ყველანაირი ფუნქციის ჩართვით და სრული დატვირთვით ამ განზომილებებით შეიძლება ითქვას რომ ipad, nexus და სხვა დიდი ტაბლეტების რეჟიმით მუშაობს აკუმლიატორი ანუ 1 საათში სრული დატვირთვით სადღაც 10%-მდე უნდა დააკლდეს (ესეც მაქსიმუმია).
რაც შეეხება ნახევრად ეკო - რეჟიმს (..ნუ ჩემი ძველი ტელეფონის შემდეგ, ეკონომიურ რეჟიმს ამასაც ვერ დავარქმევდი:) - დაუკელი მხოლოდ ეკრანის სიკაშკაშე - ავტომატურზე, დანარჩენი დავტოვე ხელუხლებლად.
WiFi, GPS, Mobile Data, Sync (5+ applications accounts), Screen Brightness Auto
..... იგივე მოქმედებები ჩავატარე, როგორც მაღლა პირველ რეჟიმში ტესტირებისას და სხვაობა უკვე 10%-ში მომცა, ანუ ელემენტს დააკლდა მხოლოდ 33%-35%.
მოკლედ ბატარეა აქვს ისეთი, რომ თურქმენეთზეა შეერთებული ნამდვილად. ესეთი ელემენტი მგონი პლანშეტებსაც არ აქვს :)
რაც შეეხება ეკრანს: ეს უაზრო მოსაზრებები - წერტილები უჩანს, გარჩევადობა დააკლეს და რაღაც ბოდიალი - უბრალოდ სასაცილოა.
თვალებში ლუპა არავის უყენია და ეს უაზრო ჭორები და გამოხტომებიც უადგილოა ამ ტელეფონის ეკრანთან მიმართებაში. პირველ ნოუტთან შედარებით რეზოლუცია კი არ დააკლეს და .. ის იყო 16:10 მიმართებაში, ხოლო ამას დაუყენეს 16:9 ეკრანი და შესაბამისად მაგიტომ შეიცვალა ეს ყველაფერი. ასერომ არანაირი რეალური და გამოსახულების გამაუარესებელი ცვლილება არმომხდარა. (პირველი ნოუთიც მაქვს და მაგიტომ ვწერ ასე თამამად)
ლუპა თუ დაიჭირე, მაშინ იმ ეგრეთწოდებულ რევოლუციურ და არაფრის მომტან Ipad-საც უჩანს ის წერტილები :) და საერთოდ ინფორმაციისთვის 300 PPI - ზე მეტს ადამიანის თვალი ფიზიკურად ვერ აღიქვავს და რამდენიც არ უნდა უკეთონ ამ ახალ დევაისებს იმაზე მეტს მაინც ვერ დაინახავთ და ამიტომ უაზროთ ნურავინ გადაიტვირთება და პირს ნუ აიქაფებენ რომ ეკრანზე ვითომ რაღაცა ნიტო წერტილებს ამჩნევენ :)
ჩართავთ ტესტებს და გაგახსენდებათ ჩემი სიტყვებიც...
.. ხო ესეც ეკრანს რაც შეეხებოდა.
ნუ, სხვა რეჟიმებშიც ვცადე WiFi, GPS გაუთიშე და საერთოდ დამტენი აღარ დაგჭირდებათ მგონი 3-4 დღე მგონი :)
ხო ღამე თუ არ გათიშავთ მხოლოდ 3% აკლდება მაქს. ყველანაირი ჩართული ფუნქციებით და მოდულებით.
პირველსა და მეორე რეჟიმში ხმარებისას, თავისი ყოველდღიური ზარების განხორციელებისას დილის 10 საათიდან ღამის 24 საათამდე ბატარეა სადღაც 25-30% ისევ დგას. ასერომ ძალიან გამძლე ბატარეაა და საერთოდ უმაგრესი ტელეფონია.
S-Pen - უმაგრესი დევაისი - არანაირი დაყოვნება და ჭედვა და ოთხკუთხედი ხაზები (ჩქარი წერისას პლანშეტებს მოსდის ხოლმე, დაჟე სუსტ კომპებზეც იცოდა ფოტოშოპში ფუნჯით მაუსს ჩქარა რომ მოუსმევდი ოთხკუთხედ კუთხეებს იკეთებდა მრგვალი ხაზები). ძალიან მგრძნობიარე და ზუსტია!
ოპერატიული 2 GB - ნამდვილად აკლდა ამ ტელეფონს და მიიღო კიდეც :) 10 თამაში ჩავკეცე ერთდროულად და შემდეგ დავიწყე ხატვა და მაინც არანაირი ჭედვა და შეყოვნება არ ქონია...
... ხო რაც შეეცება ბენჩმარკ ტესტებს - ინფორმაციისთვის Htc One X ძალიან დიდი მანძილით ჩამოტოვა უკან - ფანრიანი ნოკიასავით აქცია :)
მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო GALAXY NOTE II არის უმაგრესი დევაისი რომელსაც ყველას ვურჩევ იყიდოს და არანაირად არ შეეშინდეს აკუმლიატორის. ის უბრალოდ არ ჯდება...
ყველაფრის განხილვა ვერ მოვახერხე და არც საჭიროებს თქვენთვის, ვინაიდან ისედაც ერკვევით საკმაოდ ამ ტელეფონში, ამიტომაც აჯობებს თუ რაიმე კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ მოიწეროთ და სიამოვნებით შეძლებისდაგვარად გამოგეხმაურებით.
თუ მომაბეზრებელი არ იყო ჩემი განხილვა, ესეიგი სასარგებლო მაინც იქნებოდა ...
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)