აჰა ერთ ტუტორიალს დაგიწერთ მეც

swap განყოფილების შექმნა მეხსიერების ბარათზე (რეკომენდირებულია 6+ კლასის)
1) პირველ რიგში გვჭირდება პროგრამა
MiniTool Partition Wizard Home Edition2) სასურველია Card readeris გამოყენება მაგრამ ვისაც არ გაქვთ პირდაპირ ტელეფონიდანაც შეძლებთ. ტელეფონზე ჩართეთ usb debugging და დაუკავშირეთ კომპს.
3) შეინახეთ ყველა აუცილებელი ფაილები რომლებიც გჭირდებათ, და დააფორმატეთ ჩიპი.
4) ვუშვებთ MiniTool Partition Wizard Home Edition და ვირჩევთ ჩვენი ტელეფონის დისკს და ვაძლევთ Delete All Partitions
5) ქვემოთ დაეწერება Unallocated Space, ვაკლიკავთ აქ, და ვაძლევთ Create Partation, Create As-ში ვუთითებთ Primary, ხოლო File System-ში Fat32 (4gb+ ბარათებზე), შემდეგ კი ვუთითებთ მოცულობას და OK. უნდა გაითვალისწინოთ ის რომ რამდენსაც დატოვებთ Unallocated Space-ს იმხელა მოცულობა დაგრჩებათ მეორე განყოფილებისათვის.
6) კიდევ ერთხელ ვაკლიკავთ Unallocated Space-ს და ვაძლევთ ისევ Create Partation, Create As-ში ვუთითებთ Primary, ხოლო File System-ში Linux swap-ს, ვაწვებით yes და მერე Ok.
7) ამის შემდეგ ვაძლევთ Apply და ველოდებით პროცესის დასრულებას, ყველაფრის დამთავრების შემდეგ გამოვაძრობთ usb-ს და გადავტვირთავტ ტელეფონს.
8) ტერმინალში ვკრებთ
fdisk -l /dev/block/mmcblk0 კოდს და ვიმახსოვრებთ swap განყოფილების სახელს.
9) ფაილს
hw_config.sh რომელიც მდებარეობს
system/etc დირექტორიაში, ბოლოში ვამატებთ შემდეგ 2 სტროფს:
busybox mkswap /dev/block/mmcblk0p2
busybox swapon /dev/block/mmcblk0p2 სადაც p2 არის swap განყოფილების სახელი (ჩემს შემთხვევაში, თქვენ 8 პუნქტის მიხედვით გაიგებთ )
10) გადავტვირთავთ ტელეფონს.
Q: როგორ გავიგოთ მუშაობს თუ არა ჩვენი შექმნილი განყოფილება?!
A: შევდივართ ტერმინალში და ვკრებთ free
ესეც ასე იმედი გამოგადგებათ

)
* * *
ხო ისე ext განყოფილებაც ანალოგიურად იქმნება, შეგიძლიათ swap+ext იც გააკეთოთ და ისა ყველაზე მთავარი კერნელს უნდა ქონდეს swapisa da ext- განყოფილებების supporti