ტყუილებს იმეორებს და იმიტომ. მაგას აღარ ვუხსნი ალბათ, ვინც იგებს იმისთვის ვწერ რომ ამის ტყუილები არ დაიჯერონ
Anna Ricciუკვე დაგიწერე ეს მარა კიდე გავიმეორებ, როგორ ხდება 1 უჯრედიდან - ტრილიონობით უჯრედის ჩამოყალიბება, 3 განზომილებიან ორგანიზმად, ანუ სად არის გეგმა, ვინ არიან არქიტექტორები და მუშები და აგურები და მშენებლები თუ არ ვიცი რაც გინდა ის დაუძახე:1. სპეციფიური გენები ახდენენ ინსტრუქციების კოდირებას რომლებითაც პროტეინები აკონტროლებენ უჯრედების ქცევას მორფოგენეზის დროს (გაყოფა, დიფერენციაცია, მიმაგრება და მიგრაცია)
2. პროტეინები ასრულებენ მთავარ ინსტრუქციებს
- მიმაგრების პროტეინები (კადჰერინები) განსაზღვრავენ უჯრედები ერთმანეთს როგორ ეწებებიან
- სასიგნალო პროტეინები ( მაგალითად ზრდის ფაქტორები ) უჯრედს აძლევენ სწორ მიმართულებას და სიგნალს თუ რა უჯრედად ჩამოყალიბდნენ
- სტრუქტურული პროტეინები ( მაგალითად აქტინი, მიოზინი ) უჯრედს აძლევენ ფორმას და ეხმარებიან მოძრაობაში.
3. მიწებების მოლეკულები განსაზღვრავენ ახლად გაყოფილი უჯრედი როგორ მიემაგრება მეზობელ უჯრედს ან უჯრედსგარეთ მატრიცას
- კადჰერინებით ხდება უჯრედის უჯრედზე მიმაგრება და მაგის ხარჯზე ფორმირდება ქსოვილი
- ინტეგრინები აკონტროლებენ უჯრედებს შორის/უჯრედების გარეთ მატრიცას შორის ინტერაქციებს და მაგის მიხედვით მიიღწევა პოზიციონირება და სტაბილურობა.
4. მორფოგენი პროტეინები (მაგალითად Sonic Hedgehog, Wnt, TGF-ბეტა პროტეინები) ამყარებენ კონცენტრაციის გრადიენტებს ქსოვილის ჩამოყალიბების დროს, რაც იძლევა პოზიციურ ინფორმაციას - ჯამში განისაზღვრება უჯრედები როგორ იქცევიან და სად ემაგრებიან ერთმანეთს.
5. რეგულატორი გენები (მაგალითად Hox გენები) იძლევიან ზუსტ გეგმას და განსაზღვრავენ ზუსტად რა სტრუქტურები უნდა ფორმირდეს სპეციფიურ რეგიონებში.
(ამ ყველაფრის კიდე უფრო დეტალურად გაშლა შეიძლება და მეტად სპეციფიური ახსნა, აქ უბრალოდ საჭიროება არ არის)
მოკლედ რომ შეჯამდეს: გენები იძლევიან "ნახაზებს", "გეგმას". პროტეინები ასრულებენ მაგ გეგმას - აკონტროლებენ რომ უჯრედი სწორად გაიყოს და სწორად, გეგმის მიხედვით მიემაგროს წინა უჯრედს (ასევე იყენებენ უჯრედის პოლარობას და უჯრედის გარეთ მყოფ პროტეინებს რომ "გზა გაიგნონ") - რაც ქმნის 3 განზომილებიან, მრავალუჯრედიან სხეულს. 1 უჯრედიდან იწყება ეგ პროცესი და ბოლოს ხდება ტრილიონობით.
აგერ კიდე დავამატებ გრაფას 1 უჯრედიდან 9 თვეში როგორი პროგრესიით იყოფიან და მრავლდებიან მაგალითად ადამიანის უჯრედები
ამაზე მეუბნები რომ არ გვაქვს მტკიცებულებები და დავამტკიცო?? სათითაოდ დაგიდებ ყველას ექსპერიმენტებს, კვლევებს, დეტალებს, დაკვირვებებს! ეგ გინდა რომ დაიჯერო? თუ გამაგებინე რას ითხოვ. მიკროსკოპში შეგიძლია აი ამ ყველაფრის დანახვა! თავად შეგიძლია აიღო 1 დღის ემბრიონი და შენი თვალით უყურო გენები და პროტეინები როგორ მუშაობენ რომ მრავალუჯრედიან, 3 განზომილებიან ორგანიზმად გადააქციონ ეგ დასაწყისი 1 უჯრედი. ძალიან ძლიერი მიკროსკოპებით ცალკეული მოლეკულების და მაგალითად ტრანსკტრიპციის პროცესის დანახვა შეგიძლია. სხვა რა სახის მტკიცებულება გინდა?? This post has been edited by Saturnus on 12 Apr 2025, 23:58