ჩემი გამოცდილება მოტოროლაზე
ნექსუს 6
ერთი ყველაზე კარგი და ალბათ უმნიშვნელოვანესი რაც მოტოროლას აქვს დიდი ეკრანი და პატარა ბორტები
თვითონ ეკრანს რაც შეეხება, ასე რომ ვთქვათ მოყვარულზეა. ამოლედი თუ მოგწონს კმაყოფილი ხარ
ნოუთ ერთის მერე ჩემი ასეთი აღტაცება ტელეფონის ეკრანს არ გამოუწვევია, ფაბლეტი არის 6 ინჩიანი ტელეფონი

არ ვიცი რამდენჯერ გამომიყენებია, მაგრამ სტილუსი არ აქვს ტელეფონს

ფაბლეტისთვის ზოგადად მინუსია სავარაუდოდ
წინა მოტოროლებისგან განსხვავებით, საოცრად კარგი კამერა აქვს (კონკურენციას გაუწევს, მაგრამ ვერ აჯობებს, სამსუნგის და ვაშლის კამერებს)
სისტემა, ყველაზე ოპტიმიზირებული ანდროიდი, ნექსუს 5-ის სამუშაო გამოცდილება ახლოს ვერ მივა სამწუხაროდ
ბატარეა ამ ზომის ტელეფონისთვის, უფრო სწორად ეკრანისთვის, საკმარისზე ძლიერია. აქვე ავღნიშნავ, რომ ტელეფონი არ საჭიროებს რაიმე ოპციის გათიშვას (wi-fi, LTE, GPS), ანუ ძირითადი ფუნქციები რაც სმარტფონს ფანრიანი ნოკიისგან განასხვავებს, მხოლოდ ეკრანის განათების ჩაწევით აღწევ მაქსიმალურ ეფექტს ტელეფონი თვითონ აძინებს აღნიშნულ ფუნქციებს როდესაც არ იყენებ მათ. მე გამიძლო 2 სრული დღე (ღამე გათიშვის გარეშე), მეილებს ხშირად ვკითხულობ, ვიყენებ whatsapps აქტიურად და ვსაუბრობ ტელეფონით ზომიერად (საშუალოდ 20 წუთს დღეში), არ ვიყენებ ფეისბუკს აქტიურად და არ მიყენია მისი მესენჯერი. ტელეფონზე დიდი ხნის გამოცდილების შემდეგ არ მიყენია ანტი
დიზაინი ყოველთვის სადაოა, მე მომწონს მომრგვალებული უკანა მხარე, რაც ხელში დასაჭერად კომფორტულია, მაგრამ დადებულ ტელეფონზე რაიმეს აკრეფას ორჯერ რთულს ხდის
ტელეფონში მუშაობს google now, თან კარგად (სხვა ტელეფონებს ქიმია ჭირდება აღნიშნული ფუნქციის ჩასართავად)
ავღნიშნავდი რომ სამსუნკის კლავიატურა, სადაც რიცხვები ცალკე სვეტად არის გამოტანილი უფრო კომფორტულია
აწყობის ხარისხი ძალიან კარგია, თუ არ ჩავთვლით პატარა ხარვეზს (უკანა მხარეს წარწერა ნექსუსის ვერცხლისფერი საფარი შეიძლება აძვრეს, მე არ მქონია აღნიშნული პრობლემა მაგრამ მაინც)
აწყობის ხარისხის მიხედვით სამსუნგი და ვაშლი მნიშვნელოვნად წინ არიან, ალბათ ყველა სხვა კომპანიაზე
რაც შეეხება ხმას:
თავისი დინამიკები განთავსებულია წინ, სტერეო ხმა და წინამორბედ HTC-ის იდეა იდეალური შესრულებით ვიხილეთ აქ (აქვე ავღნიშნავ რომ მოტო ჯი-ს სტერეოც არ ჩამოუვარდება ხმის ხარისხით)
ყურსასმენები არ მოყვება ტელეფონს, ამას იმიტომ ვამბობ რომ ძალიან სუბიექტური ვიქნები ყურსასმენში ხმის შედარებისას, ყოველთვის მნიშვნელოვანია ხმა რეკომენდებულ ყურსასმენში. სავარაუდოდ ამ შემთხვევაში iphone და SONY სხვა სიმაღლეზეა. არ მისინჯავს oneplus one JBL
ალბათ ეს არის რაც შემიძლია ამ ტელეფონზე ვთქვა მოკლედ