დაგროვდა ბევრი კითხვები და ზოგადად დავწერ იმ ხედვაზე რასაც ვსაუბრობ, კონკრეტული ფრაზების მონიშვნით ვშიშობ ზუსტად ის არ დამემართოს რაც აქამდე დაგვემართა, დეტალებში წავედით და მთავარი დაგვავიწყდა მაგრამ მე ვხედავ რომ მთავარი ზემოთ ტივტივებს და ამას ავღნიშნავ ზუსტად
ევოლუციური პერიოდი გავს ესეთ რაღაცას: ჩვენ ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა ან გაგვიგია მაინც ესეთი რამ: წაგვიკითხია წიგნი ყმაწვილობაში, მოგვწონებია, გასულა დრო ისევ წაგვიკითდია იგივე წიგნი და აი უკვე სხვა რამ ამოგვიკითხია იქ, გავა დრო და რომელიღაც წაკითხვისას ისევ ამ წიგნის ნათლად ამოვიცნობთ ყველანაირ შინაარს ამ წიგნისა და გავიაზრებთ რას რატომ წერდა ავტორი, ავტორის აზრებს ბოლომდე ჩავწვდებით, მაგრამ არის კიდევ მეტი როცა ავტორს საერთოდ არ უფიქრია რაიმე გარემოებაზე და ჩვენ ის ამოვიკითხოთ, ის რაც უკვირს წიგნის ავტორს ჩვენ პასუხი გვქონდეს, ამას აკეთებს სამყაროს შეცნობა დამეთანხმებით და იმ გარემოებებში გარკვევა რაც მანამდე უცხო იყო აი იმ პირველი წაკითხვისას... ეს ის მშრალი ფაქტია რაც ყველას დაგვმართნია
ასე იყო ალბათ ძველი აღქმაც, იმდროინდელ ადამიანს რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან გონება არ უჭრიდა ჩვენსავით მათ მიეცათ პირდაპირი მითითებები ხოლო გავიდა ჟამი და ახალი აღქმისთვის მოვიდა დრო, ფაქტია ყველა ისევ ვერ ვხარშავთ როგორც ზემოთ ავღნიშნე თუმცა ყველას გვგონია რომ "ვიცით" ...
რომ დავაკვირდეთ ჩვენთვის ყველაზე მეტი ინფორმაცია რაც ჩვენ გვაყალიბებს არის ის რასაც სოციუმი გვახვედრებს ინფორმაციის სახით, სადმე უკაცრიელ ადგილას რომ დავბადებულიყავით შეიძლება დაოთხილებს გვევლო, და მოდი დავაკვირდეთ სამყაროს... რა ცვლის მას, რა ალამაზებს და რას საით მიჰყავს?! ესაა ხელოვნება! ლიტერატურის უდიდესი ნაწილი, მუსიკის ნაწილი ადამიანის ჰუმანურობას ღაღადებს... "რა ცუდია სისხლი და რა კარგია სიყვარული"- კონტექსტი არის ეს ამ ყველაფრისა... ფსიქოლოგია ავღნიშნე თავშივე და ემპათიაზე ამახვილებენ ყურადღებას, შეცვლილი აქვთ სიტყვები და ქრისტიანობის აი იმ ზედაპირზე მოტივტივე სიბრძნეს სხვა სიტყვებით გადმოსცემენ... ამით ვამბობ რომ მასობრივი ინფორმაცია ვრცელდება სიყვარულის, სათნოების და ერთობის სასარგებლოდ და ეს იმიტომ რომ ჭეშმარიტი უპირატესობაა
მე ვამბობ რომ "ძალა ერთობაშია" არის უპირატესი ფორმულა წარმატების გზაზე და ჩვენი სამყარო "დაშალე და იბატონე" პრინციპით მოქმედებს, ამდენი სხვადასხვა ენა, კანის ფერი, სხვადასხვა ქვეყანა, რელიგია და ყველა ამ ეტაპზე ყველა ცდილობს თავისი იდენტობის დაცვას, ფსიქოლოგიაში "აღიარების" მომენტია მთავარი და ეს აქედან მოდის, ყველა ცოდვა მოდის პირველობისკენ სწრაფვიდან რომ "მე ვიცი" ... ამპარტავნებიდან!
ადამიანი კი შეიქმნა თვისად მისისა დაუკვირდით! ამიტომ ვამბობთ ყველა ადამიანში არის ღმერთი! და დავუკვირდეთ ისევ ევოლუციას, ადამიანი ნვითარდება გონებრივად და ხდება მეტად "ჰუმანური"-- ეს დასტურდება ფაქტებით
ეხლა ცოტა მომავალში გავიხედოთ, გლობალიზაცია მიმდინარეობს, მეცნიერები ზრუნავენ "უკვდავების წამალზე" ვისთვის ეს სასაცილოა მაგრამ არის აქ სიმართლე

უკვდავი ადამიანი!!! უკვდავი ადამიანები!!! მიაღწევენ მარადიულობას და ეცდებიან მარადიულობა იყოს ჰარმონიული რათქმაუნდა და რაც ადამიანის შესაძლებლობაში იქნება ეცდებიან სამყაროს ყოველი ნეგატივი აღკვეთონ რადგან ის პირდაპირ კავშირშია ჰარმონიასთან, დადებითი თუ უარყოფითი ენერგია მიზეზშედეგობრივია, უარყოფითი ბადებს უარყოფითს და მისი პირველწყაროს საჭიროება აღარ იარსებებს და გამოდის ადამიანი მიდის ღმერთობისკენ რადგან თვისად თავისა არის, ეს დევს შენში მაგრამ არ იცის როგორ მიაღწიოს ამ მდგომარეობას ამ შესაძლებლობების ტვინით თუმცა ევოლუცია გვეხმარება მის განვითარებაში
გარეთ არაფერი არსებობს ვიცით, ვიცით რომ ბედნიერება არა გარეთ არამედ ჩვენშია შიგნით
იქნება პრობლემები რათქმაუნდა, იქნება ისევ სისხლი და ცრემლი თუმცა ეს გასავლელია ისევე ოგორც სანამ ბავშვი სრულყოფილად აიდგავს ფეხს ხშირად ეცემა
ევოლუციის გზაზე დნმ-ით გადაეცემა თაობებს ინფორმაცია, ჰუმანურობაც გადავა დნმ და ლმობიერება რადგან ეს მასვე ჭირდება და ხასიათის აუცილებელ შტრიხად ჩამოყალიბდება
კეთილად იყავ ორთავ სოფელსა შინა კეთილგონიერო რადგან შენ არა ამპარტავნება უნდა გღუპავდეს რომ უპირატესი ხარ ვინმეზე მტკიცებით არამედ სხვას უნდა აგრძნობინო რომ კაცობრიობა მისთვის ღმერთია, რომ შენ ყველაფრისთვის მზად ხარ მისი მთავარი მიზნის დასახმარებლად რომელიც ასევე სხვის დახმარებაა
ყოველ დღესა შენს თავს კითხე აბა დღეს მე ვის რა ვარგე