Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
ფილოსოფია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(4)
1
2
[3]
4
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სიმულაციის ჰიპოთეზა
, რას ფიქრობთ
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
#57849725
· 30 Apr 2021, 02:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
user#43573
QUOTE
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები მსჯელობენ იმ ფაქტის შესახებ რომ ჩვენი სამყარო შეიძლება იყოს ვირტუალური სიმულაცია
ასევე გამოჩენილი პიროვნებები მაგ. ელონ მასკი ამაში დარწმუნებულია
რას ფიქრობთ თქვენ ?
კი ბატონო, ძაან ჭკვიან ტიპად თვლიან ამ მასკს, მარა მეცოდება მე მაგალითად და რატომ: თუ სიმალაციაში იმყოფება და ჯერ მორფეუსი არ უნახია, მაშინ საცოდავია არა მარტო მასკი, არამედ ვინც მას მიყვება ან გაყვა. თანაც, მასკს ამის განცხადება არ შეუძლია, რადგან მცდარი იქნება ყველა ვარიანტში, სანამ მორფეუსი წითელსა და ლურჯ აბს არ შესთავაზებს და მასკი წითელს აირჩევს, რათა მისი გამოთიშვა მოხდეს სიმულაციიდან. თუ მასკმა უკვე ეს გზა გაიარა და ნაბუქოდონოსორის ბრიგადას შეუერთდა, მათ რა ხეირი, ვინც ამ სიმულაციაში დარჩა? თუმცა, ამ შემთხვევაში კი, მასკსაც არა აქვს კარგად საქმე, რადგანაც არქიტექტორს ვერანაირად ვერ გაცდება და უბრალოდ ისევ სხვა სიმულაციაში რჩება. ყველა ვარიანტში ცუდად აქვს საქმე.
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Zhamanaki_Astvats
Member
ჯგუფი: Registered
Zhamanaki_Astvats
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 78
წევრი No.: 263173
რეგისტრ.: 4-August 21
#58215121
· 5 Aug 2021, 23:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები მსჯელობენ იმ ფაქტის შესახებ რომ ჩვენი სამყარო შეიძლება იყოს ვირტუალური სიმულაცია
ასევე გამოჩენილი პიროვნებები მაგ. ელონ მასკი ამაში დარწმუნებულია
რას ფიქრობთ თქვენ ?
სიმულაციაა აბა რა არის
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zamtris-ghmerti
Member
ჯგუფი: Registered
zamtris-ghmerti
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 68
წევრი No.: 263413
რეგისტრ.: 25-August 21
#58285760
· 25 Aug 2021, 12:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სიმულაცია კომპიუტერში შექმნილ გრაფიკას ქვია, ჩვენც კომპიუტეში ჩატვირთულები ხომ არ ვართ, კომპიუტერი და სიმულაცია ეხლა შეიქმნა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
OliverMess
Crazy Member
ჯგუფი: Registered
OliverMess
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1514
წევრი No.: 263500
რეგისტრ.: 1-September 21
#58316785
· 1 Sep 2021, 20:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები
მსოფლიოს წამყავნ მეცნიერებამდე ინდუიზმი ამბობდა რომ მაიაა სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ. მაგას ეკლეზიასტეც ამაბობდა და "ამაოებას" უწოდებდა. ახალი აღთქმაც მაგას ამბობს. რომ სიცრუის სამყაროში ვართ. ახალი არაფერი უთქბამთ. ახალი ის არის რომ დღეს ადვილად შემოწმებადია რომ სიმულაცია გამოიჭირო.სიმულაციაში რომ ხარ დააფიქსირო.
--------------------
მარტო უსათაუროშია თავისუფლება. დანარჩენებისთვის ნორმალური პოსტვა არსებობს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
brevalo
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
brevalo
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7430
წევრი No.: 22408
რეგისტრ.: 12-August 06
#58373022
· 17 Sep 2021, 02:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
OliverMess
QUOTE
ახალი აღთქმაც მაგას ამბობს. რომ სიცრუის სამყაროში ვართ.
ეგ სად წერია თუ შეგიძლია რომ მითხრა?
