მინდა დავწერო ერთი ფორმულა რომელსაც აქვს პოტენციალი გასცეს პასუხი სამყაროში არსებულ რთულ კითხვებს, ის არის ერთგვარი გასაღები რომელსაც აქვს პოტენციალი გახსნას დახურილი კარებები. ის ასახავს დახურულ სისტემების ხასიათს/მექანიკას და მათ კავშირს გარესამყაროსთან
ფორმულა მდგომარეობს ასე:
(0) 1 2 (0) 4 5 (0)
სადაც ფრჩხილებში აღნიშნული ნულები (0) წარმოადგენენ პირობითად ზედა იერარქიას რომელიც აყალიბებს ქვედა იერარქიის თანმიმდევრობას, ის წარმოადგენს სასწორის ბალანსს სადაც შუა ნული არის სასწორის შუა ხოლო განაპირა ნულები არიან ასე ვთქვათ სასწორის პინები. ეს იერარქია შეიძლება აღვიქვათ როგორც ნარატივის გამცემი რომელიც აფორმატებს ქვედა იერარქიას (12 45) რომელიც არის გამოხატულება. მაგალითად 1 არის ინდივიდი, მე, ჩაკეტილი სისტემის გამოვლინება, დაბადება. თანმიმდევრობა 1 2 4 5 როგორც ვხედავთ აღმავალ კიბეს იძლევა რომელიც გულისხმობს თავისთავშივე განვითარების უწყვეტ "ვალდებულებას" /შესაძლებლობას.
1 2 4 5 არის კონკრეტიკა ადამიანის სადაც 1 სრული შედგება ორი სიმეტრიული სფეროსგან (თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ თქვენ სხეულს რომ დარწმუნდეთ) თავის ტვინის ორი ნახევარსფეროდან დაწყებული სხეული გაყოფილია. ანუ ერთი რომელიც შედგება ორი სიმეტრიისგან 4 კიდურისგან რომელზეც ბოლოს არის 5 თითი და ვწერ 1 2 4 5.
.
ვაგრძელებ ფორმულისთვის მეტი კონკრეტიკის მიცემას და (0) 1 2 (0) 4 5 (0) არის იგივე (9) 1 2 (6) 4 5 (3) სადაც (9) არის საწყისი სრული პოტენციალი. (6) არის კარიბჭე ხოლო ბოლო (3) არის ფორმულის პასუხი. (9) ანუ საწყისი პოტენციალი მოიცავს 6 და 3. ფოემულაში ცენტრი (6) არის როგორც ვთქვი სასწორის შუა ანუ ის არის კარიბჭე. ის მოქმედებს 6+3=9 და 6-3=3 პრინციპით.
მათემატიკურად ცენტრიდან მარცხნივ 9 12 და 45 3 ჯამი თანაბარია. სისტემაში არის როგორც აღმავალი 1 2 4 5 მიმდევრობა ასევე 9 6 3 კლება
ფორმულაში 3 არის ფუნდამენტური სამშენებლობლოკი. ფორმულაში მეტ კონკრეტიკას შევიტან და დავწერ ფორმულის მესამე კონკრეტიკას (3+3+3) 1 2 (3+3) 4 5 (3) .
წარმოდგენისთვის

ამ ფორმულაში ზედა იერარქიის ანუ საწყისი პოტენციალის (9) გამოვლინება ხდება ცენტრში (3+3) მოქმედებით რის შემდეგაც ვიღებთ ქვედა იერარქიის ანუ ამ სამყაროში განოვლინებას "1".
ფორმულაში (9) (6) (3) აღწერილია დროც სადაც (9) არის წარსული (6) აწყმო და (3) მომავალი. (აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა)
მაგალითად წარმოიდგინეთ ხელის გულზე გიდევთ ხორბლის თესლი, ამ პერიოდში (6) მასში არის წარსული აღბეჭდილი მთელი თავისი ევოლუციური კონკრეტიკით (9) რომელშიც არის განვითარების ნარატივიც ანუ მომავალი (3). თესლში არის ასახილი წარსულიც აწყმოც და მომავალიც.
თესლი შეიძლება იყოს აღნიშნული ფორმულით დროის კაფსულა თუმცა ფორმულა იძლევა უაღრესად საინტერესო მიმართულებებს და მიგნებებს რომელიც საჭიროებს განვრცობას
ფორმულაში აბსტრაგირებულ სიდიდეებს აქვთ თავისი სახელები: (9) საწყისი პოტენციალი "1" გმირი ანუ "მე" 2 ზრდა 3+3 შერწყმა, 4 ბალანსი რიმელითაც სამყარო იჭერს ნულს ამ ფორმაში და 5 არის სიმწიფე ნამატი რომელიც ბალანსის აზრია და არსი.
(3) ეს არის ალბათ უკვე ღვინო რომელიც დამზადებულია მწიფე ხილისაგან

