
2016 წელს GitHub-ის(სოციალური დეველოპერების პლატფორმა) მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Google-ი მუშაობდა კიდევ ერთ ახალ ოპერაციულ სისტემაზე კოდური სახელწოდებით "Andromeda", რომელიც მულტიპატფორმული და ტრადიციალად ღია იქნებოდა.
ჭორების გავრცელებიდან მოკლედ დროში ნამდვილად გამოჩნდა Google-ის ახალი ოპერაციული სისტემა Fuchsia OS.
Android-ის და Crome-ისგან განსხვავებით(რომლებიც შექმნილია Linux ბირთვზე), Fuchsia-ს პერაციული სისტემა შექმნილია "მიკროკერნელ Zircon"-ის ბირთვზე(ადრე ცნობილი იყო როგორც "Magenta"
Fuchsia OS-ი უნივერსალურია და მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ჭკვიან მოჭყბილობებზე, ისეთები, როგორებიცაა სმარტფონები, საათები, ტაბლეტები, ლეპტოპები, ტელევიზორები, ყურსასმენები, ვირტუალური რეალობა და ა.შ.
მისი ლოგო უსასრულობის ნიშანს მოგვაგონებს, რაც მის უნივერსალურობას და გახსნილობას უსვამს ხაზს, რადგან აღნიშნული სისტემა არის ღია და მაქსიმალურ თავისუფლებას გთავზობთ, არანაირი შეზღუდვები.

რა თქმა უნდა Google-ი განაგრძობს აღნიშნული სისტემის განვითარებას და უკვე მოწყობილებებზეც ტესტვას. პირველი მოწყობილობა აღნიშნული ოპერაციული სისტემით წარმოდგენილია Pixelbook-ი.
ოფიციალური ანონსის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეს მოხდება მაშინ, როცა დასრულდება მისი სრულყოფილი ვერსია.