მადლობა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ბერმუხა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ბერმუხა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5281
წევრი No.: 188317
რეგისტრ.: 3-July 14
#58383486
· 20 Sep 2021, 08:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მგონი ზოგმა არასწორად გაიგო თემის აზრი, საქმე იმაში არაა მასკი ან ბილ გეიცი გრძნობს თუ არა თავს სიმულაციაში.
მთელი ჩვენი სამყარო შეიძლება სიმულაციაა და ეს მხოლოდ თეორია არაა, კვანტური ფიზიკა ბევრი ისეთი მოვლენით გამორჩევა მხოლოდ სიმულაციით რომ იხსნება.
მაგალითად ფოტონისთვის სულერთი არაა აკვირდებიან თუ არა, ანუ კვანტურ სამყაროს "აკრძალული აქვს" ნაწილაკის სივრცეში მდებარეობის ზუსტი განსაზღვრა.
ასევერ მაგალითად ფოტონი ნაწილაკიცაა და ტალღაც ..... სიტუაციას გააჩნია. (არამარტო ფოტონი , მასის მქონე ნაწილაკებიც იქცევიან ტალღასავით)
არის ექსპერიმენტები სადაც პირდაპირ ჩანს ეს ყველაფერი.
https://www.youtube.com/watch?v=H6HLjpj4Nt4
უცნაურია ? კიბატონო , ძალიან უცნაურია.
ზოგადად რომ დავფიქრდეთ სიმულაცია არც ისე უცხოა, ყველას საკუთარი სიმულაცია გვაქვს და ჩვენი წარმოსახვა ხშირად არ ემთხვევა რეალობას .
ეს ისე ფსიქოლოგიიდან .....
ფიზიკის თვალსაზრისით კი სიმულაციის თეორია ნამდვილად არაა ფანტასტიკა. ვის რაში ჭირდება ეს ყველაფერი და ვინ დგას ამის უკან ეს რთული საკითხია.
თუმცა ფიქრობს ხალხი ამ საკითხზე და არის მცდელობები სიმულაციის "გატეხვის" . მოკლედ ლამაზი თეორიაა , მე მომწონს.
* * *
zamtris-ghmerti
QUOTE
სიმულაცია კომპიუტერში შექმნილ გრაფიკას ქვია, ჩვენც კომპიუტეში ჩატვირთულები ხომ არ ვართ, კომპიუტერი და სიმულაცია ეხლა შეიქმნა
კი მაგრამ სამყარო 14 მილიარდი წლისაა, ჩვენ კი 20-30 ათასი წელია რაც ხიდან ჩამოვედით, ჯერ 100 წელიც არაა რაც კომპიუტერი "გავაკეთეთ".
ასე რომ .... სამყარო ძველი და სამყარო დიდია , ვინ იცის რამდენი/რამხელა კომპები არსებობს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
OliverMess
Crazy Member
ჯგუფი: Registered
OliverMess
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1514
წევრი No.: 263500
რეგისტრ.: 1-September 21
#58387542
· 21 Sep 2021, 16:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
brevаlo
მათეს სახარებაში ნათლობის მერე რომ გავა უდაბნოში და მივლენ მასთან ეშმაკი და სატანა. ორივე სხვადასხვა რამეს პირდება. მერე ერთერთი აიყვანს მაღლა მტაზე და ეუბნება- გადხედეო ეს ყველაფერი ჩემია, მე მეკუთვნისო. ქრისტეც მას უწოდებს "ქვეყნიერების თავადს". აღიარებს რომ ეშმაკისგან არის შექმნილი ეს ქვეყანა.
და სხვა ადგილას ეშმაკს უწოდებს სიცრუის მამას. ეხლა ზუსტად არ მახსოვს ადგილები და დრო არ მაქვს რომოვძებნო. ამ ორი ეპიზოდიდან ირკვევა რო აქ რაც არის და მთლიანად აქაურობა არის სიცრუის მამის შექმნილი. აქედან დასკვნა- ტყუილია ეს ყველაფერი.
ამასობაში კიდე ერთი მოვძებნე იოანეს სახარებაში: "თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა."
