Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
ფილოსოფია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(5)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ფილოსოფიის მთავარი ამოცანა
, დღეს
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
უძინარი
Crazy Member
ჯგუფი: Members
უძინარი
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4746
წევრი No.: 228515
რეგისტრ.: 28-January 17
#53618733
· 18 Oct 2018, 22:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემი აზრით, ფილოსოფიის მთავარი ამოცანაა იმის კვლევა, თუ რას წარმოადგენს სიცოცხლე, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ.
სიცოცხლე - ფილოსოფიის მთავარი საგანია!
ამის გამოსაკვლევად არ კმარა იდეოლოგიები, თეორიები და მსოფლმხედველობები, ამისთვის საჭიროა მეცნიერების უახლესი გამოკვლევები!
ზუსტად ამიტომაც არის დღევანდელი ფილოსოფია კრიზისში, რომ რეალობას მოწყდა და ტრანსცენდენტულ ღრუბლებში გაფრინდა.
ეს კრიზისი ვერ დაძლია ვერცერთმა არატრადიციულმა მიმდინარეობამ, ვერც რეალისტურმა ათეიზმმა და მითუმეტეს ვერც თეოლოგიური გადახრების მქონე იდეალისტურმა კონცეფციებმა.
ამიტომ, ფილოსოფიამ უნდა აიღოს მეცნიერების ყველა მიღწევა და შეეცადოს ლოგიკურად, ცივი გონებით გამოთვალოს ის კანონზომიერებები, რითიც სიცოცხლე აქამდე მოვიდა და რითიც გრძელდება, გამოთვალოს ყველაზე უფრო უხეში რეალობის გათვალისწინებით და არა რომანტიკული იდეალებით.
მოკლედ, ფილოსოფიის განვითარებისათვის ის უნდა გადაიქცეს მეცნიერების მიღწევების შემსწავლელ და გამაანალიზებელ მეცნიერებად, განსაკუთრებით ადამიანის ტვინის მუშაობის კვლევაში, აზროვნების ალგორითმიზაციის კვლევაში, ხელოვნური ინტელექტის კვლევაში და ა.შ.
დღეს არსებული "წმინდა" ფილოსოფია, რომელიც უფრო იდეოლოგიური სისტემაა, ვიდრე მეცნიერული კვლევის მეთოდი, უნდა შეიცვალოს.
აბა რას იტყვით?
საიდან ვიწყებთ კვლევას?
წინადადება შემომაქვს ფსიქიკისა და აზროვნების შესწავლით დავიწყოთ, დღეს უკვე ბევრი ინფორმაციაა დაგროვილი ამ სფეროში და რატომღაც მგონია, რომ აუცილებლად მივაგნებთ იმ სტრუქტურას, სადაც ხდება ტვინის არაცნობიერი მოვლენების ცნობიერად გარდაქმნა. იქნება ამით სამყაროს ბევრი დამალული საიდუმლოც აღმოვაჩინოთ.
--------------------
ნაცმო უნდა აიკრძალოს და გაქრეს პოლიტიკიდან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Aristanti
Super Member
ჯგუფი: Registered
Aristanti
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 383
წევრი No.: 244887
რეგისტრ.: 20-August 18
#53618791
· 18 Oct 2018, 22:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ისეთი თემაა ფიქრს რო მოგანდომებს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
simebi
ბოროტება <3
ჯგუფი: Members
simebi
ბოროტება <3
ჯგუფი: Members
წერილები: 2271
წევრი No.: 113184
რეგისტრ.: 19-February 10
#53618977
· 18 Oct 2018, 23:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაინც არის ერთი მნიშვნელოვანი ზღვარი, როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა ისეთი ცოდნა რომელიც უეჭველად ეცოდინება და არ დაეჭვდება მის ჭეშმარიტებაში?
მაგალითად როგორ უნდა დარწმუნდეს ადამიანი რომ ის არ არის ძილში და არ ესიზმრება ყველაფერი რაც მის გარშემოა? შესაბამისად ადამიანმა დარწმუნებით არაფერი არ იცის არსობრივად, ყველაფერ იმის შესახებ რასაც ხედავს, გრძნობს და ა.შ. ან საერთოდ როგორ უნდა დავრწმუნდე და ეჭვი არ შევიტანო იმაში რომ, მართლა ვარსებობ როგორც ცნობიერი არსება და ილუზია არაა?
"მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“
როგორ უნდა გასცდეს, შემმეცნებელი ამ ზღვარს და როგორ შეიძლება მიიღოს მან ისეთი ცოდნა რომ არ დაეჭვდეს?
ესეც მნიშვნელოვანი საკითხია ფილოსოფიაში...
--------------------
Fuck universe :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14806
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
#53619923
· 19 Oct 2018, 02:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ფილოსოფიის მთავარი ამოცანა, დღეს
გადაიჭრა
განყოფილება გაიხსნა
ეს ხუმრობით. სერიოზულად კი გილოცავთ, ფორუმის ფილოსოფოსებო.
უფრო სერიოზულად:
QUOTE
სიცოცხლე - ფილოსოფიის მთავარი საგანია!
ბლიცკითხვა თემის ავტორს: სიცოცხლე- მდგომარეობაა თუ თვისება?
........................
QUOTE
საიდან ვიწყებთ კვლევას?
კვლევას ვიწყებთ იმით, ვისი მახასიათებელიც არის
QUOTE
ფსიქიკა და აზროვნება
თუმცაღა
QUOTE
დღეს უკვე ბევრი ინფორმაციაა დაგროვილი ამ სფეროში
, მაგრამ ოფიც.მეცნიერებამ თითქმის არაფერი უწყის მასზე, ვის მახასიათებელსაც წარმოადგენს ფსიქიკა, ანუ იგივე სამშვინველი თავისი სამი განშტოებით. ალბათ მიხვდით. ადამიანზე გესაუბრებით.
--------------------
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PigBenis69
რომეო
ჯგუფი: Registered
PigBenis69
რომეო
ჯგუფი: Registered
წერილები: 109
წევრი No.: 246116
რეგისტრ.: 20-October 18
#53629468
· 20 Oct 2018, 21:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უძინარი
ცნობიერების რთული პრობლემის გადაწყვეტა.
მეცნიერები ცუდი ფილოსოფოსები არიან (უმრავლესობა) დღევანდელ ეპოქაში.
ფილოსოფია და ჩალმერსი რომ არა, ცნობიერების რთული პრობლემა არავის აინტერესებდა და ახლა წამყვანი ნეირომეცნეირებიც ტვინს აწვალებენ უშედეგოდ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Buddha Nirvana
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Buddha Nirvana
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1241
წევრი No.: 180238
რეგისტრ.: 21-January 14
#53650109
· 24 Oct 2018, 11:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უძინარი
QUOTE
სიცოცხლე - ფილოსოფიის მთავარი საგანია!
სიცოცხლე, გამოკლებით ქრისტეანული გაგებისა სიცოცხლის, არ არსებობს სიკვდილისაგან განცალკევებით. ამიტომ თუ გვინდა ფილოსოფიის საგნად განვიხილოთ იგი, უნდა განვიხილოთ სიკვდილთან ერთობლიობაში.
* * *
სიცოცხლე ტრაგედიაა, რამეთუ სიკვდილით მთავრდება,
შესაბამისად,
მართებული იქნება საკითხის ასე დასმა:
ფილოსოფიის მთავარი საგანი ტრაგედიაა!
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
--------------------
BUDDHA
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14806
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
#53765083
· 12 Nov 2018, 14:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
უძინარი
QUOTE
ეს კრიზისი ვერ დაძლია ვერცერთმა არატრადიციულმა მიმდინარეობამ
QUOTE
ამიტომ, ფილოსოფიამ უნდა აიღოს მეცნიერების ყველა მიღწევა და შეეცადოს ლოგიკურად, ცივი გონებით გამოთვალოს ის კანონზომიერებები, რითიც სიცოცხლე აქამდე მოვიდა და რითიც გრძელდება
სიცოცხლე თუ არ იცის რა არის მას როგორ "გამოთვლის", თან ლოგიკით, რომელმაც თუ რაღაც არ "მოკლა", ანუ არ გააჩერა, ისე ვერ იმუშავებს. ეს კი სიცოხლის პრინციპს ეწინააღმდეგება.
