Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
ფილოსოფია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(5)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ფილოსოფიის მთავარი ამოცანა
, დღეს
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14806
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
#53774874
· 14 Nov 2018, 13:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaiser Soze
QUOTE
შესაბამისად ეზოთერიკულის და მისტიკურის გჯერათ. ჩემთვის ეგ ფსევდომეცნიერებაა
თუ გაქვთ წაკითხული რომელიმე მათგანი რაც ზემოთ დავდე?
თუ არ გაქვთ და ისე აყალიბებთ აზრს, სწორედ ეგ არის ფსევდომეცნიერული მიდგომა.
თუ წაკითხული გაქვთ რომელიმე მაინც, შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რომელი აზრია მათში ფსევდომეცნიერული. გთხოვთ >>>
პს მეცნიერის კვალიფიკაციით მოგმართავთ.
--------------------
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16537
წევრი No.: 10503
რეგისტრ.: 30-May 05
#53775187
· 14 Nov 2018, 14:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
annavita
შტაინერი არ წამიკითხავს. არც ვაკნინებ. შეიძლება ერთ დროს წავიკითხო კიდეც, თუ შესაბამისი განწობა მექნება, რაც აუცილებელი რომ წიგნი წაიკითხო. მაგრამ მეცნიერებად ვერ აღვიქვამ იმას, სადაც სერიოზული მსჯელობები მიდის სულზე. მისი მოძღვრების ანოტაცია კი წაკუთხული მაქვს.
ჩემთვის სპირიტუალური მეცნიერება არის ფსევდომეცნიერება, რადგან ეფუძნება არ არსებულ ფაქტს, ყოველ შემთხვევაში მეცნიერული თვალსაზრისით. შესაბამისად, სპირიტუალიზმი და მეცნიერება ოქსიმორინია.
რა არის სული? არის ის მატერია თუ ენერგია? თუ მასეა რად ვერ ვხედავთ?
ჩემთვის მისაღებია თუ სული გამოვა როგორც დაშვება, ან ჰიპითეზა, როგორც ინსტრუმენტი რომ გაუკეთოს მონაცემებს ინტერპრეტაცია, როგორც სიტყვაზე ეთერის თეორიები იყო კოსმოლოგიაში. მაგრამ არა როგორც არსებული ფაქტი. მე მაინტერესებს რა არის გონება, და პიროვნება. რამდენად ვარ მე იგივე ადამიანი ახლა, 34 წლის ასაკში, როგორ ათი წლის ასაკში ვიყავი. რამდენად იქნება მომავალი ადამიანი, სიტყვაზე ჩემი შთამომავალი, იგივე, რაც მე ვიყავი. და არ მინდა ეს კონცეპტები გავხვიო მისტიკაში, რომელიც უნდა შევიგრძნო, მაგრამ ვერ შევიმეცნო.
კი ბატონო, ლამაზია სულზე ლაპარაკი. არტისტული. გამაღლებს თითქოს. ტარკოვსკის ფანი ვარ, და ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი რელიგიური, ასე ვთქვათ ეპიფანია, ძმებმა კარამაზოვებმა განმაცდევინა. მაგრამ ზედმეტაბ ბუნდოვანი, და ფაქტებს მოკლებული, რომ რაიმე მეცნიერებას დაედოს საფუძვლად.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14806
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
#53776861
· 14 Nov 2018, 18:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaiser Soze
QUOTE
მეცნიერებად ვერ აღვიქვამ იმას, სადაც სერიოზული მსჯელობები მიდის სულზე. მისი მოძღვრების ანოტაცია კი წაკუთხული მაქვს.
მეგობარო, მესმის შენი. მაგრამ უბრალოდ, უნდა იცოდე, რომ ზემოთ დასახელებული ფუნდამენტური ნაშრომები წმინდად შემეცნებისთეორიული მეცნიერული კვლევებია და მათში ვერ ნახავთ მისხალსაც კი, რასაც არ განიხილავენ როგორც თავის უშუალო საგანს გონისმეცნიერებები, ონტო-გნოსეოლოგიურ სპეტრში.
