ეხლა რაც შეეხება ამ ორ მოდელს,ჩემი პირადი აზრი წლევანდელ სამსუნგის მოდელებზე.
პრეზენტაცია საკმაოდ მაღალი დონის იყო.
მარკეტინგიც როგორც ყოველთვის უმაღლეს დონეზე აქვთ.
S7 არის მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებული!
ის რაც S6-ში თავისივე მომხმარებლებმა დაიწუნეს (ასევე მეც) , აფსოლიტურად ყველაფერი გაააააუმჯობესეს-გამოასწორეს S7 - S7 Edge-ში.
უკანა კამერა გამოშვერილი იყო და არ მოწონდათ? გამოასწორეს.
SDcard უნდოდათ? დააბრუნეს.
დუალ ედჯი უნდოდათ? ჩადეს.
ბექგრაუნდ პროცესს ლიმიტის მოხსნა უნდოდათ(ეს ზოგს მინუსად/Bug მიაჩნდა, 10000 თამაშს რომ გახსნიდი-ჩაკეცავდი და დანარჩენებს რომ ხურავდა თავისით. რამის და ელემენტის დასაზოგად მე მერჩივნა ეგ ლიმიტი)?! მაგრამ მოითხოვეს და ესეც მოხსნეს.
შედარებით პატარა სმარტი უნდოდათ და არა "ტაშტი"? წარმოადგინეს იგივე ზომის ეკრანის უფრო პატარა სმარტი

ნუღარ ათხელებთ მეტსო და ელემენტიც უფრო დიდი უნდოდათ? ეგეც ჩადეს.
წყალგაუმტარობა უნდოდათ? ეგეც ჩადეს.
მეტი რაღას უნად ელოდე სმარტფონისგან? ^^ იდეალური სმარტფონებია ორივე.
ელემენტში - საკმაოდ დიდი წინსვლა, 3000 / 3600 Mah
ეკრანი / ფერები - ძალიან მაგარი. Always on screen ! Dual edge !
კამერა - საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო იქნება,Dxomark 1 ან 2 ადგილს მიცემს! განსაკუთრებით ღამის/დაბალი შუქის პირობებში გადაღებაა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული! უკანაც აღარაა იმდენად ამოზნექილი და კარგად გამოიყურება!
სოფტი / ფიშკები - უძლიერესი !! აი ამას კომენტარი არც უნდა. სამსუნგი რომ სოფტში და ფიშკებში უკუსვლას არ იზამს ამაში 2 აზრი არაა
წყალგაუმტარობა - რომელიც მე პირადად არ მაინტერესებს, მაგრამ ეგეც დაამატეს.
SDcard - ესეც დაამატეს
ჩიპსეტი - Exynos 8 - CPU-ში 33% -ით გაიზარდა სიძლიერე და GPU-ში კი 62%-ით. და 24-28%-ით უფრო ენერგოეფექტური ვიდრე მისი წინამორბედი Exynos 7.
Gaming-ისთვის Vulkan API-ს მხარდაჭერა.
დიზაინი - მშვენიერია. უკანა მხარე ოდნავ შეიცვალა, გვერდებზე გადმოწეულია ცოტა რაც ხელში დასაჭერად გაცილებიიიიიიიით კომფორტულია, რადიკალური ცვლილება არაა და არც უნდა ყოფილიყო, მომხმარებლებსაც პრეტენზია არ ქონიათ დიზაინზე ! გააამართლა S6 / S6 edge / Note 5 / S6 edge+ -ის დიზაინმა.
სწრაფი დატენვა - მემგონი ყველაზე სწრაფად იტენება რაც კი რამ დაფიქსირებულა ამ მოცულუბის ელემენტებზე.
ფასი - ამ ეტაპზე მეძვირება,თუმცა როგორც წინა პოსტში ავღნიშნე, 2015 წლის ფლაგმანები(G4,M9, Z5.Z5P) თავიდან ყველა თითქმის იგივე ღირდა ან მეტი რაც S6, უბრალოდ სხვები უფრო მალე იაფდება

ასე რომ, წელსაც იგივე ტენდენციით წავა სავარაუდოდ და ცოტათი მეტი ეღირება ვიდრე სხვა ბრენდების ფლაგმანები ^^
ყველაფერი იდეალურად გააკეთეს. ამ წელსაც მოწოდების სიმაღლეზეა სამსუნგი !
This post has been edited by BeCooL on 23 Feb 2016, 02:55