რასაც თქვენ მიელტვით, უკვე თითქმის 100 წლის წინ მოხდა. ფილოსოფიურმა აზრმა შეააღწია ცოცხალ გრძნობაში, სიცოცხლის(ბიოავატარს არ ვგულისხმობ) ემპირიკაში.
თუ პროფესიით ფილოსოფოსი ბრძანდებით, გირჩევთ წაიკითხოთ (წაკითხული არ გაქვთ დიდი ალბათობით):
https://www.twirpx.com/file/2158209/
https://www.labirint.ru/books/158926/
აქ ორივე ერთადაა, მაგრამ არ ვიცი ვისი წინასიტყვაობით. ზემოთ გამოცემაში სასწაული წინასიტყვაობაა კარენ სვასიანის. გირჩევთ გულდასმით წაიკითხოთ.
https://knigaplus.ru/katalog/books/hobby/ez...shillera_56958/
ჩათვლეთ რომ ეს არის თქვენი ტესტები, რამდენად ხელგეწიფებათ ფილოსოფიური აზრის მოზიდვა და თქვენი წვდომის გატყოცნა აზროვნების შორეთში.
რამდენად ფილოსოფიურად მოაზროვნე ბრძანდებით,ამ სიტყვის თანამედროვე მეცნიერული (ჭეშმარიტ-მეცნიერული)გაგებით.
This post has been edited by
annavita
on 12 Nov 2018, 14:15
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4479
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16
#53765184
· 12 Nov 2018, 14:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(უძინარი @ 18 Oct 2018, 22:31 )
ჩემი აზრით, ფილოსოფიის მთავარი ამოცანაა იმის კვლევა, თუ რას წარმოადგენს სიცოცხლე, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ.
სიცოცხლე - ფილოსოფიის მთავარი საგანია!
მაგ ამოცანებზე მრავალწლიანმა ფიქრმა მიმიყვანა პასუხამდე
მთავარი აღმოჩნდა ის რომ მაგ ყველაფერზე ფიქრს თავი უნდა დაანებო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
H-8_Oil
And so it goes
ჯგუფი: Members
H-8_Oil
And so it goes
ჯგუფი: Members
წერილები: 5381
წევრი No.: 239679
რეგისტრ.: 13-January 18
#53765502
· 12 Nov 2018, 15:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
საიდან ვიწყებთ კვლევას?
საკუთარი გონებიდან და მანდვე ვამთავრებთ
--------------------
- All moments, past, present and future, always have existed, always will exist
- I am a Tralfamadorian, seeing all time as you might see a stretch of the Rocky Mountains. All time is all time. It does not change. It does not lend itself to warnings or explanations. It simply is.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
guri8
Crazy Member
ჯგუფი: Registered
guri8
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1862
წევრი No.: 241179
რეგისტრ.: 6-March 18
#53765616
· 12 Nov 2018, 15:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(HurricaneKat. @ 12 Nov 2018, 14:32 )
QUOTE
(უძინარი @ 18 Oct 2018, 22:31 )
ჩემი აზრით, ფილოსოფიის მთავარი ამოცანაა იმის კვლევა, თუ რას წარმოადგენს სიცოცხლე, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ.
სიცოცხლე - ფილოსოფიის მთავარი საგანია!
მაგ ამოცანებზე მრავალწლიანმა ფიქრმა მიმიყვანა პასუხამდე
მთავარი აღმოჩნდა ის რომ მაგ ყველაფერზე ფიქრს თავი უნდა დაანებო
მსგავსი კითხვები ყოველთვის არსებობდა და იარსებებს ნორმალურიცაა ყველას აინტერესებს
საიდან მოდის და საით მიდის მარა მეორეს მხრივ შენც მართალი ხარ იმაში რომ იმის ქექვას რაზეც ზუსტ პასუხს ვერასდროს მიიღებ დიდი აზრი არც აქვს .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16537
წევრი No.: 10503
რეგისტრ.: 30-May 05
#53769951
· 13 Nov 2018, 14:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
სიცოცხლე - ფილოსოფიის მთავარი საგანია!
ძალიან ზოგადია. სიცოცხლე ბიოლოგიის მთავარი საგანია.
მე ასე ვიტყოდი: ავიღოთ ბიოლოგია, რომლის საგანი არის სიცოცხლე. ავიღოთ ფიზიკა, რომლის საგანი არის მატერია.
