S-k-y-walkerარ მეცალა რომ კარგად მეპასუხა შენ კითხვაზე. გეტყვი რა სიახლეებია 6.0 ვერსიაში.
პირველ რიგში წამიერი ლაგები რომ ჰქონდა ტელეფონს (ხანდახან) ეგ გამოსწორდა. ძალიან პლავნად მუშაობს ასე ვთქვათ.
მენიუში ზოგიერთი რაღაც შიდა მენიუდან გამოტანილია მთავარ მენიუში. საუბარია სეთინგებზე.
ჩაკეცილ ფანჯრებს რომ გახსნი ჭიკარტით მონიშვნის ფუნქცია აქვს და დახურვას რომ დააწვები მონიშნულებს გიტოვებს.
battery doze ჩააშენეს. ეს არის ყველაზე მაგარი რამე. აი რის გამოც ვრუთავდი პირადად მე რომ greenify და მსგავსი აპლიკაციები დამეყენებინა, უკვე აღარაა ეგენი საჭირო. ქარხნულად ელემენტს გიზოგავს როცა დაბლოკილი გაქვს ეკრანი. შეგიძლია მისცე ნებართვა რომ hybernate არ გაუკეთოს კონკრეტულ აპლიკაციებს. იმდენად დახვეწილია ეს დანამატი რომ ღამე 48% დავტოვე ტელეფონი და დილით 46 დამხვდა
ყველაზე მთავარი კიდე ფერმიშენები დაემატა. აპლიკაციებზე გეკითხება მისცეს თუ არა წვდომა Facebook-ს მაგალითად შენს ფოტოებზე, კონტაქტებზე და ასე შემდეგ. ამ მხრივ ძალიან დაიხვეწა უსაფრთხოება.
ბაგებია კიდე გასწორებული ისეთი, რაც ზოგადად ყველა ტელეფონს ლოლიპოპზე ჰქონდა. მაგალითად ჩაკეცილ facebook messenger-ზე რომ დააწვებოდი რომ არ გიხსნიდა.
ცუდი ისაა, რომ ძველი აპლიკაციების რაღაც ნაწილი, მაგალითად need for speed unlimited რომ არის თუ რაღაც მაგას ვთამაშობ, არ არის ოპტიმიზირებული ახალ სისტემაზე და მომენტებში ჭედავს
კიდე ცუდი ისაა რომ viber-ზე რაღაც ბაგივით აიკიდა. დარეკვას რომ ვაწვები პროგრამას აჩერებს
ერთი სიტყვით კიტკეტის მერე საუკეთესო განახლებაა ეს

უბრალოდ დარწმუნებული ვარ რაღაც მინუსები ექნება რაც დაიხვეწება 6.1 ვერსიაში (როდის გამოდის არ ვიცი მაგრამ უეჭველი გამოვა)
This post has been edited by ლაშა117 on 22 Nov 2015, 10:53