datkaaaუშველე? ძალიან კარგი
ახლა რისთვის ვიყენებ მე რუთს, დაგიწერ და რაც მოგეწონება და დაგჭირდება, გამოიყენებ რა
1.) Screenshot პროგრამები. კი აქვს სონი ერიქსონის ბოლო ვერსიებს ინტეგრირებული პროგრამა თავისით, მაგრამ მოუხერხებელია ძალიან. პროგრამებში და თამაშებში და ა.შ. ვერ გამოიყენებ. ხოდა მარკეტში არის რამდენიმე და რომელიც მოგეწონება, იმას დააყენებ
2.) AdFree - პროგრამებსა და თამაშებში უაზრო რეკლამები რო ხტება ხოლმე, მაგეებს აცილებს და გასვენებს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით

3.) Root Explorer - თავისთავად, სისტემური ფაილების რედაქტირებისთვის
4.) Titanium Backup - პროგრამებისა და თამაშების ბექაფებისთვის და ასევე სისტემური(რაც ოპერაციულ სისტემაშია ინტეგრირებული) პროგრამების წაშლა. ანუ მაგალითად Playnow, რომელიც გამოუსადეგარი რაღაცაა და არ გჭირდება, უაზროდ გდია თავისით, ამ პროგრამით წაშლი

დანარჩენი არ მაფიქრდება

ქართული კლავიატურისთვის გადმოწერე პროგრამა Smart keyboard Pro. ამ პროგრამას აქვს ქართული კლავიატურის მხარდაჭერა. Text Input-ში გადაიყვან მაგ კლავიატურაზე, მაგ პროგრამის Option-ებიდან მთავარ ენაზე დააყენებ ქართულს და გექნება ქართული კლავიატურა. მოკლედ მიხვდები რა დანარჩენს
This post has been edited by zuk14a on 24 Nov 2011, 17:49