კაროჩე მომინდა დამეწერა, იქნებ ვინმეს დაეხმაროს ჩემი 5 თვიანი გამოცდილება ამ ტელეფონთან.
4G მქონდა, მეც და ჩემ ძმასაც, დაახლოებით ერთ დროს ვიყიდეთ ორივემ, რაც დაწერეთ არანაირი მსგავსი პრობლემა არ ქონია არც მის ტელეფონს არც ჩემსას, დაჟე ელემენტმა გამისწორა მაგრად, ძლებს 2 დღე, მაგრამ არც ვიცი რას დავაბრალო, ორივეს მიკროფონმა აურია, (საუბრისას გამავალმა ხმამ პერიოდულად შეწყვეტა დაიწყო), ჩემსას პერიოდულად ემართებოდა - ხან ჩვეულებრივად ვლაპარაკობდი, ხან კი მეუბნებოდნენ წყდება შენი ხმაო, ჩემი ძმის 4G საც მსგავსად, მოკლედ, მივიტანეთ სერვის ცენტრში და გამოგვიცვალეს ეს რამოდენიმე დღეა, 5G d მოგვცეს ორივეს.
იდეაში რომ დაფიქრდე კაცი, კაი პონტია, 299 ლარად ტელეფონი ვიყიდე, 5 თვე ვიხმარე და ისევ ახალი ტელეფონი მაქვს 349 ლარი რომ ღირს ეხლა.
დანარჩენი რავიცი, არანაირი პრობლემა არ ქონია, ერთი 7.1.1 ის აფდეითი რომ გამოვიდა პირველად (სხვათაშორის პირველი სმარტფონი იყო რომელსაც ეს აფდეითი მოუვიდა, დაჟე Google Pixel საც კი არ ქონდა), მაშინ დაეწყო ბაგი, ციმციმებდა ეკრანი ლურჯად, ჩემიც და ჩემი ძმისაც, თუმცა 1 კვირაშივე, დაახლოებით, გამოასწორეს ეს ბაგი ახალი აფდეითით.
იმასაც დავამატებ რომ ჩემ 2 ძმაკაცს აქვს ეს ტელეფონი 4G და ისინიც ელემენტით არიან მოხიბლულნი, რავიცი იმათ ტელეფონებს არაფერი არ დამართნიათ ჯერ.
5G Plus ზე რა ვთქვა არ ვიცი, ახლობელს ქონდა და ჭედავსო, რაც ჩემ ტელეფონზე არცკი შემიმჩნევია, მართლა არასდროს გაუჭედავს.
ალბათ სთოქ ანდროიდ ვერსია და 2GB ოპერატიული თავისას შვება, სიმართლე ვთქვა ამაზე ძლიერი სმარტფონი არ მქონია, მუღამი არ მქონდა, უბრალოდ ტელეფონი რაც მანამდე მქონდა დამღალა დღეში 2 ჯერ დატენვით, თან ფული მქონდა მაშინ, მონაცემების მიხედვით დამევასა და ვიყიდე.
მომკალით და ნახმარი ტელეფონის ყიდვა არ შემიძლია. თორემ მეც ვიცი მაშინ რას ვიშოვიდი ამ ფასად

ეკრანი არ ვიცი არ დამჭირვებია, მაგრამ ზუსტად 5 თვის წინ ამ ტელეფონის ქეისი ვიყიდე ვაგზალზე

გამჭვირვალე, სადა, ზუსტად ისეთი როგორიც მინდოდა 10 ლარად
სირცხვილია ისე ალტას არ აქვს და ვაგზალზე აქვთ

დაჟე ალტაში რომ ვიყავი, ხელში მეჭირა და კონსულტანტი გამომეკიდა სად იყიდე ქეისიო

ხო და რაც ძალიან კარგია 4G ის ქეისი 5G ზეც თავისუფლად გრძნობს თავს, ტელეფონსაც იცავს და ინახავს

5 ჯერ დამივარდა 4G და 5 ჯერვე გადავრჩი
This post has been edited by madnick on 19 Jan 2017, 01:39