#61950816 · 7 Mar 2025, 17:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სიკვდილი მეტად საინტერესო სფეროა ამ პერსპექტივიდან რასაც სიცოცხლე ქვია სანამ ცოცხალი ხარ თითქოს იცი რა არის სიკვდილი და ამავდროუალად ზუსტად არ იცი თეორიულად იცი რომ კვდები კი, მაგრამ შეგრძნების დონეზე ვერასდროს გაიგებ.
თუ სიკვდილი გაგებადია მხოლოდ მაშინ როცა სხეული მოკვდება და თუ ის რეალური "მე" მკვდარზეც იქნება აღმქმელი მაგრამ არ გვემახსოვრება რომ მოვკვდით რადგან ეს ცოცხალი სხეული საიდანაც შეკითხვები დავსვით სიკვდილზე, მოკვდება.
მაგრამ ფაქტია რომ არსებობს რაღაც რაც ციკლია და არ სრულდება აი რატომ
ვიცით რომ ვართ ცოცხლები, ამავდროულად ვიცით რომ სიკვდილი გარდაუვალია ანუ როცა მოვკვდებით, როცა სიკვდილი მოხდება, სიკვდილი გამომდინარე იქნება სიცოცხლიდან ჯერ უნდა იცოცხლო რომ მოკვდე, ისე ვერ მოკვდები და ზუსტად მაგ ლოგიკით თუ რამე რაიმედან უნდა გამომდინარეობდეს გამოდის ახლა თუ ცოცხლები ვართ ოდესღაც მოვკვდით იმიტომ რომ ეს სიცოცხლეც საიდანმე უნდა ყოფილიყო გამოდინარე და ასე დაუსრულებლად კვდები და იბადები
ზუსტად ამ ლოგიკით არსებობს არ არსებობა რადგან არსებობა არსებობს და არსებობა რომ არსებობდეს არ არსებობა უნდა ყოფილიყო აუცილებლად
--------------------
https://www.youtube.com/watch?v=VhOvoO-QBRE
|