ძველ აღქთქმაში ისე წერია რო ეგ ყველაფერი წინასწარ იცოდა ბიბლიის ღმერთმა და ნებართვა მისცა. ეგ არი საინტერესო:
2ნეშტთა 18
20. გამოვიდა სული, წარუდგა უფალს და თქვა: მე გავიტყუებ. უთხრა უფალმა: რითი?
21. მიუგო: გავალ და საცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე.
22. აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა უფალმა ამ შენ წინასწრმეტყველებს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.
სხვა თემაა მაგრაამაზე საინტერესო ის არი რო დავითშიც შესულა სატანა თავის დროზე: 1ნეშტთა 21
1. სატანა აღდგა ისრაელზე და ისრაელის აღრიცხვის სურვილი აღუძრა დავითს. " ე.ი. მთლიანად სიცრუის ლეველია რა. ეგრე არ გამოდის? ჩემთვის გამოდის და ეგრეც არი. სიმულაციაა მაშ რაარის იმენა კომპიუტერულ თამაშში ვართ ))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zamtris-ghmerti
Member
ჯგუფი: Registered
zamtris-ghmerti
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 68
წევრი No.: 263413
რეგისტრ.: 25-August 21
#58396389
· 23 Sep 2021, 22:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბერმუხა
QUOTE
ვინ იცის რამდენი/რამხელა კომპები არსებობს.
არ არსებობს, ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია გამომთვლელი მანქანის შექმნა, სამყარო სულიერია
This post has been edited by
zamtris-ghmerti
on 23 Sep 2021, 22:28
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
#58403862
· 26 Sep 2021, 00:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
OliverMess
QUOTE
brevаlo
მათეს სახარებაში ნათლობის მერე რომ გავა უდაბნოში და მივლენ მასთან ეშმაკი და სატანა. ორივე სხვადასხვა რამეს პირდება. მერე ერთერთი აიყვანს მაღლა მტაზე და ეუბნება- გადხედეო ეს ყველაფერი ჩემია, მე მეკუთვნისო. ქრისტეც მას უწოდებს "ქვეყნიერების თავადს". აღიარებს რომ ეშმაკისგან არის შექმნილი ეს ქვეყანა.
არა მეგობარო, ეს არ არის მართალი. ბიბლიაში ეშმაკი არსად ამბობს, რომ ჩემგან არის შექმნილი ქვეყნიერებაო. ის ამბობს, რომ მე ხელმწიფება მომეცა აქაო. ხელმწიფება სხვა რამეა და შემოქმედება სხვა რამ. ეშმაკს ხელმწიფება მიცემული აქვს უკვე შექმნილ სამყაროზე - ამას აცხადებს ეშმაკი. ლუკას სახარებაში (ლუკა 4:6) ამას ამბობს ეშმაკი:
"და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: შენ მიგცე ამის ყოვლისა ჴელმწიფებაჲ და დიდებაჲ მათი, რამეთუ ჩემდა მოცემულ არს, და რომლისა მინდეს, მივსცე იგი;"
ანუ, შენ მოგცემ ხელმწიფებას, იმიტომ რომ მე მაქვს მოცემული ხელმწიფება და ვისაც მინდა იმას მივცემო.
პირიქით, ბიბლიაში უამრავი ადგილია იმის დამამტკიცებლი, რომ ღმერთმა შექმნა ყოველივე ხილული და არახილული. დაბადების პირველივე თავიდან დაწყებული, ფსალმუნებში სავსეა ამის დამამტკიცებელი მუხლება და იოანეს სახარების პირველ თავში ეს ყველაფერი აშკარად წერია:
1. პირველითგან იყო სიტყუაჲ, და
სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი
.
2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა.
3.
ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა.
ეგ სწავლება, რომ სამყარო ეშმაკისეულია, გნოსტიკური სწავლებაა, რომლებიც სამყაროს შექმნას დემიურგს მიაწერდნენ.
