#61229305 · 5 May 2024, 16:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეპიქტეტემ თქვა
QUOTE | როცა უმეცარ ადამიანებს შორის საუბარი რაღაც თეორიულ კითხვაზე გადავა, თითქმის ყოველთვის გაჩუმდი; რადგან დიდი საშიშროებაა დაუყონებლივ აღებინო, რაც კარგად არ მოგინელებია. და თუ გეტყვიან, რომ არაფერი იცი და არაფერი არ გაინტერესებს, მაშინ იცოდე, რომ უკვე დაადექი სიბრძნის გზას. |
რათქმაუნდა უმეცარ ადამიანებად არ მიმაჩნიხართ და არც მე ვარ სიბრძინს გზას დამდგარი  უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ არ ვარ ძალიან გარკვეული ფილოსოფიაში ძალიანაც ვერ ვიდებატებ თქვენთან შეილება რამე სისულელე ვთქვა  მაგრამ მინდოდა ერთი თემა მიმეძღვა ამ ფილოსოფიისთვის რადგან ჩემი ცხოვრების ძნელ პერიოდში აღმოვაჩინე და დამეხმარა ძალიან ამ რთული მდგომარეობიდან რომ გამოვსულიყავი. ამიტომ დავწერე სათაურში "ტოტალური ფილოსოფია" რადგან ის მარტო თეორიით არ შემოიფარგლება, ყველა სფეროს მოიცავს და გასწავლის როგორ გამოიყენო ეს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში. ეს ეხება აგრეთვე ყველა სოციოლოგიურ კლასს. ის რად ღირს რომ სამი მთავარი სტოიკური ფილოსოფიის ავტორიდან (სენეკა, ეპიქტეტე, მარკუს ავრელიუსი), ერთი მონა იყო (ეპიქტეტე), მეორე კიდე იმპერატორი(მარკუს ავრელიუსი). ყველაფერს არ შევეხები, მცნებებს როგორც მემენტო მორი (გახსოვდეს რომ ერთ დღეს მოკვდები), სიკვდილის მიღების თემას დიდი ადგილი უჭირავს. ან იმ აზრს რომ ჩვენი ყველა მოქმედება, სიკეთისკენ უნდა იქნას მიმართული. უფრო შევეხები იმ აზრს რომ სტოიციზმის მიზანია ემოციების მართვა და სულიერი სიმშვიდის და ბედნიერების მიღწევა. ორი ძირითადი აზრი გამოვიტანე: 1) ცხოვრებაში არის რაღაცეები (მოვლენები, სხვა ადამიანების საქციელი, წარსული, მომავალი და ა.შ) რაზეც არ გვაქ კონტროლი. და რაღაცეები ( ჩვენი ფიქრები, ჩვენი საქციელი) რაზეც გვაქვს კონტროლი. QUOTE | "თქვენ გაქვთ ძალაუფლება თქვენს გონებაზე და არა გარე მოვლენებზე. გააცნობიერეთ ეს და იპოვით ძალას." მ.ავრელიუსი |
ხშირად რაც იწვევს ჩვენს გაღიზიანებას არის ის ფაქტი რომ გვინდა შევცვალოთ ის რაზეც არ გვაქ კონტროლი. ეს არის ფუჭად დროის და ენერგიის კარგვა. რაც ჩვენ კონტროლს არ ექვემდებარება, ამან არ უნდა გაგვაღიზიანოს, რადგან ჩვენი გაღიზიანება არაფერს შეცვილს. რაც მოსახდენია მოხდება და ეს შენს წინააღმდეგ არ ხდება, უბრალოდ ხდება იმიტომ რომ სამყარო არის ესეთი და უნდა მივიღოთ ეს რეალობა. გინდოდეს რომ მოვლენები არ მოხდეს ისე როგორც ხდება ეს ნიშნავს გინდოდეს რომ სამყარო არ იყოს სამყარო. ეს კი შეუძლებელია. ამასთან დაკავშირებით მ.ავრელიუსი გვირჩევს რო ფსიქოლოგიურად მზად ვიყოთ რომ მოვლენები არ მოხდება ისე როგორც გვსურს
