
გამარჯობათ, ესეიგი დამტანჯა ამ ნექსუს 6-მა რა, უცბად საუბრისას ამას მიწერს და კავშირი ითიშება.
ხან შეიძლება საერთოდ არ მოუვიდეს დღის განმავლობაში, ხან კიდევ დღეში რამოდენიმეჯერ, ერთი 5-10 წამი ვეღარ რეკავ ვერსად და მერე ეგრევე ირთვება
სიმ კარტაც შევცვალე არ უშველა, ინტერნეტი გადავატრიალე და მანდაც არავინ არაფერს წერს.
თავისი აფდეითი მოუვიდა 7.0-ს ეგეც დავაყენე იქნებ სისტემურია თქო და არც ამან უშველა.
არადა ტელეფონი იდეალურ მდგომარეობაშია ერთი სხვა ხარვეზიც არ აქვს, ხომ არ გქონიათ ამდაგვარი ან ხომ არ იცით რა ვუშველო?