ისე, წმინდად მართლმადიდებლური სწავლებით, ხიბლში ვართ ყველა, სანამ ადამიანს ღმერთი თვითონ არ განუცცხადებს სამყაროს ნამდვილ არსს. ამ მხრივ, ერთგვარი სიმულაცია შეიძლება იყოს სამყარო. და, რათქმაუნდა, ეშმაკს შეუძლია ათასნაირი ფორმით მოევლინოს ადამიანს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
OliverMess
Crazy Member
ჯგუფი: Registered
OliverMess
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1514
წევრი No.: 263500
რეგისტრ.: 1-September 21
#58406156
· 26 Sep 2021, 19:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vano_t
რანაირად არ არის მართალი თავის პირით ამბობს და ჰა
QUOTE
შენ მიგცე ამის ყოვლისა ჴელმწიფებაჲ და დიდებაჲ მათი, რამეთუ ჩემდა მოცემულ არს, და რომლისა მინდეს, მივსცე იგი;
ძველად ეგ სიტყვა მაგას ნიშნავდა. დღეს როგორც გესმის მე მომეცა- აეგრე არა. ჩემდა მოცემულ არს ნიშნავს მე მოვეც. მე მოვიღე. თანამედროვე ენაზე იქნება "ჩემგან, ჩემს მიერ არის ეს მოცემულობა." და ვისაც მინდა იმას ვაძლევ. მერე კიდევ "ხელმწიფება- ეგ დიონისე არეოპაგელის მიხედვით იერარქიის საფეხურია და თავის იერარქიაზე ბაზრობს ეშმაკი, რომ ეგ იერქრქია მაქვსო. გნოსტიკურია თუ რაც არის სიმართლეს ამბობენ. მაგის სამეუფეო არ არის? ქვეყნის თავადს ეძახის იესო.
კი შეუძლია ეგ ფორმები მიიღოს მაგრამ ვადებში აქვს გაწერილი მაგასაც. არა დედიმისისამ,
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
#58406214
· 26 Sep 2021, 19:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
OliverMess
QUOTE
ძველად ეგ სიტყვა მაგას ნიშნავდა. დღეს როგორც გესმის მე მომეცა- აეგრე არა. ჩემდა მოცემულ არს ნიშნავს მე მოვეც. მე მოვიღე. თანამედროვე ენაზე იქნება "ჩემგან, ჩემს მიერ არის ეს მოცემულობა." და ვისაც მინდა იმას ვაძლევ. მერე კიდევ "ხელმწიფება- ეგ დიონისე არეოპაგელის მიხედვით იერარქიის საფეხურია და თავის იერარქიაზე ბაზრობს ეშმაკი, რომ ეგ იერქრქია მაქვსო.
კი ბატონო, "ჩემდა მოცემულ არს" ნიშნავს, რომ მე მომეცა, მე მომენიჭა, მაგრამ, მაქ არსად არის ნათქვამი, რომ ეშმაკმა შექმნა სამყარო. ეშმაკი ამბობს, რომ, მე მომეცა ხელმწიფება და არა ის, რომ, მე შევქმენი სამყარო. მე ამას ვამბობ, სხვას არაფერს. დიონისე არეპაგელის გარდა, ხელმწიფება, როგორც ანგელოზთა იერარქია, პავლე მოციქულსაც აქვს თავის წერილებში ნახსენები. მაგრამ, ხელმწიფება (უფრო სწორედ ხელმწიფებანი), როგორც იერარქია და ხელმწიფება, როგორც მართველობის უფლება, სხვადასხვა რამ არის. ერთიდაიგივე სიტყვა სხვადასხვა მნიშვნელობით არის გამოყენებული. ლუკას სახარებაში, როცა ეშმაკი ქრისტეს წაიყვანს გამოსაცდელად უდაბნოში, მაქ საუბარია მართველობის უფლებაზე. ახლა მეზარება დაძებნა, თორემ ამ ორ კონტექსტში ცოტათი განსხვავებული სიტყვები იხმარება. როცა საუბარია მართველობის უფლებაზე, იქ ნახმარია სიტყვა "ჴელმწიფებაჲ" და როცა საუბარია ანგელოზთა იერარქიაზე, იქ გამოყენებულია სიტყვა "ჴელმწიფებანი". ასეა თუ ისეა, ბიბლიაში ნათლად არის უამრავ ადგილას მოცემული, რომ სამყარო ღვთის ქმნილებაა და არა ეშმაკის. და არსად არის ადგილი, სადაც წერია, რომ ეშმაკმა შექმნა სამყარო.
QUOTE
მაგის სამეუფეო არ არის? ქვეყნის თავადს ეძახის იესო.