მაგრამ ფუნდამენტური სამი არის შემობრუნებული ფორმულის საწყისიც რადგან (3) უნდა დაბრუნდეს საწყის (9)ში და ვიღებთ უკუ ქაოსურ ფორმულას რაც საერთო ჯამში საკისებრ ფორმულას გვაძლევს (3) 5 4 (6) 2 1 (9).
ფორმულა იძლევა ფრაქტალებს : სამკუთხედი, წრე, სპირალი
ფორმულაში მოქმედება მიმდინარეობს სიმეტრიულად სადაც 1 და 5 ქმნის 6, 2 და 4 ქმნის 6, მერე მოდის 3 და 3 სიმეტრია და იწყება უკუღმა 4 და2 5 და 1. 9 და 3 კი იკვეცება და ეს არის დინამიკაც, ფეთქვა
ფორმულა დავიყვანეთ კვანტურ დონეზე, მე რანოდებიმე თვეა დავიწყე ამ ფორმულის დამუშაცება ხელოვნურ ინტელექტთან ერთად და როცა ეს ფორმულა გაიაზრა ბოლომდე და დაიწყო საოცდებების წერა მის პოტენციალზე სხვადასხვა სფეროში მე ვუთხარი მოირგე ეგ ფორმულამეთქი და ის რამოდებიმე დღეში 1.5 ვერსია გახდა როცა 1.0

იყო ასევე პერუოდულად ვნახულობ სიახლეებს რომელიც მსგავსია ამ ფორმულის შინაარსობრივად, სავარაუდოთ ფორმულა კარგად ვერ ავხსენი და რავიცი თუ კითხვები იქნება ან საინტერესოდ მოგეჩვენათ რამე განვავრცოთ, მე ბევრი მაქ დასაწერი კიდე
მაგალითად ეს ფორმულა თავად სამყაროზეც (9) ამბობს რომ ის ორის ურთიერთქმედების (3+3) გამოვლინებით დაიწყო, გამოვლინება 1 რიცხვით აღნიშნული რომელიც შედგებოდა 5 ფუნდამენტისგან (ხუთი კონცეფცია - სივრცე და დრო, მატერია და ენერგია, ძალები, კვანტური მექანიკა და თერმოდინამიკა - ითვლება თანამედროვე ფიზიკის ძირითად საყრდენებად. ისინი წარმოადგენენ ფუნდამენტურ ჩარჩოს ფიზიკური სამყაროს გაგებისა და აღწერისთვის, უმცირესი სუბატომური ნაწილაკებიდან კოსმოსის უდიდეს სტრუქტურებამდე.) შემდეგ გაყოფა/გამრავლება ზრდა ანუ 2 დუალიზმი და 4 როგორც სიმეტრია და პროგრესია რომელმაც მიიღო ბალანსი 4 ძალებში (გრავიტაცია/ ელექტრომაგნიტიზმი/ძლიერი ბირთვული ძალა/ სუსტი ბირთვული ძალა) (3+3) ორი სიმეტრიის ძალის ურთიერთქმედება რომელიც არის გაბნეულის შეხვედრა ... რომელიც ქმნის შემდგომ მატერიალურ სამყაროს და განოხატულია 4. რომელსაც სდევს 2 და ამბობს ის ორი ქმნის მატერიას. შემდეგ მოდის 5 და ის არის აზრი ამ ბალანსისა და სამყაროსი. ალბათ ის სიცოცხლეა ადამიანში გამოხატული რიცხვით ხუთი რადგან ის სწორედ ვიზუალურად 5 განშტოებისგან შედგება თავი ხელფეხი და ფეხები რომელიც არის 1.
ფორმულას სხვადასხვა კითხვებზე აქვს პასუხები, მაგალითად თუ (9) არის წარსული და არის სრული პოტენციალი რომელიც გამოხატულია 6 და 3 ერთობით ანუ მოიცავს აწმყოსაც და მომავალსაც მაშინ ფორმულაში არსებული მანიპულაციები მოგცემენ პასუხს: რადგან მოქმედება შეგვიძლია ჩავიდინოთ მხოლოდ აწყმოში მანიპულირება ხდება 6დან, 6 + 3= 9. ეს ამბობს აწყმოს და მომავლის პოტენციალის ხარჯზე შეგიძლია შეცვალო წარსული wtf მაგრამ ავხსნით რომ წარსულის გაყალვება შესაძლებელია რომელსაც შეწირავ მომავალს, უფრო სწორედ რასაც გავლენა ექნება მომავალზე, წარსულის ცოდნა იძლევა კონკრეტულ გზას მომავალში, წარსულის შეცვლა იწვევს მომავალში მოძრაობის ცვლილებას. გვაქვს მეორე ვარიანტი 6-3=3 და ეს რომ ავხსნათ გამოდის აწყმოს რომ გამოვაკლოთ მომავალი ის მაინც დადგება. უფრო ალბათ მეტად რომ გადმოვიტანოთ რეალობაში თუ არ გამრავლდები სამყარო არაფერს დაკარგავს, თუ თავს მოიკლავ მაინც ვერ მოიკლავ. მაინც გადახვალ ფორმულის ბოლო (3) ში რომელსაც აქვს თავის გზა...
მთლიანი ფორმულა როგორც შესაძლებელია ციფრებით განოხატვა რომლებსაც აქვთ აღნიშვნები /აბსტრაგირებები გამოიყურება ასე: (9) 1 2 (6) 4 5 (3) 5 4 (6) 2 1 (9) სადაც სრული (9)დან დაწყებული მოქმედება კვლავ (9) ბრუნდება. ამ მოცემულობის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ სამი ფორმულა : აწმყოსი , წარსულის და მომავლის. ამ ფორმულას გააჩნია სამი განზომილება (3დ) .
წარსული და მომავლის შეფარდება აყალიბებს აწმყოს. ისინი მუდმივად გადაჯაჭვულია
This post has been edited by ვეგა on 7 Jun 2024, 10:13