playstationრავი თემო ეს ბოლო რამოდენიმე თვე რო ნახო სამსუნგმა ქსიაომისაც აჯობა რეკორდში რამდენი სმარტფონი გამოუშვა

ფიქრობდნენ ამ ს10 სერიაზე არ გამოეშვათ ღამის რეჟიმი მაგრამ გადაიფიქრეს ისეთი ნაბიჯებით დაეწივნენ ჩინური ბრენდები

სწრაფ დატენვასაც უმატებენ და ღამის რეჟიმსაც ეს არის კონკურენციის შედეგად მომხმარებელი რჩება მოგებაში. საქმე იქამდე მივიდა რო კანადაში დააკავეს მთავარი ჰუავეის ბუღალტერი კიდე კაი თავის სისტემა არ გამოუშვა და შეთანხმდნენ როგორც სამსუნგი ეგრევე ჰუავეიც ძალიან მდიდარი კომპანია ორივე და დახოცავენ პირველობაზე ერთმანეთს

გუშინ წერილიც მომივიდა ჰუავეისგან ბევრი ცვლილებებიაო

ძვირფასო Huawei-ის მომხმარებელო,
გწერთ, რათა გაცნობოთ, რომ Huawei ჯგუფში მიმდინარე საორგანიზაციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თქვენი Huawei mobile services-დან ზოგიერთი (მათ შორის Cloud, თემები, ეკრანის ჟურნალი და აპის მრჩეველი) 2019 წლის 30 აპრილიდან Huawei Device Co., Ltd-სგან გადაეცემა Aspiegel Limited-ს, Huawei-ის 100%-იან მფლობელობაში მყოფ შვილობილ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებული და დაფუძნებულია ირლანდიაში.
ეს ცვლილება ეხება შემდეგ რეგიონებს: აზია (კონტინენტური ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის გარდა), ოკეანია, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა და ლათინური ამერიკა.
1. რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილება მომხმარებლის შეთანხმებებით განსაზღვრულ თქვენს უფლებებზე?
Huawei-ს სურს წარმოგიდგინოთ ინოვაციური ციფრული შიგთავსის სერვისები და მნიშვნელოვნად გააფართოვოს ჩვენი კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი პროდუქტები და სერვისები. ჩვენი სერვისების გაფართოებისთვის ვმუშაობთ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი Huawei-ის კომპანიის (ირლანდიაში მდებარე Aspiegel Limited) გამოცდილი და სპეციალიზებული ექსპერტების ჯგუფთან ერთად, რათა უკეთ დავაკმაყოფილოთ ჩვენი კლიენტების საჭიროებები. ეს ცვლილება ნაწილია ჩვენი ნაკისრი ვალდებულებისა, უზრუნველვყოთ საუკეთესო მომსახურებები და გავუშვათ საინტერესო ახალი სერვისები. ამიტომ, ამჟამად Huawei mobile services-ისთვის გლობალურ ბიზნეს ოპერაციებსა და განვითარებას ვახორციელებთ ჩვენი მობილური სერვისების ცენტრიდან, რომელიც ირლანდიაში მდებარეობს.
ამიერიდან, თქვენთან დაკავშირებით ყველა იურიდიული პასუხისმგებლობა და ვალდებულება Huawei Device Co., Ltd.-სგან გადაეცემა Aspiegel Limited-ს. კერძოდ, Aspiegel Limited პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაზე.
აღნიშნული ცვლილება ეხება მხოლოდ Cloud-ის, თემების, ეკრანის ჟურნალისა და აპის მრჩევლის მობილურ სერვისებს. ეს გავლენას არ მოახდენს თქვენ მიერ ჩვენი სერვისების გამოყენებაზე. ზოგადად, ეს ცვლილება გავლენას არ ახდენს თქვენი, როგორც კლიენტის უფლებებსა და ვალდებულებებზე. მაგალითად, იგი გავლენას არ მოახდენს მოწყობილობის გარანტიასა თუ თავდებობაზე. თუ თქვენ ხართ Huawei-ის მომხმარებელი, რომელიც ცხოვრობს ზემოხსენებული რეგიონებიდან რომელიმეში, სავალდებულო და უფრო მტკიცე დაცვა უზრუნველყოფილი იქნება თქვენი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
