#55658600 · 1 Jan 2020, 04:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენიმე გამოწვევაა. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ მეორე ადამიანი რაღაცას ვერ ხვდება ან არ იცის. ამას როგორც წესი ეს მეორე ადამიანი არ აღიარებს, შესაბამისად, არც მსგავს მეთოდზე გაყვება ვინმეს, რომ თავი ჭეშმარიტებამდე მიაყვანინოს. დავუშვათ აღიარებს კიდეც რაღაცის შესაძლო არცოდნას. ამ შემთხვევაში დიდი მოთმინება და დროა მსგავსი მეთოდისთვის საჭირო. ეგეთი რამე ცადა აქაურმა ბუდა-ნირვანამ და 2 პოსტში ამომეწურა მოთმინების ფიალა. რამე "სიბრძნის" გადმოცემა თუ უნდა ვინმეს, ბევრი კითხვის დასმის გარეშე, მარტივად შეუძლია რომ ახსნას, ან ბოლო-ბოლო ვიკიპედიის სტატია დალინკოს.
საბოლოო ჯამში, უფრო გართობის და განსხვავებული მეთოდის გათამაშების ფუნქცია შეიძლება ქონდეს ამ მეთოდს, სოფისტურ სტილში კითხვის დამსმელის ან მოპასუხის მანტიის მორგება, თუნდაც იმ პოზიციის დაჭერა, რისიც არ გვჯერა და შემდეგ თამაშის წარმართვა.
--------------------
"I play in a metal band." "Oh cool, what instrument?" "The violin."
|