QUOTE | გამთენიისას წინასწარ უთხარი საკუთარ თავს: დღეს შევხვდები უგუნურს, უმადურს, თავხედს, მატყუარას, შურიანს, ეგოისტს. |
რასაც ვერ შევცვლით, ვერ შევცვლით, ამის მაგივრად გვირჩევენ რომ კონცენტრაცია გავაკეთოთ აწმყოზე და იმაზე თუ რაზეც გვაქვს კონტროლი. საცობში თუ მოხვდი და დაიწყე ყვირილი ღრიალი და ნერვების მოშლა, ეს გზას არ გახსნის, უფრო მეტად დაიტანჯები. მაგრამ შენს გაქვს ძალაუფლება შენს გონებაზე რომ არ გაღიზიანდე და შეინარჩუნო სიმშვიდე. ხშირად არასწორედ იგებენ ამას, მათ შორის მეც პირვალად რომ წავიკითხე მეთქი ეს რა ფილოსოფიაა პასიურობისკენ და შეგუებისკენ მოგვიწოდებენ, თუ დიქტატურის ქვეშ ცხოვრო ეს ნიშნავს რომ უნდა შეეგუო ამას რადგან ესე ხდება და ამაზე მე კონტროლი არ მაქ? მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა, არ მოგვიწოდებენ პასიურობისკენ, პირიქით მოგვიწოდებენ ვიყოთ აქტიური, უბრალოდ ძალა და ენერგია იმაზე უნდა მივმართოთ რისი შეცვლაც შეგვიძლია.
QUOTE | დაე მომეცეს ძალა, გავუძლო იმას, რისი შეცვლაც შეუძლებელია. გამბედაობა, რომ შევცვალო ის, რაც შეიძლება შეიცვალოს და სიბრძნე, რომ განვასხვავო ერთი მეორისგან. მ.ავრელიუსი |
2) ადამიანები ხშირად განვიცდით ნეგატიურ ემოციებს როგორც: მწუხარება, სევდა, იმედგაცრუება, ბრაზი, სინანული, შიში, შფოთვა, შური, ზიზღი, თავის დამნაშავედ გრძნობა. იმდენად ხშირად განვიცდით ამას რომ შევეჩვიეთ და ეს ნორმალურ მოვლენად მიგვაჩნია. სტოიციზმისთვის ეს არ არის ნორმალური და არ უნდა შევეჩვიოთ ამას. რადგან ადამიანი დაიბადა იმისთვის რომ იყოს ბედნიერი. ფილოსოფოსები გვეუბნებიან რომ ყველა ემოცია რასაც განვიცდით, არის ჩვენი ფიქრების, ჩვენი წარმოსახვის ბრალია. და ჩვენ გვაქვს ძალაუფლება რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ.
QUOTE | რაც აწუხებს ადამიანებს ეს არ არის თვითონ მოვლენები, არამედ შეხედულებები, რომლებსაც ისინი ატარებენ ამ მოვლენებზე “. ეპიქტეტე |
QUOTE | თუ რაიმე გარე მოვლენა გაწუხებთ, ტკივილს თვით ეს მოვლენა კი არ იწვევს, არამედ ის თუ როგორ აფასებთ თქვენ ამ მოვლენას. თქვენ გაქვთ ძალა, შეცვალოთ ეს შეხედულება ნებისმიერ დროს. მ.ავრელიუსი» |
QUOTE | იფიქრეთ იმაზე თუ რამდენჯერ, თქვენმა მწუხარებამ და თქვენმა რისხვამ, უფრო მეტი ტკივილი მოგაყენათ, ვიდრე თვითონ იმ ფაქტმა რამაც ეს მწუხარება და რისხვა გამოიწვია. მ ავრელიუსი. |
ჩვენი ფიქრები და შეხედულებები არის ჩვენი ემოციების გამომწვევი. ამასაც არასწორედ იგებენ, გონიათ რომ სტოიციზმი ნიშნავს იყო უემოციო ზომბი. სინამდვილეში მოგვიწოდებენ რომ ემოციები ვმართოთ ჩვენ და არა ემოციებმა გვმართოს ჩვენ, რადგან როცა ემოციები გვმართავს მაში ვართ მონა, როცა ჩვენ ვმართავთ მაშინ კიდევ თავისუფალი.
