syusარასწორად უკავშირებ ერთს მეორეს.
თავისუფლება, თანასწორობა, ერთობა - ამას რომ ითხოვდნენ რატომ ითხოვდნენ? იმიტომ რომ არ ჰქონდათ

და სწორედ იმიტომ ითხოვდნენ, რომ სჭირდებოდათ. იცოდნენ რომ ჰქონდათ აქტუალიზაციის პოტენციალი, მაგრამ ზემოდან, ხელისუფლება არ აძლევდა შესაძლებლობას, რომ განვითარებულიყვნენ. ხელოვნურად ამუხრუჭებდნენ. ამიტომაც გაწყვიტეს ყველა ვინც ამას ეწინააღმდეგებოდა და წავიდნენ წინ.
ჩვენ არ გვინდა თავისუფლება ერთობა და ა.შ. ჩვენ გვინდა მარტო პირველობა. აქტუალიზაციაც არ გვინდა რეალურად. გვინდა გვქონდეს. გვეკუთვნის-არ გვეკუთვნის, შეგვიძლია-არ შეგვიძლია, ამას არავინ კითხულობს. შრომა არ გვინდა - შედეგი გვინდა. სწავლა არ გვინდა, ცოდნა გვინდა. და თანაც იმდენად არ გვინდა პირველი კომპონენტი, რომ სრულიად ვაიგნორებთ და ვაჯერებთ თავს, რომ ეგრევე შედეგზე ვართ გასულები, დაბადებითგან. ყველას დირექტორობა უნდა, ყველას მილიონერობა უნდა და ა.შ. და ამ ამბიციების რეალიზაციის უშედეგო და ისტერიკულ მცდელობებში ვაზიანებთ ყველას და ყველაფერს. ერთმანეთს რა. თავზე გვეშლება მერე საერთო გარემოც, სახელმწიფო რომ ჰქვია. მერე ვიწყებთ ერთმანეთზე გადაბრალებას. არადა კაცის შვილი არაფერს აკეტებს რაც გასაკეთებელია. ყველას მარტო პრეტენზია აქვს - შენ რატო არ აკეთებ, შენი გასაკეთებელია და მე მარტო შედეგები უნდა მომივიდესო.
მასლოუს პირამიდა ორიენტირია უბრალოდ რომ დაინახო ვინ ხარ, სად ხარ და რა გზით იარო. ათასი სხვა ორიენტირი არსებობს სამაგისოდ კიდევ. განათლებაა და გაცნობიერებაა კრებითი სახელი ამ ორიენტირების.
პ.ს. თავისუფლება, თანასწორობა და ერთობა მასლოუს პირამიდის მხოლოდ მეორე საფეხურია. ანუ ძალიან ქვედა დონის საჭიროებაა ეგ და მოდის ფიზიკური მოთხოვნილებების საფეხურის - ჭამა, სმა, ძილი, სექსი და ა.შ.-ის მერე.
ანუ რეალურად ჩვენ რომ რაღაცის შექმნა შევძლოთ, უნდა დავიწყოთ საერთო-სასარგებლო სივრცის შექმნით, უსაფრთხოების, თანასწორობის და ერთიანობის სივრცის შექმნით. საჭმელი და თავშესაფარი მეტნაკლებად არ არის #1 პრობლემა. ყველასთვის უსაფრთხო და სამართლიან გარემოს რომ შევქმნით, მერე შევძლებთ ცოდნის მიღებას, სწავლას, მომდევნო საფეხურის საერთო მიზნების გარშემო გაერთიანებას. ასეთ გარემოში გაზრდილი ხალხი დააფასებს იმას, რომ ეს გარემოა საფუძველი არსებობის. ამიტომ თავის ქმნადობას მერე სწორედ ამ გარემოს არსებობის შენარჩუნების და კიდევ უფრო განვითარების თვალთახედვით დაიწყებს.
მერე მოვა მომავალი თაობა, რომელიც უკვე ახლებურ პრინდციპებზე იქნება აღზრდილი. ის რომ განვითარდება და ქმნადობას დაიწყებს, კიდევ უფრო ზევით ავა, ახალ საფეხურზე და ა.შ.
ჰო ადვილია არა? მარა "რა საჭიროა ვიყოთ კარგები, როცა შეგვიძლია ვთქვათ რომ სხვაა ცუდი" © FuLA