კი ბატონო, სამეუფო, მაგრამ არა მის მიერ შექმნილი.
QUOTE
კი შეუძლია ეგ ფორმები მიიღოს მაგრამ ვადებში აქვს გაწერილი მაგასაც. არა დედიმისისამ,
შეიძლება ვადებში აქვს გაწერილი. მოკლედ, ეგეც დიდი საიდუმლოებაა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
OliverMess
Crazy Member
ჯგუფი: Registered
OliverMess
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1514
წევრი No.: 263500
რეგისტრ.: 1-September 21
#58406264
· 26 Sep 2021, 19:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
zamtris-ghmerti
ჩატვირთულები ვარ აბა რა ვართ. ერთი ადამიანი მითხარი ვინც იცის რისთვის არის აქ. მისი ყოფნის აზრი რა არის.
* * *
vano_t
თუ "მე მომეცა"ს ნიშნავს კიდევ უარესი გამოდის
ღმერთმა შექმნა და ეშმაკს გადაულოცა
მანდედან აბა აზრი გამოიტანეთ. კარგს ვერაფერს გამოიტანთ.
* * *
QUOTE
მაშ რეალობა რა არის?
არ ვიცით.
QUOTE
შესადარებლად რას ვიღებთ?
რო რამეს შეადარო ჯერ ეს უნდა გაიგო. როგორ გაიგებ? ტყუილებში გამოიჭერ. თუ გონება გაქვს რა. აი ასე დაახლოებით ნამდვილი რომ გგონია და აღმოაჩენ რომ სიმულაციაა
This post has been edited by
OliverMess
on 26 Sep 2021, 19:51
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
#58406337
· 26 Sep 2021, 19:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
OliverMess
QUOTE
თუ "მე მომეცა"ს ნიშნავს კიდევ უარესი გამოდის
ღმერთმა შექმნა და ეშმაკს გადაულოცა
მანდედან აბა აზრი გამოიტანეთ. კარგს ვერაფერს გამოიტანთ.
გასაგებია, რომ თქვენ შეიძლება მასე გჯეროდეთ, ეს თქვენი რწმენაა და ამაზე არ შეგეკამათებით. მაგრამ, ბიბლია ცალსახად ამბობს, რომ სამყარო შეიქმნა უფლის მიერ - ყველაფერი, ხილულიც და უხილავიც, არის შექმნილი ღმერთის მიერ; ბიბლიის მიხედვით, ყველაფერი შემქნილია ღმერთის მიერ, თვით ეშმაკიც კი. ეს ყოველივე ცალსახად და აშკარად არის ბიბლიაში დაწერილი. ამაზე რატო კამათობთ, საერთოდ ვერ გავიგე.
ყველაფერს თავი რომ დაანებო, "მომეცა" ნიშნავს, რომ ვიღაცისგან მივიღე; ღმერთი, არადროს ამბობს, რომ მომეცა! ღმერთი ამბობს, რომ "ჩემი არს" და არა მომეცა. რაც შეეხება იმას, რა ხელმწიფება გადასცა ღმერთმა ეშმაკს, ეგ კიდევ სულ სხვა საქმეა. ეშმაკს, ღმერთის გარეშე არაფერი შეუძლია. უფალმა რომ ლეგიონი განაძევა შეპყრობილისაგან, ამ ეშამკებმა, სანამ ღორებში შევიდოდნენ, ქრისტეს უფლება მოთხოვეს ამისთვის.
P.S. მოკლედ, ეს არის სულ სხვა თემა და აღარ გავაგრძელებ ამაზე აქ საუბარს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
OliverMess
Crazy Member
ჯგუფი: Registered
OliverMess
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1514
წევრი No.: 263500
რეგისტრ.: 1-September 21
#58406351
· 26 Sep 2021, 19:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
vano_t
QUOTE
თვით ეშმაკიც კი
აი ეს რაღა ეშმაკად შექმნა? ხოდა რატომ მისცა მერე შექმნა ისეთი რაღაც რაც გაჭედავდა და აურევდა ამას დამატებული ადამიანებიც გადაულოცა. რავიაბა რა ვთქვა ... მერიდება
QUOTE
ეშმაკს, ღმერთის გარეშე არაფერი შეუძლია.