ვერ ნახავთ ვერანაირ ტერმინს, რომელიც არ ჯდება გონისმეცნიერების კვლევების ტერმინოლოგიურ ლექსიკონში. ვერსად წააწყდებით რაიმე ისეთს, რაც თქვენში ეჭვს გამოიწვევდა ფსევდო თუ პარამეცნიერების სურნელით
მე არ ვიცი თქვენ ვის მიერ დაწერილი ანოტაცია წაიკითხეთ, ან რომელი თხზულების. ფაქტი ფაქტად რჩება: ამ ხარისხობრივად სრულიად განსხვავებული, განუზომელი (ჩვენი ცნობიერებისათვის) მასშტაბის მოაზროვნის ნაშრომებთან შეხვედრა უკიდურესად გართულებულია განათლების მსოფლიო სისტემის მიზანდასახული ცალმხრივობის გამო.
მაგრამ წუთით გაიაზრეთ:
ჰეგელის ფუნდამენტური ნაშრომები "სულის ფილოსოფიად" და "სულის ფენომენოლოგიად" რომ იწოდებიან, თვით მატერიალიზმის მამა- კანტი, ადამიანის სულის თვისებებს რომ უწოდებს სუბიექტისათვის პრედიკატის დაკავშირების უნარს,- ამის გამო მათ ხომ არ უკუაგდებთ? მათ ხომ აღიარებთ და ცნობთ ამის მიუხედავად? და წამითაც არ დაეჭვდებით მათს ფსევდომეცნიეულობაზე
ხომ ასეა?
მაშინ, თანამედროვე ცნობიერების რეფორმაციის მაუწყებელ შტაინერის წმინდად ფილოსოფიურ-მეცნიერულ ნაშრომებს რატომ უწოდებთ ფსევდომეცნიერულს, მათი ჯერ არცოდნის მდგომარეობაში? ეს მიდგომა რამდენად სწორია მეგობარო?
ერთიცაა:
სწორედ ეს წმინდად მეცნიერულ-ფილოსოფიური ნაშრომები(ზემოთდასახელებული) არ შეიცავენ რა ცნობიერების სხვა მდგომარეობებში შემეცნების შესაძლებლობათა (რაც ასე უხვადაა იუნგთან და მის სკოლასთან), ოკულტური ნიშან-წყალის თვით რემინისცენციასაც კი და წმინდად შემეცნებითი პროცესებით შემოიფარგლებიან გონითი წვდომების ფარგლებში, პირადად ჩემთვის, სწორედ ისინი წარმოადგენენ ჭეშმარიტი სპირიტუალიზმის (ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით) უმაღლეს გამოხატულებას თანამედროვე ცხოვრებასა და ყოფიერებაში ფხიზელი ადამიანის ცნობიერებისათვის.
გმადლობთ მეგობარო
This post has been edited by
annavita
on 14 Nov 2018, 18:50
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PigBenis69
რომეო
ჯგუფი: Registered
PigBenis69
რომეო
ჯგუფი: Registered
წერილები: 109
წევრი No.: 246116
რეგისტრ.: 20-October 18
#53777327
· 14 Nov 2018, 19:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaiser Soze
QUOTE
აგერ ზემოთ რუდოლფ შტაინერის წიგნებს გაუკეთეთ რეკომენდაცია. შესაბამისად ეზოთერიკულის და მისტიკურის გჯერათ. ჩემთვის ეგ ფსევდომეცნიერებაა. ალბათ თქვენ დარვინს არ უყურებთ სერიოზულად.
შტაინერს სერიოზულად არ აღიქვამ, მაგრამ შეიძლება რიგი ოკულტური ხედვები გაიზიაროს ადამიანმა და დარვინსაც სერიოზულად აღიქვამდეს, ამ შემთხვევაში ამას ექნება რაღაც საფუძველი არა? და ეს საფუძველი საუკეთესო შემთხვევაში იქნება არამეცნიერული და არა ფსევდომეცნიერული. ფსევდომეცნიერება არის არამეცნიერულის შეფუთვა საღ მეცნეირებად, კლასიკური პოპერისეული გაგებით ევოლუციის თეორიაც არამეცნიერულია.
QUOTE
დღეს მეცნიერებმა კარგად იციან თუ რა ხდება ტვინში.