მათ შორის შემაკავშირებელი ხიდი არის ფილოსოფიის მთავარი საგანი.
როგორ იქმნება სულიერი, ანუ ცნობიერეი, სიცოცხლე, იგივე გონება, უსულო მატერიისგან. ჩემთვის ესაა მთავარი ფილოსოფიური პრობლემა.
შემდეგი რიგის ფილოსოფიური პრობლემები სწორედ გონებიდან მოდის. ასე ვთქვათ ენის პრობლემები. ანუ ის აბსტრაქტული კონცეფციები და სტრუქტურული ნაგებობები, რომლებიც გონებაში არსებობს. სახელმწიფო, თავისუფალება, მოვალეობა, ნებელობა, ღმერთი, რელიგია. მაგრამ აქვეა ის აბსტრაქტული კონცეფციები, რომელთაც ფიზიკური ბაზისი აქვთ. მაგალითად "ადამიანი". და ის საოცარი პრობლემები, თუ როგორი ურთიერთობა აქვს რეალურ საგანს ამ საგნის მანიშნებელ ცნებასთან, არსებობს თუ არა ზოგადი ცნებები და სხვა.
ყველამ ვიცით რა არის ადამიანი. მაგრამ ვიცით ინტუიტიურად. სიტყვებით რომ აღვწეროთ, ის თუ რა არის ადამიანი, ფილოსოფიურ კედლებს შევასკდებით. მაგალითად | "უნდა იყოს ბიპედალი, ქონდეს ორი ხელი და ფეხი, დადიოდეს წელში გამართული, ქონდეს განვითარებული ტვინი, ქონდეს ინტელექტი, ძლიერი სოციალური ალღო, ამყარებდეს კომუნიკაციას ნატურალური ენის მეშვეობით, შეეძლოს მომავლის დაგეგმვა" და სხვ... მაგრამ სიტყვაზე როდესაც ერთი ფეხი არა აქვს, ხო მაინც ადამიანად რჩება. შეგვიძლია შემთხვევითობა გამოვრიცხოთ თუ გადავალთ გენეტიკაში, და ჩვენს დეფინიციას შემდეგ მოდიფიკაციას გავუკეთებთ: ადამიანი არის ცოცხალი ორგანიზმი, რომლის გენებშიც დევს რომ ქონდეს ორი ფეხი და ხელი.. მაგრამ მერე რა ხდება, დავდივართ გენების დონეზე, U,C,A,G სიმბოლოების ჯაჭვებზე, ანუ იმ მავთულხლართების დონეზე, რომელიც კომპიუტერის ქსელს ქმნიან, და სისტემა ირევა. ძნელი ხდება ადამიანის გარჩევა მისი "ახლო" გენეტიკური კუზენებისგან (მაიმუნები, სპილოები და სხვა). ისევ მაინდ/ბოდი, იგუვე სოფტვეარ/ჰარდვეარ პრობლემაზე ვართ.
მესამე ფილოსოფიური ტიპის პრობლემა არის ქცევის პრობლემა. არსებობს თუ არა სწორი ქცევა? მორალი და ეთიკა.
ანუ: გონება, ენა და ქცევა არის ფილოსოფიის სამი ძირითადი საგანი.
შესაბამისად დღეს ფილოსოფია ყველაზე მეტად უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის მეცნიერებას, რადგან უნდა გადაიჭრას სამივე პრობლემა, როგორც გონების, ისევე ენის და განმარტებების, ასევე ეთიკის..
ამიტომ მე ასე ვიტყოდი, ხელოვნური ინტელექტი იყოს ის გაუცნობიერებელი მიზანი, რაც პლატონს დიალოგებს აწერინებდა.
ფილოსოფიის საბოოლოო ნაყოფი, რომლის მიღწევაშიც ფილოსოფოსმა უნდა ყველა არსებული მეცნიერება გამოიყენოს.
This post has been edited by
kaiser Soze
on 13 Nov 2018, 14:23
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14806
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
#53770546
· 13 Nov 2018, 16:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaiser Soze
QUOTE
სიცოცხლე ბიოლოგიის მთავარი საგანია.