ძაანცუდი რაღაც რო გამოდის ეხლა, მაგას ხვდებით? უკანალში არის მთელი დედამიწა და რავიცი რავიცი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vano_t
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
#58406451
· 26 Sep 2021, 20:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
OliverMess
QUOTE
QUOTE
თვით ეშმაკიც კი
აი ეს რაღა ეშმაკად შექმნა? ხოდა რატომ მისცა მერე შექმნა ისეთი რაღაც რაც გაჭედავდა და აურევდა ამას დამატებული ადამიანებიც გადაულოცა. რავიაბა რა ვთქვა ... მერიდება
თუ შეურაცხმოყოფელ ფორმებში აპირებ საუბრის გაგრძელებას, ჯობია არ გააგრძელო და მეც გავჩერდები, პროვოკაციის საშუალებას არ მოგცემ, გპირდები. ღმერთმა ეშმაკი ეშმაკად არ შექმნა ბიბლიური სწავლებით. ეშმაკი დაცემამდე ერთ-ერთი მაღალი იერარქიის კეთილი ანგელოზი იყო და თავისუფალი ნება ჰქონდა. ის თავისუფალი ნების გამოყენებით დაეცა. ეშმაკმა მოინდომა ღმერთი გამხდარიყო და დაეცა უფლის ქმნილება.
QUOTE
QUOTE
ეშმაკს, ღმერთის გარეშე არაფერი შეუძლია.
ძაანცუდი რაღაც რო გამოდის ეხლა, მაგას ხვდებით? უკანალში არის მთელი დედამიწა და რავიცი რავიცი
მთელი დედამიწა არ არის უკანალში. უკანალში არის ის, ვინც სიამაყით ღმერთს უარყოფს. დავით მეფსალმუნე ამბობს "უფალი ჩემ თანა, რისა მეშინოდეს?". ვისაც გონია, რომ ბოროტებას თავისი ძალით დაამარცხებს, ის უკვე დამარცხებულია ბოროტის მიერ. ვინც ღვთის იმედზეა, საკუთარი უძლურების შეგრძნება გაგებული აქვს და მხოლოდ ღმერთში ხედავს დასაყრდენს, იმას არაფრის ეშინია და მას ვერც ეშმაკი ვერ მოერევა.
P.S. ფილმი "მატრიცა" ამიტომ არის ეშმაკისეული. ქრისტეზე ინფორმაცია ამ ფილმის მატრიცაშიც ქონდათ. ნეოს რომ მიაკითხავენ სახლში დაჰაკერებული პროგრამის წამოსაღებად, ის ტიპი ნეოს ეუბნება: "ჩემი პერსონალური მხსნელი იესო ქრისტე ხარ"-ო. არადა, ფილმში მხსენლი იესო ქრისტე კი არ არის, არამედ ნეო, რომელიც თვითონვე მატრიცაში ცხოვრობს; რომელიც სხვამ (მორფეუსმა) უნდა გამოიყვანოს ამ მატრიციდან; და რომელიც "არქტიტექტორთან" აღმოაჩენს, რომ თურმე, მერამოდენიმე ვერსიაშია ამ მატრიცის. მოკლედ, მაგარი იდიოტური ფილმია და ფსევდო-მხსნელი კარგად ჩანს. შეადარე ჭეშმარიტი მხსნელი, ისეო ქრისტე (რომელმაც იცის, რომ მამაისაგან მოვიდა, იცის, რომ მხსნელია კაციობრიობის და იცის, როგორ გამოისყიდის კაცობრიობას) ნეოს, რომელიც თვითონვე მატრიცაში ცხოვრობს, სხვას გამოყავს აქედან და გამოყვანის შემდეგ სხვასთან მიდის (ცრუ-წინასწარმეტყველთან, რომელიც, საინტერესოდ მხოლოდ მატრიცაში იჩითება და არასდროს მატრიცის გარეთ), რომ გაიგოას არის თუ არა ის, და რომელსაც ამის მერეც არ სწამს, რომ ის არის "the one".
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფილოსოფია
|
იქით
»
Pages:
(4)
1
2
[3]
4
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0622 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.