განათება რაც შეიძლება დაბალზე + მუქი ფონი.
GPS, NFC, ბლუთუზი, ვიბრატორი გათიშული. ხმა დაბალზე.
რომელ აპებსაც ძალიან ხშირად ხმარობ არ გათიშო, თავიდან დასტარტვაზე მეტ დენს ხარჯავს.
ზოგიერთი ჯიუტი სისტემური აპი რომელიც შეიძლება არაფერში გჭირდება და არ ითიშება ამით შეიძლება გაყინო
https://adbappcontrol.com/en/გუგლის სისულელეები შეშლებისდაგვარად გამორთული.
vpn როცა არ გჭირდება გამორთე.
სინქრონიზაცია გამორთული, მეილებს ან მესიჯებს თუ არ ელოდები ვოთსაპებში და ეგეთებში.
ავტომატური აფდეითები, ანიმაციები და მოძრავი სურათები გამორთული.
ცივ ან ნესტიან ადგილზე არ დატოვო.
არც ისეთ ადგილას სადაც ცუდი სიგნალია (მეტროში, უჯრაში, ლოგინქვეშ...) ან თვითმფრინავის რეჟიმი ჩართე. თბილისში ბევრი ანძაა მაგრამ რაიონში აქა-იქ. რაც უფრო შორსაა მით უარესი. ვაიფაიზე ნაკლები ხარჯია ვიდრე კილომეტრებით დაშორებულ ანძაზე.
რომელი ნომრითაც არ რეკავ 2G/3G გაუთიშე, ტყუილად ხტუნაობს სიხშირეებზე. LTE only ან NR/LTE დატოვე თუ 5G გაქვს.
This post has been edited by junipero on 30 Jan 2026, 18:20