ფიზიკური ორგანიზმის, ანუ ბიოსკაფანდრის კუთხით.
სიცოცხლის ფილოსოფია უზარმაზარი მიმდინარეობაა ფილოსოფიაში, შოპენჰაუერიდან დაწყებული, ლამის ფენომენოლოგ ედუარდ ფონ ჰარტმანამდე.
ამ თემაში მგონი სწორედ სიცოცხლის ფილოსოფიის ნაკადი მოიაზრება, განყოფილების შესაბამისად
* * *
ნეტაი სად დაიკარგა უძინარი
ეტყობა გამოსაძინებლად წავიდა
* * *
kaiser Soze
QUOTE
როგორ იქმნება სულიერი, ანუ ცნობიერეი, სიცოცხლე, იგივე გონება, უსულო მატერიისგან. ჩემთვის ესაა მთავარი ფილოსოფიური პრობლემა.
საკითხი მცდარადაა დასმული. უსიცოცხლო ვერ შექმნის სიცოცხლეს. პირიქითაა ეგ.
This post has been edited by
annavita
on 13 Nov 2018, 16:28
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GLOKTA
WLD
ჯგუფი: Registered
GLOKTA
WLD
ჯგუფი: Registered
წერილები: 699
წევრი No.: 246125
რეგისტრ.: 20-October 18
#53772655
· 13 Nov 2018, 23:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
საკითხი მცდარადაა დასმული. უსიცოცხლო ვერ შექმნის სიცოცხლეს. პირიქითაა ეგ.
ასედ დასკვნებზე მეცინება ხოლმე.
ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე რატომ გიყვართ წერა?
annavita
ახრეც გადავიკვეთეთ და მაშინაც ამგვარად წერეთ წერეთ და ბოლოს ისე გამოვიდა, არც ერთ კითხვაზე პასუხი არ/ვერ გამეცით, არგუმენტის მოყვანაზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თქვენს ნაწერს რომ ვკითხულობ, თითქოს ძალიან გინდათ რომ "ასე" იყოს და არგუმენტები ჯანდაბასაც წაუღია
--------------------
Body found floating by the docks...
30 כסף
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14806
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
#53774164
· 14 Nov 2018, 10:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
GLOKTA
QUOTE
ასედ დასკვნებზე მეცინება ხოლმე.
რომელზე, ამაზე?
QUOTE
უსიცოცხლო ვერ შექმნის სიცოცხლეს. პირიქითაა ეგ.
ეს დასკვნა არაა გეთაყვა, ეს პრაქტიკული გამოცდილებაა.
ხოლო ეს >>
QUOTE
ახრეც გადავიკვეთეთ და მაშინაც ამგვარად წერეთ წერეთ და ბოლოს ისე გამოვიდა, არც ერთ კითხვაზე პასუხი არ/ვერ გამეცით, არგუმენტის მოყვანაზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თქვენს ნაწერს რომ ვკითხულობ, თითქოს ძალიან გინდათ რომ "ასე" იყოს და არგუმენტები ჯანდაბასაც წაუღია
არის პირად-სუბიექტური მდგომარეობიდან წარმომდგარი შეფასება, რასაც ცოდნის, ჭეშმარიტებაში გარკვევის და ა.შ. თვალსაზრისით არანაირი ღირებულება არა აქვს. როგორც წესი, არც ერთ ჩემდამი მომართულ შეკითხვას უპასუხოდ არ ვტოვებ. მაგრამ თუ თქვენ არ გაგაჩნიათ პასუხის გააზრების სათანადო ინსტრუმენტები, ამაში მე ნუ დამადანაშაულებთ გეთაყვა. ფილოსოფიური აზროვნება ისეთივე ნიჭია როგორიც მუსიკის და ა.შ. ნიჭი.
თუ თქვენ პოლიფონიური მუსიკა ხმაურად და არაფრის მთქმელად გეჩვენებათ თქვენთვის, თუ ის უბრლოდ ხმაურად ჩაგესმით, შეგიძლიათ არ მოუსმინოთ. მარტივად. უფრო რთულად- საკუთარი სმენის (აქ-აზროვნების) განვითარებაზე იმუშაოთ.
