Verizon-ს Google pixel 2 გაქვს სავარაუდოდ ან ეს ბაგია
https://www.androidpolice.com/2017/11/21/go...pixel-2-phones/რო გახსნი ბუთლოუდერს აღარ დაკეტო გქონდეს ღია. მიზეზებს დაბლა დავწერ.
1 იმიტომ რომ თუ 100% სტოკი სისტემა არ გექნება და დაკეტავ ბუთლოუდერს გამოემშვიდობები შენს პიქსელს სამუდამოდ.
2 იმიტომ რომ სავსებით შესაძლებელია დააფდეითების დროს ან სხვა რამის ჩხიკინის დროს მოხდეს ისე რომ სისტემა დაზიანდეს და ბუთლოუდერი დახურული რომ გქონდეს გამოემშვიდობები შენს პიქსელს სამუდამოდ.
Nexus-ებთან შედარებით უარესია პიქსელები.
ახლა კი შენი პრობლემა როგორ მოაგვარო. დღეს იმუშავა ამ მეთოდმა ჩემს Google Pixel 1-ზე Q beta 5 ვერსიაზე, სადაც ზუსტად იგივე პრობლემა მქონდა მეც. 2-ზე მე პირადად არ მიცდია, მაგრამ რავი დავწერ მაინც.
ეს თუ ვერიზონისაა, თუმცა წესით ეს მეთოდი მაშინაც იმუშავებს როცა ბაგია და არა ვერიზონი.
1 მოხსენი ყველანაერი ლოქი და თითის ანაბეჭდები თუ გაქვს რომ ეკრანი პირდაპირ გაიხსნას
2 ამოიღე სიმ ბარათი! აუცილებლად!
3 დაარეზეტე ტელეფონი recovery-დან და არ დაუკავშირო wifi-ს, უბრალოდ სწრაფად გაიარე setup
4 developer option-ებში ჩართე USB debugging
5 მიუერთე PC-ს და გაუშვი ბრძანება adb shell pm uninstall --user 0 com.android.phone
6 დაარესტარტე
7 დააკავშირე wifi-ს და chrome-ში ნებისმიერი ვებსაიტი გახსენი
8 შედი developer option-ებში და ჩართე OEM unlocking
9 დაარესტარტე bootloader-ში
10 გაუშვი ბრძანება fastboot oem unlock ან fastboot flashing unlock
ამის მერე ცოტა დრო დაჭირდება ჩასართავად და ისევ დამალული შეიძლება იყოს ეგ ოპცია developer option-ებში, თუმცა უკვე ღია გექნება bootloader და არავითარ შემთხვევაში აღარ დახურო ისევ!
This post has been edited by matemana on 29 Jul 2019, 21:47