2. როგორ აისახება ცვლილება თქვენი მონაცემების დაცვასა და კონფიდენციალურობის უფლებებზე?
მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის უფლებები არანაირად არ ზარალდება ან არ მცირდება. პერსონალური მონაცემები, რომლებიც გვანდეთ, ისევ ძველებურად დამუშავდება მოქმედი კანონების შესაბამისად და დარჩება სინგაპურში არსებულ ჩვენს მონაცემთა ცენტრში.
3. მოითხოვს თუ არა ეს ცვლილება თქვენგან რაიმე ქმედებას?
არა, თქვენ არ მოგეთხოვებათ რაიმე ქმედება. შეგიძლიათ ძველებურად განაგრძოთ ჩვენი მობილური სერვისებით სარგებლობა და ასევე გამოიყენოთ ახალი მობილური სერვისები, რომლებსაც მომავალში წარმოგიდგენთ.
თუმცა, თუ გსურთ ამ ცვლილებაზე უარის თქმა, დაგჭირდებათ თქვენი Huawei ID ანგარიშის წაშლა. აღნიშნული დეტალურად არის განხილული ქვემოთ.
4. როდის მოხდება ეს ცვლილება?
ეს ცვლილება მოხდება2019 წლის 30 აპრილს.
5. როგორ შეიძლება უარის თქმა ამ ცვლილებაზე?
გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს სერვისებს სასიამოვნოდ და უსაფრთხოდ მიიჩნევთ. თუმცა, თუ გადაწყვეტთ ამ ცვლილებაზე უარის თქმას, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეწყვიტოთ თქვენი მომხმარებლის შეთანხმება Huawei ID ანგარიშის წაშლით.
მობილური ტელეფონებისთვის ინსტრუქცია ასეთია:
გადადით მენიუში: პარამეტრები > Huawei ID > შესვლა (თუ არ ხართ ამჟამად შესული) > გადადით პარამეტრებში > ანგარიშის წაშლა.
ოფიციალური ვებსაიტისთვის ინსტრუქცია ასეთია:
გადადით ბმულზე
https://hwid5.vmall.com/CAS/portal/login.html > შედით თქვენი Huawei ID-ით > გადადით მენიუში დაყენება > ანგარიშის წაშლა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: გამოწერის გაუქმებით თქვენი Huawei ID და Huawei Cloud ინფორმაცია წაიშლება (ამაში შევა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა Cloud-ზე დასინქრონებული და დარეზერვებული ფოტოები, კონტაქტები და ფაილები). ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ვეღარ შეძლებთ მოგვიანებით ამ ინფორმაციის აღდგენას, ახალი Huawei ID-ის შექმნის შემთხვევაშიც კი.
ასევე, ვერ შეძლებთ, გამოიყენოთ ჩვენი მობილური სერვისები, სანამ არ შექმნით ახალ Huawei ID-ს. მაგრამ შეძლებთ ჩვეულებრივ გამოყენებას ძირითადი ფუნქციებისა, როგორიცაა სატელეფონო ზარის განხორციელება, SMS-ების გაგზავნა და ფოტოების გადაღება.
თუ პრობლემა შეგექმნათ ანგარიშის წაშლასთან დაკავშირებით (მაგ. დაგავიწყდათ თქვენი ანგარიში ან პაროლი), გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ბმულზე:
https://consumer.Huawei.com/uk/legal/privacy-questions/.
ჩვენ განვახორციელებთ საჭირო ნაბიჯებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ანგარიშის კანონიერი მფლობელი ხართ და დაგეხმარებით ანგარიშის წაშლაში.
თარიღი: [8 April, 2019]
პატივისცემით,
Huawei Device (Shenzhen) Co., Ltd
Aspiegel Limited