დღეს მეცნიერებმა ალბათ ყველაზე ნაკლებად იციან რეალურად რა ხდება ტვინში, ნეირონზე რომ რეცეპტორებია და ლიგანდები უკავშირდება ეგ არ ნიშნავს ტვინის კარგად გაგებას. მთავარი ამოცანა დღეს ნეირომეცნიერებას უდგას შემდეგი - როგორ წარმოქმნის ჩვეულებრივი "უჭკუო მოწყობილობები" შინაგან კადრებს, ე.წ ქვალიას, რომელიც ფიზიკურად თავის ტვინში არ ლოკალიზდება, ის რომ ნეიროკორელატები (ესეც საკმაოდ სუსტი ხელმოსაჭიდია ქვალიას გაფიზიკურებისთვის) არსებობს, არ აღნიშნავს თუ რა ბუნებისაა ჩვენი შინაგანი სუბიექტური სურათხატება და სად არის მისი ადგილი ფიზიკურ სისტემაში, აქვს თუ არა მას გავლენა ფიზიკურ სისტემაზე (ტვინზე) და სხვა. თუმცა ცხადია ჩვენ ბიოლოგიური რობოტები არ ვართ და შინაგანი ცნობიერი მდგომარეობა მკვეთრად განსაზღვრავს ფიზიოლოგიურ მდგომარეობასაც, კითხვა არის - როგორ? და ამაზე პასუხი შორს უნდა იდგეს შტაინერისნაირი აბდაუბდისგან.
This post has been edited by
PigBenis69
on 14 Nov 2018, 19:50
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16537
წევრი No.: 10503
რეგისტრ.: 30-May 05
#53778453
· 14 Nov 2018, 22:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
annavita
შეიძლება თქვენს მიერ დასახელებული წიგნები მართლაც მეცნიერულია. მგონი გვეყო შტაინერზე. მე ვგულისხმოდბდი ანტოფოსოფიას და სპირიტულ მეცნიერებებს, რომელსაც როგორც მეცნიერებას ისე ასაღებდა. მაგრამ ჩემთვის ეგ ფსევდომეცნიერებაა.
აქვე ახსენე წინა პოსტში ბიო-სკაფანდრი, რომელიც მართლა ლამაზი ფრაზაა, მაგრამ მცდარი. გულისხმობს რომ ვიღაც ზის სკაფანდრში "ghost in the machine".მე ვთვლი რომ მოჩვენებები უნდა განვდევნოთ 21-ე საუკუნეში.
ჰეგელიც ცოტათი სხვა ჩიტია. მისი სულის ფენომენოლოგია, რომელიც გვიანდელ თინეიჯერობაში წავიკითხე (რას ვერჩოდი ნეტა ჩემს თავს), არის იმაზე თუ როგორ ყალიბდება ადამიანის ცნობიერება, ვიდრე მივა ჭეშმარიტ შემცნებამდე, და იყენებს იმ ცნობილ დიალექტიკურ მეთოდს, რომელმაც საბოლოოდ კომუნიზმი მოგვიტანა. გონების ფენომენოლოგია ალბათ უფრო ზუსტი თარგმანია ამ წიგნის, ვიდრე სულის ფენომენოლოგია. მაგრამ არც ჰეგელი არ გვინდა.
მოდი ვილაპარაკოთ პინოქიოზე და ლურჯ ფერიაზე. და ფილოსოფიის ყველაზე მთავარ პრობლემაზე: როგორ იქმნება უსულო მატერიისგან გონიერი სიცოცხლე.
PigBenis69
QUOTE
დღეს მეცნიერებმა ალბათ ყველაზე ნაკლებად იციან რეალურად რა ხდება ტვინში
უკეთ როდის იცოდნენ რომ? დღეს ის მაინც ვიცით, მავთულხლართები როგორაა გაყვანილი. სოფტვეარის პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი. ადრე ჰარდი როგორ მუშაობდა აზრზე არ ვიყავით.
QUOTE
თუმცა ცხადია ჩვენ ბიოლოგიური რობოტები არ ვართ
რატომ არის ცხადი? რახან სუბიექტური გრძნობეი და კვალია გაქვს?
კვალიას არსებობა კიდევ საკამათოა. საკმაოდ ძლიერი არგუმენტი წავიკითხე კვალიას წინააღმდეგ დანიელ დენეტის წიგნში "consciousness explained", დაკავშირებული "მერი - ფერების მეცნიერის" აზრ-ექსპერიმენტთან.
