დიდი ყოყმანის შემდეგ შევიძინე 2 XL უფრო ნოუთ 8 მინდოდა მაგრამ ეს შემომეყიდა

ხო რაც შეეხება სმარტს აი რას ვფიქრობ 2 დღის გამოყენების შემდეგ
რასაც წერენ ნეტში კატასტროფა ეკრანი აქვსო ნამდვილად არაა ასე, ჩემი 2018 წელშია გამოშვებული და არ ვიცი მაგის ბალია თუ სხვა რამის მაგრამ ეკრანის დახრის შემთხვევაში თეთრი ფონის ფერი თითქმის არ იცვლება აი ძალიან ძალიან მკრთალი მოცისფრო ფერი დაკრავს, ყოველშემთხვევაში რაც ნეტში უდევთ ეკრანი რო ყვითლდება და ლურჯდება მსგავსი არაფერი, თითონ ეკრანიც საკმაოდ კარგად გამოიყურება, არც ფერებში არც სხვა მხრივ პრეტენზია მე პირადად არ მაქვს
ის რითაც განსაკუთრებულად ამაყობს ეს სმარტი სისწრაფე და კამერა რაც კი რამე სმარტი მქონია და ბევრი მქონია ჯერ ასეთი არცერთზე მართლა არ მინახავს, ღილაკს აწვები და ირთვება ტელევიზორივით

ვითომ არაფერი მაგრამ მაგარი ღადაობაა
ვინც მარტო ვირტუალურად აფასებთ დამიჯერეთ რეალში ბევრად უფრო ლამაზი და სხვა არი, ნუ დიზაინი მაინც გემოვნების საკითხია მაგრამ მაინც, საკმაოდ თხელია და მჩატე გაბარიტებთან შეფარდებაში
მატერიალები და აწყობის ხარისხიც საკმაოდ მაღალი აქვს, განსაკუთრებით უკანა მხარე ასწორებს, ხელში სასიამოვნოდ იგრძნობა ძაან და ნათითურები ძლენად ეტყობა
რაც შეეხება ხმას აშკარად მართლა სტერეო სპიკერები აქვს არა ისე ზოგს რომ მხოლოდ ტექნიკურ მონაცემებში უწერია, ძაან სუფთა მაღალი და სასიამოვნო ხმა აქვს
ხმის ღილაკის და ჩართვის ღილაკის განლაგება სხვადასხვა მხარეს უკეთესი იქნებოდა ჩემი აზრით, დიდი არაფერი რამოდენიმე საათი და მერე ეჩვევი მარა რა ძალა როცა ამხელა კორპუსია და არის საშუალება
მინუსებად არა უფრო დისკომფორტში მე ჩავთვლიდი USB Type-C ძირითადად კომპთან კავშირის გამო მაგრამ ესეც AirDroid-ით ძაან მარტივად მოგვარებადია თან უფრო სწრაფიც არის
კომპლექტაციაში ყურსასმენების არ ქონა ამხელა ფასის ფონზე მინუსი და დისკომფორტი კი არა უბრალოდ დაცინვაა, მარტო გადამყვანი გაიკეთონ ერთ ადგილას
დანარჩენი რავიცი ბასეინში ჯერ არ მიცურავებია მაგრამ ვაპირებ
This post has been edited by S-k-y-walker on 21 Feb 2018, 20:15