QUOTE | ოჰ რამდენად უფრო სერიოზულია ბრაზის მიერ გამოწვეული შედეგები, ვიდრე მისი გამომწვევი მიზეზები. მ.ავრელიუსი |
მაინტერესებს თქვენი აზრი თუ იყენებთ ამ ფილოსოფიას ცხოვრებაში, რაში ეთანხმებით რაში არა. მე სრულად ვერ დავეთანხმები, უფრო თვალი თვალის წილ მიმდევარი ვარ და ზოგ შემთხვევაში ემოციები საჭიროა, მაგრამ რაღაც დოზით გამოყენებამ შეიძლებბა მოგვგვაროს სულიერი შვება. მე მაგალითად არ ვეთანხმები ზოგ სიტუაციაში. ეპიქტეტე ამბობს:
QUOTE | არასოდეს თქვა არაფერზე: "მე ის დავკარგე". არამედ თქვი: "მე ის დავუბრუნე". შენი შვილი მოკვდა? ის დაბრუნდა. შენი ცოლი მოკვდა? ის დაბრუნდა. ჩემი ქონება წამართვეს? ისიც დაბრუნდა |
მესმის იმათი გადმოსახედიდან ეს ხედვა ლოგიკურია რადგან შვილის სიკვდილს ვერ შეცვლი და თუ რაღაცას ვერ შეცვლი, ამან არ უნდა გამოიწვის შენში სასოწარკვეთა. მაგრამ რეალობაში ხომ ეს შეუძლებელია თითქმის. ან ვთქვათ მეგობარმა გიღალატა, ესენი გეტყვიან რომ სიბრაზეს და იმედგაცრუებას რასაც განიცდი, შენი მეგობრის ბრალი კი არაა არამედ შენი ბრალია, რადგან შენ გქონდა მოლოდინი რომ ეს ადამიანი მოიქცეოდა ისე როგორც შენ ელოდებოდი მაგრამ სინამდვილეში არ გაქ კონტროლი სხვა ადამიანების საქციელზე. აქედან გამომდინარა ამან არ უნდა იქონიოს შენზე ზეგავლენა. უნდა მიიღო მოვლენები როგორც სამყაროს ნაწილი. ამ დონეს ვერ მივაღწევ მე ნაღდად რომ აღარაფერმა იქონიოს ჩემზე ზეგავლენა  ==== სხვა ციტატები ისე... » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « - წაშალე ფანტაზია! შეწყვიტე ეს მარიონეტული აჟიოტაჟი. კონცენტრაცია გააკეთე ამ მომენტზე. გაარკვიე რა ხდება შენს თავს ან სხვას. განასხვავე და გაანალიზეთ ეს ყველაფერი რაც თქვენ გეხებათ, მისი მიზეზი და მასალა. იფიქრეთ თქვენს ბოლო საათზე. შეცდომა რომელიც ამ ადამიანმა დაუშვე, დატოვე ეს შეცდომა იქ სადაც მან ეს დაუშვა! - ნუ დაელოდები მოვლენების განვითარებას ისე, როგორც შენ გინდა. გადაწყვიტე გინდოდეს ის რაც ხდება და იქნები ბედნიერი. - ყველაფერი რაც შესაძლებელია ადამიანისთვის, შესაძლებელია შენთვისაც. - საუკეთესო შურისძიება არის ის რომ არ დაემსგავსო შენს მტერს - თუ არ არის კარგი, არ ქნა. თუ არ არის მართალი, არ თქვა - მხოლოდ ის ხეა ძლიერი, რომელსაც ქარის იერიშები დაატყდა თავს. რადგან ეს ამ მუდმივ ბრძოლაში ძლიერდება მისი ფესვები. - ბედისწერა მიუძღვის მათ ვინც მას იღებს და მიათრევს მას ვინც მას უარყოფს.
This post has been edited by უჩინარი on 5 May 2024, 16:31
|