QUOTE
კლასიკური პოპერისეული გაგებით ევოლუციის თეორიაც არამეცნიერულია.
ყველაზე დიდი სამეცნიერო მიღწევა კაცობრიობისა. იქვეა ალბათ ფარდობითობის თეორია და კვანტური მექანიკა, ადამიანის გენომის გაშიფრვა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
t-90
უტანკესი და უტონკესი
ჯგუფი: Members
t-90
უტანკესი და უტონკესი
ჯგუფი: Members
წერილები: 54839
წევრი No.: 135926
რეგისტრ.: 15-September 11
#53779434
· 15 Nov 2018, 03:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დღეს ფილოსოფიას აქვს უმნიშვნელოვანესი ამოცანა: მოამზადოს ბაზისი მომავალი ინდუსტრიული რევოლუციისთვის.
--------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"
Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.
შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098
Why carry a gun? Because 1911 > 911.
t90a.sarahah.com
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
H-8_Oil
And so it goes
ჯგუფი: Members
H-8_Oil
And so it goes
ჯგუფი: Members
წერილები: 5381
წევრი No.: 239679
რეგისტრ.: 13-January 18
#53779457
· 15 Nov 2018, 03:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
t-90
აქაც მომაგენი ჰო
წადი თორე პლანზე გელაპარაკები
--------------------
- All moments, past, present and future, always have existed, always will exist
- I am a Tralfamadorian, seeing all time as you might see a stretch of the Rocky Mountains. All time is all time. It does not change. It does not lend itself to warnings or explanations. It simply is.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PigBenis69
რომეო
ჯგუფი: Registered
PigBenis69
რომეო
ჯგუფი: Registered
წერილები: 109
წევრი No.: 246116
რეგისტრ.: 20-October 18
#53780232
· 15 Nov 2018, 11:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaiser Soze
QUOTE
უკეთ როდის იცოდნენ რომ? დღეს ის მაინც ვიცით, მავთულხლართები როგორაა გაყვანილი. სოფტვეარის პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი. ადრე ჰარდი როგორ მუშაობდა აზრზე არ ვიყავით.
ის რომ რაღაც ადრე არ იცოდნენ არ ნიშნავს რომ დღეს საუკეთესოდ იციან, მარტივი ლოგიკაა.
QUOTE
სოფტვეარის პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი. ადრე ჰარდი როგორ მუშაობდა აზრზე არ ვიყავით.
არა მხოლოდ, ჩვენ შემთხვევაში გვაქვს ჰარდი და სოფტი, მაგრამ ამას ემატება ცნობიერი "დამკვირვებელი," რომელიც გვაქცევს ცნობიერად. მარტივი ანალოგია - ჩვენ რომ არ ვიყოთ ის არსებები, რომლებიც ამ სოფტს აღვიქვამთ (და ჰარდს ვიყენებთ სოფტის შესაქმნელად), მაშინ ვიქნებოდით უკაცრიელ კუნძულზე უძრავად მდგარი ლეპტოპი, რომელიც მუდმივად ჩართულია და აქვს ოპერაციული სისტემა (მაგ. ლინუქსი ან ვინდოუსი).
QUOTE
რატომ არის ცხადი? რახან სუბიექტური გრძნობეი და კვალია გაქვს?
არა მხოლოდ, გაცნობიერებაზეა აქ საუბარი.
QUOTE
კვალიას არსებობა კიდევ საკამათოა. საკმაოდ ძლიერი არგუმენტი წავიკითხე კვალიას წინააღმდეგ დანიელ დენეტის წიგნში "consciousness explained", დაკავშირებული "მერი - ფერების მეცნიერის" აზრ-ექსპერიმენტთან.
წაკითხული მაქვს დენეტის წიგნი, უსუსტესი არგუმენტი აქვს, პრინციპში არც ხსნის რა და როგორ, ანუ გეუბნება - აგერ შენ ვიზუალური ილუზია და ეს ამტკიცებს იმას რომ ქვალიაც ილუზიაა და რეალურად არ არსებობს, ამრიგად წმინდა წყლის ფიზიკური მოვლენაა. აქ არ ვდაობთ იმაზე თუ საიდან მოდის ქვალია, ყველა ვთანხმდებით რომ მისი წყარო არის თავის ტვინი, მაგრამ მნიშვნელობა აქვს არის თუ არა ის არაფიზიკური ემერგენტული ფენომენი, რომელსაც გავლენა აქვს ჩვენს სხეულებზე, ანუ ფიზიკურ სისტემაზე. თუ იმდენად ფაქიზი ფიზიკური მოვლენაა რომ დღესდღეობით ვერ ვამჩნევთ.