სხვისთვისთვის რბილი ეკლების სროლას კი შევეშვათ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16537
წევრი No.: 10503
რეგისტრ.: 30-May 05
#53774635
· 14 Nov 2018, 12:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
annavita
QUOTE
როგორ იქმნება სულიერი, ანუ ცნობიერეი, სიცოცხლე, იგივე გონება, უსულო მატერიისგან. ჩემთვის ესაა მთავარი ფილოსოფიური პრობლემა.
საკითხი მცდარადაა დასმული. უსიცოცხლო ვერ შექმნის სიცოცხლეს. პირიქითაა ეგ.
ვიტგენშტაინის ლომის არ იყოს, ვერ გავუგებთ ერთმანეთს, ამ თემაზე ყოველ შემთხვევაში, ამიტომ არ ღირს ამაზე კამათი.
აგერ ზემოთ რუდოლფ შტაინერის წიგნებს გაუკეთეთ რეკომენდაცია. შესაბამისად ეზოთერიკულის და მისტიკურის გჯერათ. ჩემთვის ეგ ფსევდომეცნიერებაა. ალბათ თქვენ დარვინს არ უყურებთ სერიოზულად.
საკითხი კიდევ მცდარად არაა დასმული. და ამის დანახვა ადვილია:
დღეს მეცნიერებმა კარგად იციან თუ რა ხდება ტვინში. როგორ მოქმედებს ნეირონები, როგორ უკავშირდება აქსონების (გაცმემი პორტი) და დენდრიტების (მიმღები პორტი) და ნეუროტრანსმიტერების (გადამზიდი) მეშვეობით სხვა ელექტრონებს და როგორც გადასცემს ელექტრონულ იმპულსებს, რომლებიც ან აღგმზნებადია, ან დამთრგუნველი. ისიც იციან რომ ნეირონებს არ აქვთ სხვა თვისება გარდა იმისა რომ ელექტრო სიგნალები გაისროლონ და მიიღონ. მარტივი და უჭკუო მოწყობილობებია, თუ მიღებული სიგნალების ერთობლიობა გარკვეულ ზღვარს გადაცდება, მაშინ აინთება და გაისვრის, თუ არა და არა. ან ყველაფერ ან არაფერი. ეს ნეირონების კავშირები ქმნიან ქსელებს, ე.წ. სინაპტურ ქსელებს, რომელიც ვიცით რომ გარკვეულწილად შეესაბამება სიმბოლოებს, კონცეპტებს, მოგონებებს. მაგრამ ადამიანის ტვინში დაახლოებით 100 მილიონი ნეურონაია და თითეულს შეუძლია 1000 სინაპტური კავშირი დაამყაროს, ამიტომ დაახლოებით 100 ტრილიონი სინაპტური კავშირია.
ეს 100 ტრილიონი სინაპტური კავშირი კი საფუძვლად უდევს ისეთ კომპლექსურ და ამოუცნობ მოვლენას, როგორიც ადამიანის გონებაა. გინდაც ცნობიერება. რასაც დავუძახოთ სიცოცხლე.
შესაბამისად ფილოსოფიური კითხვა არის თუ რა მეთოდებით ყალიბდება ცნობიერება ნეურული ჰარდვეარისგან.
ეხლა შეგიძლიათ ჩართოთ სული ან რამე მისტიკური ერთეული, როგორც ცნობიერების მამოძრავებელი ამ განმარტებაში. კი ბატონო, ერთი ერთი თეორიაა რომ გაუკეთოს მონაცემებს ინტერპრეტაცია. მაგრამ ამ მონაცემებს ვერც ერთი "სულისტი" ან ეზოთერიკი ვერ უარყოფს - უჭკოუ მექანიკურ ნეურონებს, და კომპლექსურ ადამიანურ გონებას.
* * *
QUOTE
უსიცოცხლო ვერ შექმნის სიცოცხლეს. პირიქითაა ეგ.
ეს დასკვნა არაა გეთაყვა, ეს პრაქტიკული გამოცდილებაა
ეგ როგორ? პირადად ნახეთ როგორ შთაბერა ლურჯმა ფერიამ პინოქიოს სული?
This post has been edited by
kaiser Soze
on 14 Nov 2018, 12:33
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფილოსოფია
|
იქით
»
Pages:
(5)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0418 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.