აქაც იყოს ეს:
ვისაც აინტერესებს დავწერო როგორ შეიძლება დარუთვა, მე როგორ დავრუთე და რა პრობლემებს შეიძლება წააწყდე.
მაშ ასე დავიწყოთ. ვრუთავთ KK 4.4.4 ვერსიას SU6-7.
პირველ რიგში გვჭირდება რათქმაუნდა დროიდის სერიის სამი ტელეფონიდან ერთერთი მინი/ულტრა/მაქსი
ვიწერთ შემდეგ ფაილებს:
1.
RSDlite 6.1.62.
Motorola drivers3.
ანდროიდის 4.4.4 ვერსია ჩვენი ტელეფონებისთვის4.
"პითონის" ვერსიები და დრაივერები რუთისთვის5.
თავად რუთი.მივყვებით თანმიმდევრობით.
1. ვაყენებთ RSDlite-ს.
2. ვაყენებთ motorola draivers-ებს თუ არაა დაყენებული მანამდე.
3. გავხსნით არქივს Soft_and_Drivers.zip და ვაყენებთ ჯერ Python 2.7.9 და შემდგომ pyserial 2.7. ამის შემდეგ C დისკზე (ან იმ დისკზე სადაც ვინდოუსი გიყენიათ) გამოჩნდება Python27 ფოლდერი რომელიც ჩვენი სამუშაო ფოლდერი იქნება. ამოვაარქივებთ windows_drivers_QHSUSB_DLOAD.zip-ს Python27 ფოლდერში.
4. ამოვაარქივებთ Python27 ფოლდერში Root_SU6-7_Stock.rar-ს.
5. შევქმნით Python27 ფოლდერში ფოლდერ "444"-ს და ამ ფოლდერში ამოვაარქივებთ CFC-obakem_verizon-user-4.4.4-SU6-7-release-keys.xml.zip-ს.
6. დააკავშირეთ ტელეფონი კომპს (როგორც წერე არა USB3 პორტში, ნელია და მაგიტომო) გადატვირთეთ ტელეფონი fastboot-ში (გამორთულზე ვაწვებით, ხმის ჩაწევის და power ღილაკს ერთად 10 წამის განმავლობაში და შემდგომ უშვებთ ხელს, ჩემთან მხოლოდ ამ შემთხვევაში დაინახა RSDlite-მა ტელეფონი) ვრთავთ RSDlite-ს და "..."-ზე დაჭერთ ვირჩევთ filename-ს. მოვძებნით "444" ფოლდერს და ავირჩევთ XML ფაილს, დავაჭერთ სტარტ ღილაკს და დაიწყება პროცესი, თუ პროცესი დასრულდა შეცდომით "failed flashing process, unknown fastboot command" (ჩემს შემთხვევაში ასეც მოხდა) მივდივართ ფოლდერში "444" და XML ფაილს ვასწორებთ notepad-ით, მოვძებნით გრაფა: <step operation="getvar" var="max-download-size" />-ს და წავშლით. ხელახლა გააკეთეთ 6 ნაბიჯის ქმედებები და ტელეფონი გადაიფლეშება.
7. ტელეფონი გადაიტვირთება და დაუბრუნდით ისევ fastboot-ს (გამორთულზე ვაწვებით, ხმის ჩაწევის და power ღილაკს ერთად 10 წამის განმავლობაში და შემდგომ უშვებთ ხელს, ისევ fastboot-ში ვართ).
8. გაუშვებთ ფაილს BLBROKE.bat Python27 ფოლდერიდან, CMD-ში გაეშვება ბრძანებები და ტელეფონი გაშავდება. ცოტახანში კონტროლ პანეში “Devices and Printers”-ში უნდა გაჩნდეს დივაისი qualcomm hs-usb qdloader 9008-ამ სახელით (ჩემს შემთხვევაში QHSUSB_DLOAD გაჩნდა და დივაის მენეჯერშიც გაურკვეველი დივაისი დაემატა). თუ წარმატებით დასრულდა ყველაფერი და ზემოთ აღწერილი დივაისი დაემატა გადავდივართ მე-9 ნაბიჯზე.
თუ ჩემის ნაირ შემთხვევასთან გქონდათ საქმე პირველ რიგში მივდივართ დივაის მენეჯერში და ვაკეთებთ ამ დივაისის დრაივერების აფდეიტს, ხელით ვირჩევთ მე-3 ნაბიჯზე არქივიდან ამოღებული დრაივერებიდან ერთერთს (32 და 64 ბიტიანი ვინდოუსებისთვის) და ვაინსტალირებთ. ჩემს შემთხვევაში ამას არ უშველა, იმიტომ რომ დრაივერები არ იყო ხელმოწერილი.
ამ შემთხვევისთვის windows 8.1-ში შეიძლება ხელმოწერის შემოწმების გათიშვა, მე გამოვიყენე ეს ვიდეო:
ამის შემდეგ ვიმეორებთ ისევ ზემოთ აღწერილ მანიპულაციას, ერთი წითელი შეცდომა გამოვა რომ ხელმოუწერელ დრაივერს აყენებ და დაეთანხმები რომ დააყენოს.
9. გაუშვათ RUN_ROOT-ი Python27 ფოლდერიდან. როგორც წერენ 45 წუთიდან 3-4 საათამდე გრძელდება ეს პროცესი, დამოკიდებულია ტელეფონზეო.86 სექტორიანი ფლეშიაო ანუ 86 სექტორის შემდეგ რჩება დარუთვა. როდესაც დასრულდება ტელეფონი თავისით გადაიტვირთება, გილოცავთ თქვენ უკვე დარუთული ტელეფონი გაქვთ, მაგრამ სისტემურ ფაილებთან წვდომის გარეშე.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აქ უწერიათ თუ მოგეწონათ შეგიძლიათ დააფინანსოთ CrashXXL-იო, ჩემი მხრიდან მადლობა ამ იუზერს რომ მსგავსი რამ გააკეთა.