რაც შეეხება დენეტს, სოციუმისა და პოპულარობის ამბავია და მეტი არაფერი, არ ჭრის ცნობიერების რთულ პრობლემას. შეგიძლია დააციტირო დენეტი და მე გიპასუხებ სად ცდება იგი. ფილოსოფოსთა რიგებში არის ბევრი, სხვათაშორის ჩვეულებრივი ათეისტები დენეტივით, რომლებიც ნაკლებადპოპულარულები არიან, მაგრამ კვალიფიკაციას თუ მივუდგებით შეიძლება უკეთესებიც, რომლებიც საწინააღმდეგოს ამტკიცებენ და დიდ კრიტიკას უწევენ დენეტს. მაგალითად თომას ნეიგელი.
This post has been edited by
PigBenis69
on 15 Nov 2018, 11:40
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16537
წევრი No.: 10503
რეგისტრ.: 30-May 05
#53780494
· 15 Nov 2018, 12:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PigBenis69
QUOTE
ის რომ რაღაც ადრე არ იცოდნენ არ ნიშნავს რომ დღეს საუკეთესოდ იციან, მარტივი ლოგიკაა.
დაწერე რომ დღეს ყველაზე ნაკლებ იციანო, და მე დავწერე უკეთ როდის იცოდნენ ნეტაო
დენეტს რაც შეეხება, რათქმაუნდა ვერ განმარტავს ცნობიერებას, თუმცა საინტერესო მოდელი აქვს - მულტიპლ დრაფტ მოდელი - რომელშიც სიმართლის მარცვალია. კარგია მისი კრიტიკა კარტეზიანული დუალიზმის და კარტეზიანული თეატრის, რომ ტვინში არავინ ზის ვინც შემოსულ მონაცემბს როგორც ეკრანს ისე უყურებს. რეალურად ცნობიერებას ვერავინ ვერ განმარტავს, ასე ვთქვათ ცნობიერების ჰარდ პრობლემას (ჩალმერსის ტერმინოლოგია). ფიზიკალისტი რედუქციონისტები, როგორიცაა დენეტი, ენათმეცნიერი პინკერი, კომპიუტერული მეცნიერი დუგლას ჰოფსტადტერი (რომლის გენიელურ წიგნს "გოდელი, ეშერი, ბახი" ყველას ვურჩევ) აწვებიან ასე ვთქვათ ტვინის კომპუტაციურ თეორიას, სადაც ტვინი გამოდის როგორც ბიო-კომპიუტერი, აწყობილი პარალელურ არქიტექტურაზე, რომელსაც აქვს რაღაც ფონ ნიუმანის არქიტექტურის მაგვარი ოპერატიული სისტემა, რომელსაც ვეძახით ცნობიერებას.
დუალისტი გონების ფილოსოფოსები, ნაგელი უკვე ახსენე, თავისი "რას ნიშვნავს რომ იყო ღამურა" ექსპერიმენტით, ჩალმერსი თავისის ფილოსოფიური ზომბებით, და რათქმაუნდა ჯონ სერლი თავისი ჩინური ოთახით, ცდილობენ რომ დაგვანახონ ისეთი სუბიექტური ასპექტი ცნობიერების, რომელთა არსებობას ობიექტურად ვაღიარებთ და რომელიც რედუქციონისტული მეთოდებით არ იქნება განმარტებული. თუმცა ცნობიერების ახსნას არც ცდილობენ, რადგან ეს სუბიექტური ფენომენი არ არის ჩაწვდომადი, და მხოლოდ სოფტ პრობლემების გადაჭრა შეიძლება.
