#55913994 · 1 Mar 2020, 10:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Redemption*
QUOTE | low დაბალს არ ნიშნავს, ინგლისურში კონტექსტის მიხედვით სხვადასხვა მნიშვნელობები ენიჭება. რომ დამეწერა "დღეს ვართ ერთ-ერთ დაბალ მდგომარეობაში" იგივე მნიშვნელობის მქონე წინადადება არ იქნებოდა, არამედ გამოვიდოდა სხვა რამე. |
გავიგებდით, ბოლო-ბოლო, უკეთესი ვარიანტით შეგისწორებდით. ბარბარიზმებზე წასვლა ტვინის გაზარმაცებას იწვევს, ტვინის გაზარმაცება _ ცუდი მთავრობის არჩევას. საბოლოოდ, თქვენისთანა ზარმაცების გულისთვის ვართ ამ დღეში ჩვენც და ქართული ენაც. ბარბარიზმებთან ბრძოლისთვის ფსევდოს შერქმევა არაფერს გამოასწორებს, პირიქით, უარესია. ყველაფერს უნდა ეწოდოს თავისი სახელი, სამწუხაროდ, ამის მოსმენა არავის სიამოვნებს, ეგრევე ოფტოპიკად მოგნათლავენ, არადა ეს თემა სწორედ ეროვნულობაზე და მის პრობლემებზეა.
QUOTE | ვერც მოვიცილებთ და ესე თუ გაგრძელდა, მეტი და მეტი ბარბარიზმი დაემატება და 1-2 საუკუნეში გაქრება ეს ენა. |
ძლივს რაღაცაში დაგეთანხე, პესიმისტურ პროგნოზში.
QUOTE | ენა, რომელზეც თანამედროვე კულტურის ნიმუშები და მეცნიერული შრომები არა თუ არ იქმნება, არამედ არც ითარგმნება, არის განწირული. ცოტა დაფიქრება უნდა და ალბათ მიხვდები როგორ და რანაირად. |
ცოტა იქმნება, ცოტა ითარგმნება კიდეც, ვინც საქმეში ჩახედულია, იცის. სამწუხაროდ, არასაკმარისი რაოდენობის და არასაკმარისი ხარისხის. ნუ გავზარმაცდებით, კაპიტალიზმია, "ვიფხარკალოთ", ხელ-ფეხი ვაქნიოთ და ცოტა ტვინიც დავაყოლოთ. იქნება, გამოვძვრეთ კიდეც ამ განწირული სიტუაციიდან.
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
|