http://www.allgeo.org/index.php/ka/506-2019-03-04-18-09-19თქვენი აზრით ამ ნაწარმოების მორალი რა არის?
შეიძლება ბევრი აზრი და გაკვეთილი იდოს ერთ ნამუშევარში, მაგრამ მე ერთი აზრი მომხვდა თვალში რომელიც თითქოს შეგნებულად არის ფონში ჩამალული:
მინდიას საერთო ბეღელში (გადატანითი მნიშვნელობით) ბევრად მეტი შეაქვს ვიდრე სხვა ნებისმიერ ქართველს (ნაწარმოების ფარგლებში). მისი რჩევით არათუ ხევსურეთის, არამედ ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი ბრძოლებში იმარჯვებენ მეომრები, მეფე აქებს და მის გამო მტრის არ ეშინია, თავისი ცოდნით უამრავ ადამიანს უწამლა და სიკვდილს გადაარჩინა, დ.ა.შ. . . მაგრამ ყველა მისგან ისევე მოელის საკუთარი თავის და ოჯახის შენახვას როგორც ამას ყველა სხვა აკეთებს.
არ არის პოემა პატარა ფორმატის, ხშირად ისმის მისი ლოცვა და ქება-დიდება, მაგრამ მიუხედავად ამისა ერთხელ არ არის მის მიერ რამე მატერიალური სამადლობელის მიღება ნახსენები. ამ დროს ის ზუსტად ვიცით რომ მას ნამდვილად არ ულხინს, გასათბობად შეშა არ აქვს და შვილებისთვის ხორცი.
მისი უნარების ნაყოფით ბევრი სარგებლობს, მაგრამ იმაზე ფიქრით თავს არავინ იწუხებს მას რა ფასის გადახდა უწევს ამ უნარის შესანარჩუნებლად და ვერც იმას ვიტყვით რომ ამ ფასის შესახებ ხალხმა არ იცის ან ვერ მიხვდებოდნენ სულ 5 წამით რომ დაფიქრებულიყვნენ.
ამ აზრთან ერთად ბიოგრაფიიდან გამახსენდა ერთი ფაქტი და ამან უფრო გამიმყარა ეჭვი:
"მძიმე შრომამ და შეჭირვებამ ვაჟას მალე შეურყია ჯანმრთელობა. მას ფილტვის პლევრიტი დაუდგინეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ერთხანს თითქოს მოიკეთა. ქართულმა სიტყვაკაზმულმა საზოგადოებამ ისარგებლა მგოსნის გამოკეთებით და ლიტერატურული საღამო გაუმართა, რომლის ბოლოსაც ვაჟას მიართვეს დაფნის გვირგვინი წარწერით - „ქართული პოეზიის არწივს“."
P.S. აქ იმიტომ ვპოსტავ და არა ლიტერატურაში რომ ამ ნაწარმოების ფილოსოფიურ ასპექტზე მაქვს აქცენტი და არა ლიტერატურულზე.
https://www.imovies.cc/movies/450313531/Revolting-Rhymes-Part-One/S01/E01/ENG/HIGH