სხვათაშორის დენეტი ახალ წიგნში "ბაქტერიიდან ბახამდე" ახალ იდეას ამუშავებს - მემეების ევოლუციას ტვინში. ზოგოადად "მემეტიკა" (რიჩარდ დაუკინსის ტერმინია) არ არის მეცნიერება, ამჟამად სპეკულაციაა, რადგან ძალიან უხეში ფორმითაა ჯერ-ჯერობით. მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე დიდი პოტენციალი ამას აქვს რომ განმარტოს ცნობიერება და ადამიანის გონების ევოლუცია.
This post has been edited by
kaiser Soze
on 15 Nov 2018, 12:52
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
eet
Crazy Member
ჯგუფი: Registered
eet
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1479
წევრი No.: 211518
რეგისტრ.: 17-December 15
#53781299
· 15 Nov 2018, 14:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დამეხმარეთ რა ვინმე, ძალიან გთხოვთ sad.gif
1. როგორ გესმით პლატონის ეს ფრაზა: ”ძველთაგანვე უთქვამთ, - ცოდნა გახსენებააო მხოლოდ”? რატომ - ”ძველთაგანვე”? ვინ არიან პლატონისთვის ”ძველები”?
2. რას ნიშნავს პლატონის ეს ფრაზა: ”პირველი იდეა, რომელშიც არაფერი შედის და საიდანაც არაფერი გამოდის”? რა არის ეს ”იდეა”? და ”მეორე იდეა” თუ ”არსებობს”, სადაც ყველაფერი პირიქითაა?
--------------------
child is mom' s heart
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
kaiser Soze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16537
წევრი No.: 10503
რეგისტრ.: 30-May 05
#53782336
· 15 Nov 2018, 17:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
eet
QUOTE
1. როგორ გესმით პლატონის ეს ფრაზა: ”ძველთაგანვე უთქვამთ, - ცოდნა გახსენებააო მხოლოდ”? რატომ - ”ძველთაგანვე”? ვინ არიან პლატონისთვის ”ძველები”?
პლატონს რათქმაუნდა ბევრგვარი ინტერპრეტაცია შეგიძლია გაუკეთო. მაგრამ ჩემი აზრით ესაა მართებული: მისი აზრით ადამიანი იბადება ცოდნით სამყაროს შესახებ. შესაბამისად შეუძლებელია რამე რომ ისწავლო ახალი, ნამდვილი ცოდნა მხოლოდ იმის გახსენება რაც იცოდი უკვე. პლატონი იყო იდეალისტი, სამყაროს ყოფდა იდეების სამყაროდ და ხილულ სამყაროდ, გასაკვირი არაა მისი მოძღვრების ბევრი ასპექტი ადრეულმა ქრისტიანმა ფილოსოფოსებმა აიტაცეს შუა საუკუნეში. პლატონისთვის რეალური სამყარო იყო სამყარო იდეების დონეზე, სადაც სულმა ყველაფერი იცოდა, მაგრამ ცოდნა იქნა დავიწყებული როდესაც იგი მოვიდა ადამიანის სახით. ამ კონცეპტის ილუსტრაციაა გარკვეულწილად ცნობილი გამოქვაბულის ალეგორია რესპუბლიკიდან. ადამიანური არსებობა იგივდება არსებობაზე გამოქვაბულში, სადაც იგი მხოლოდ ხედავ ჩრდილების პროექციას და გონია რეალური ეგაა რეალური სამყარო. სინამდვილეში კი რეალური სამყარო არის სამყარო ქვაბულს გარეთ, სადაც ადამიანი იმყოფებოდა სანამ ქვაბულში დაამწყვდევდნენ, და დავიწყებულია.
