დიზაინი: Sony-მ აღნიშნულ სმარტფონში მეტალის "Loop" დიზაინი გამიყენა, რომელიც საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურება. უკანა პანელზე განთავსებულია კამერა, კამერის სენსორების და NFC. ხოლო წინა პანელზე სტერეო აუდიო სისტემა. რაც შეეხება თითის ანაბეჭდის ბიომეტრიულ სკანერს, მას გვერდზე პანელზე "ჩართვა-გამორთვის" ღილაკში გვთავაზობს Sony, რაც ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. დიზაინის შემადგენლობაში ასევე შევხებით 3.5 მილიამეტრიან აუდიო ჯეკს, მეხსიერების და სიმ-ბარათის პორტს და UCB C მაკავშირებელს.
ტექნიკური მახასიათებლები: XZ1-ზე წარმოდგენილია 5.2 დიუმიანი FHD HDR TRILUMINOS ეკრანი 424 პიქსელ სიმჭიდროვით დიუმზე და 138 პროცენტიანი sRGB, მსოფლიოში პირველად წარმოდგენილია ყველაზე სწრაფი ვიდეო გადაღების რეჟიმი 960 კადრით წამში, სმარტფონების ისტორიაში პირველად აღნიშნულ სმარტფონზე წარმოდგენილია DRAM კამერის მეხსიერება( რომელიც სმარტფონს ეხმარება ვიდეო და ფოტო ფაილების დამუშავებაში).
ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ Xperia XZ1-ზე წარმოდგენილია Qualcomm-ის 10 ნანომეტრიანი ჩიფსეტი Snapdragon 835, რომელიც რა თქმა უნდა მხოლოდ Xperia XZ Premium-ზე გვხდება.
ოპერატიული მეხსიერება 4 გიგაბაიტიანი და ორ არხიანი LPDDR4X არის წარმოდგენილი 1866 მეგაჰერც სიხშირით, შესანახი მეხსიერება 64 გიგაბაიტია, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 256 გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათის დახმარებით.
კამერამთავარი კამერად 19.3 მეგაპიქსელიანი სენსორი გვხდება, რომლის ეფექტური პიქსელების რაოდენობა არის 21.2 მილიონი, ხოლო 16:9 ფორმატში იღებს 17.1 მეგაპიქსელით. კამერის სენსორის ზომა 1/2.3 დიუმია, პიქსელის ზომა 1.22 მიკრონი და კამერის მეხსიერება შეადგენს 1 გიგაბაიტს, ეს დეტალები დაეხმარება სმარტფონის კამერას მაღალი ხარისხის ვიდეოების და ფოტოების დამუშავებაში ცუდი განათების პირობებშიც კი. სმარტფონის კამერის შემადგენლობაში ასევე შედის 5 არხიანი(5AXIS) გიროსკოპულ-ელექტრონული სტაბილიზაცია, ლაზერული ავტოფოკუზი, 192 ფაზოვანი ავტოფოკუსი, RGBC-IR ფერთა ფოკუსი, გამოსახულების წინასწარ აღქმადი ფოკუსი, BIONZ პროცესორი, 22 მილიმეტრიანი ულტრა ფართო ხედვის კუთხე, 4K ვიდეო გადაღების შესაძლებლობა, Slo-Mo ვიდეოს გადაღება 960 კადრით წამში და კადრის ჩამკეტი
წინა კამერად წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი 1/3 დიუმის ზომის სენსორი 22 მილიმეტრიანი ულტრა ფართო ხედვის კუთხით და 5 არხიანი გიროსკოპულ-ელექტრონული სტაბილიზაციით.
Sony გვპირდება, რომ Xperia XZ Premium-ში წარმოდგენილია ნადვილი მაღალი ხარისხის აუდიო სისტემა, რომელშიც გვთავაზობს S-FORCE აუდიო პროცესორს და LDAC Hi-Rec აუდი სისტემას DSEE-HX ტექნოლოგიით,
3D Creator:ახალი ინვაციური აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ კამერის დახმარებით დაასკანეროთ ნებისმიერი ობიექტი 3D-ში.

3D სკანერის და კამერის AR ტექნოლოგიით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ "სასაცილო" ანიმაცია და ნებისმიერი "მესენჯერის" საშუალებით გადაუგზავნოთ "ადრესატს".

სმარტფონის შემადგენლობაში ასევე არის 2700 მილიამპერიანი Qnovo-ს ტექნოლოგიის ბატარეა Quick Charge 3.0 სწრაფი დატენვის ტექნოლოგიით, Android 8.0 ოპერაციული სისტემა, 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი და ორი სიმ ბარათის სლოტი.
მიუხედავად იმისა, რომ ბატარიის მოცულობა ციფრებში არ ჩანს შთამბეჭდავი, ის ძალიან კარგ შედეგებს გვაძლევს.
Xperia XZ1 Compact: კომპაქტური ვერსიაSony-მ ზუსტად იგივე მახასიათებლებით, თუმცა შემცირებული ეკრანის ზომით(4.6 დიუმიანი HD ეკრანი) და შემცირებული კორპუსის ზომებით Xperia XZ1 Compact-ის შემოგვთავაზა, რომელიც ბატარიის გამძლეობაში გრანდიოზულ შედეგებს გვაძლევს.
ვიდეო განხილვები: