მოკლედ არ ვიცი რა, არ ვიცი ამას რა დავარქვა, დაგვცინის მგონი სამსუნგი.
მოკლედ ვიყიდე სამსუნგის სმარტ ტივი, მოვიტანე სახლში და მე გულუბრყვილომ რატომღაც ჩავთვალე რომ 2016 წელს გამოშვებულ საშუალოზე მაღალი კლასის სმარტფონს აუცილებლად ექნებოდა Screen Mirroring მაგრამ დავრჩი გაღიმებული

აი ახსნას ვერ ვუძებნი, რატომ აქვს 2015 წლის ტელეფონს ეს ფუნქცია და რატომ ამოიღეს 2016 წლის მოდელიდან, დავიჯერო უბრალოდ დაავიწდათ?
არადა საკმაოდ საჭირო ფუნქციაა და როგორც გავარკვიე ამის რამე მარტივი ალტერნატივაც არ არსებობს, ეხლა როგორ უნდა წახვიდე და ამის გამო ტელეფონი შეცვალო, ერთი წამითაც არ გამივლია თავში აზრად ტელეფონის ყიდვისას რომ Screen Mirroring არ ექნებოდა.