ამას სხვაგვარი ინტერპრეტაციაც შეიძლება გაუკეთო: ადამიანი იბადება ჩატვირთული ცოდნით. რითიც უპირისპირდება "ტაბულა რასას" თეორიას, რომელსაც თავისი ფესვები ჯერ კიდევ არისტოტელში აქვს, მაგრამ თანამედროვე ჩამოყალიბება ჯონ ლოკში პოვა (ბლენქ სლეით). თანამედროვე გენტიკა პლატონს აპრავებს. ვიბადებით ძალიან სპეციფიური გენეტიკური კოდით, ანუ უამრავი ინფორმაცია გვაქვს ჩატვირთული და ჩაპროგრამებული ბუნების (ღმერთის) მიერ. არამარტო ინფორმაცია, არამედ გონების მოდულები გქვაქვს ჩატვირთული, ასე ვთქვათ სოფტვეარი რომელიც საშუალებას გვაძლევს ავითვისოთ ნატურლარული ენები. თუმცა გარემოც ახდენს ადამიანზე გავლენას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PigBenis69
რომეო
ჯგუფი: Registered
PigBenis69
რომეო
ჯგუფი: Registered
წერილები: 109
წევრი No.: 246116
რეგისტრ.: 20-October 18
#53783501
· 15 Nov 2018, 21:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaiser Soze
QUOTE
დაწერე რომ დღეს ყველაზე ნაკლებ იციანო, და მე დავწერე უკეთ როდის იცოდნენ ნეტაო smile.gif
შენ დაწერე რომ მეცნიერებმა კარგად იციან რა ხდება ტვინში, რაზეც არ დაგეთანხმა, რადგან უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს, კარგად და ცუდად ცოდნის საზომი კი აბსტრაქტულია და არ ღირს ჩაძიებად, საქმე ის არის რომ სინამდვილეში კარგ ცოდნად შეფასება დღევანდელი ნეირომეცნიერების ზედმეტად გადამეტებულია.
კარტეზიული დუალიზმი ისევე მეზიზღება როგორც ფიზიკალისტური რედუქცია.
ფიზიკალიზმი ცდება იმაში რომ ქვალიას აიგივებს ფიზიკურ მოვლენებთან თავის ტვინში. ეს რომ ასე იყოს უნდა მოხდეს მისი რედუცირება ფიზიკურ სისტემამდე. მაგალითად, როგორ შეიძლება მოხდეს ადამიანის ფიქრების რედუქცია მოლეკულურ პროცესებამდე. აშკარაა რომ ტვინი არ მუშაობს ისე რომ ერთი ნეირონის "გასროლა" უდრიდეს ერთ აზრს, ან სპეციფიკური ნეირონული გზა გამოხატავდეს კონკრეტულ იდეას (მაგალითად პოლიტიკურ შეხედულებას). ძალიან პრიმიტიულად მომყავს მაგალითები, მაგრამ ამ შემთხვევაში ამის გაკეთება აუცილებელია. ახლა რა არის პრობლემა...
თუ ამბობ რომ ქვალია არის ფიზიკური მოვლენები ტვინში, მაშინ უნდა შემოვიტანოთ მათი იგივეობის აღმნიშვნელი ტოლობა თვალსაჩინოებისთვის. დავუშვათ X არის ქვალია, Y კი შესაბამისი ფიზიკური მოვლენა ტვინში. თუ ფიზიკალიზმი ჭეშმარიტია, მაშინ ტოლობა X=Y უნდა იყოს ჭეშმარიტი. ადამიანებს ხშირად არ ესმით განსხვავება ნეიროკორელატსა და ქვალიას საკუთრივ ბუნებას შორის და ხშირად მათ აიგივებენ. სინამდვილეში ეს ასე შეუძლებელია მოხდეს. სხვა სიტყვებით, იმისათვის რომ Y იყოს X-ის იდენტური, ანუ ფიზიკური პროცესები და მენტალური მოვლენები რომ
ერთი და იგივე
იყოს, ამისათვის საჭიროა რომ ფიზიკურ პროცესს დაემატოს არა-ფიზიკური განცდადი თვისება. არ შეიძლება არსებობდეს განსხვავებული ობიექტები, თუ მათ ყველა მახასიათებელი საერთო აქვთ. უფრო ტრივიალურად რომ ვთქვათ, მოლეკულურ პროცესებს ყოველთვის აკლია ის თვისება, რაც აქვს მენტალურს, ე.ი X არ შეიძლება უდრიდეს Y-ს. ფიზიკალიზმი რომ ჭეშმარიტი იყოს, მაშინ ეს იგივეა ნეიროქირურგმა თავის ქალა გადახსნას და პაციენტმა ნამცხვარი ჭამოს, ამ დროს კი შენ შეგეძლება პაციენტის თავის ტვინს ენა დაადო და გამოცდილებადი ქვალია გაგიზიაროს. აი ასეთი აბსურდია ფიზიკალიზმი, რადგან ქვალია არარედუცირებადია. ანალოგია რომ გავაკეთოთ, ეს იგივეა თქვა რომ ქრომ ბრაუზერი იგივეა რაც სისტემურ ბლოკში მოთავსებული დედადაფა.
