#56098281 · 4 Apr 2020, 00:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | რა უნდა იცოდე ფილოსოფოსი რომ გახდე? |
დღეს ფილოსოფოსი არის ბუნებისმეტყველი.
რაც უფრო დიდი გაქანების ბუნებისმეტყველია, მით დიდი ფილოსოფოსი.
ძველმა ფილოსოფოსებმა ამოწურეს სათქმელი. დასვეს კითხვები და პასუხები არ ჩანს. ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ ბუნებისმეტყველებს ან საბუნებისმეტყველო ფაქტების ექსპერტებს და განმაზოგადებლებს შეუძლიათ, რომ გასცენ.
აინშტაინი ამბობდა ხოლმე, ღმერთი კამათელს არ თამაშობსო. რაში დასჭირდა? ეს კითხვა ბუნებისმეტყველებაში ჩაღრმავებამ მოიტანა, თამაშობდა თუ არა ღმერთი ანუ ბუნება კამათელს.
თუ ბუნებისმეტყველება არ იცი დღეს და ისე ფილოსოფოსობ, უკეთეს შემთხვევაში, გაიმეორებ სხვის უკვე 100-ჯერ გამოთქმულ აზრს, ან იქნები რომელიმე პარალელური ფენტეზი-სამყაროს ფილოსოფოსი. მხოლოდ რეალობის მეცნიერული ცოდნით შეიძლება გახდე ამ სამყაროს, ჩვენი სამყაროს ფილოსოფოსი.
This post has been edited by ლაბარნა on 4 Apr 2020, 00:56
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
|