H2O ვიცით რომ წყალია, ის ფიზიკურ სისტემაში ლოკალიზებადია და რედუცირებადი, ქვალიას გაფიზიკურება კი არის უბრალოდ შეუძლებელი.
This post has been edited by
PigBenis69
on 15 Nov 2018, 21:50
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
I SPY
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
I SPY
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5653
წევრი No.: 104762
რეგისტრ.: 12-November 09
#53783550
· 15 Nov 2018, 22:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaiser Soze
QUOTE
მოდულები გქვაქვს ჩატვირთული, ასე ვთქვათ სოფტვეარი რომელიც საშუალებას გვაძლევს ავითვისოთ ნატურლარული ენები.
ავითვისოთ და შევქმნათ. ეს ჩომსკის თეორიაა და არ არის დამტკიცებული
PigBenis69
QUOTE
არტეზიული დუალიზმი ისევე მეზიზღება როგორც ფიზიკალისტური რედუქცია.
რა დარჩა? სპინოზას ქონდა ექვილიბრიუმის მცდელობა
--------------------
Processor: Intel Core Duo 2.2GHZ
RAM: DDR2 2GB
Video: 256MB
HDD: 160GB
[IMG]http://onida.files.wordpress.com[/IMG][COLOR=blue]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PigBenis69
რომეო
ჯგუფი: Registered
PigBenis69
რომეო
ჯგუფი: Registered
წერილები: 109
წევრი No.: 246116
რეგისტრ.: 20-October 18
#53783706
· 15 Nov 2018, 22:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
I SPY
რჩება დუალური ასპექტის თეორია, რომელიც არანაირად არ არის კარტეზიული დუალიზმი ან რაიმე მსგავსი.
კარტეზიული დუალიზმი ცალ-ცალკე გამოყოფს ცნობიერების ბუნების საწყისებს, აღიარებს ცალკე სულსა და ცალკე სხეულს (თავის ტვინს), რომელიც "იჭერს" ამ სულს (ან პირიქით) და იქმნება ცნობიერება.
დუალური ასპექტის თეორიის მიხედვით კი ცნობიერებას სული არ ესაჭიროება, ცნობიერება განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ თავის ტვინით, როგორც პირველწყარო, თუმცა მის მიერ წარმოქმნილი ფენომენი ემერგენტული მოვლენაა, რომელიც საკუთრივ არაფიზიკურია. ე.ი ფიზიკური სისტემა წარმოქმნის არაფიზიკურს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
I SPY
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
I SPY
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5653
წევრი No.: 104762
რეგისტრ.: 12-November 09
#53783937
· 15 Nov 2018, 23:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
annavita
QUOTE
ჰეგელის ფუნდამენტური ნაშრომები "სულის ფილოსოფიად" და "სულის ფენომენოლოგიად" რომ იწოდებიან, თვით მატერიალიზმის მამა- კანტი, ადამიანის სულის თვისებებს რომ უწოდებს სუბიექტისათვის პრედიკატის დაკავშირების უნარს,- ამის გამო მათ ხომ არ უკუაგდებთ? მათ ხომ აღიარებთ და ცნობთ ამის მიუხედავად? და წამითაც არ დაეჭვდებით მათს ფსევდომეცნიეულობაზე ხომ ასეა?
შემეცნება, გონი, გონება, და არა სული, geist
კანტი როდის გახდა მატერიალიზმის მამა?
არ არის მიჩნეული შტაინერი წმინდა ფილოსოფოსად არა იმიტომ რომ ვინმემ აითვალწუნა, არამედ იმიტომ რომ ის საუბრობს არარსებულ რეალობაზე, მაგალითად სხვა სამყაროებზე, რისი დამტკიცებაც ემპირიულად შეუძლებელია
ტყუილად გწყინთ, ასეა ეს და რაც მალე შეეგუებით ამ მოცემულობას, მით უფრო გაგიადვილდებათ მსჯელობა
PigBenis69
ანუ მატერიალურ რედუქციონიზმთან გვაქვს საქმე?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფილოსოფია
|
იქით
»
Pages:
(5)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0286 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.