#62015198 · 14 Apr 2025, 03:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როდესაც ვიღაც რაღაცას ხსნის და მეორე ვერ იგებს ვისი ბრალია? ვინც ხსნის, მას ხომ ესმის? ესე იგი იდეა არსებობს და მის დონეზე გასაგებია. ვინც ახსნას ცდილობს, სიტყვებს არჩევს, ასახსნელს ამარტივებს, მაგრამ გამარტივებასაც აქვს ზღვარი იქამდე შეგიძლია გაამარტივო, სანამ აზრი არ დაიკარგება. ამიტომ, თუ მეორეს მაინც არ ესმის, ეს არ ნიშნავს, რომ ვინც ხსნის რაღაცას არასწორად აკეთებს. მსმენელიც ცდილობს გაგებას. მაგრამ ზოგჯერ იმის გასაგებად, რასაც გეუბნებიან, საჭიროა შინაგანი მზადყოფნა ცოდნა, ინტელექტი... თუ ეს არ გაქვს, ყველაზე კარგი ახსნაც შეიძლება ვერ გაიგო. შეიძლება არც იმ ადამიანის ბრალია, ვინც ხსნის, და არც იმის, ვინც უსმენს. უბრალოდ ისინი განსხვავდებიან ამხსნელს იმდენად შეუძლია გაამარტივოს, რომ აზრი არ დაკარგოს, და მსმენელს იმდენად შეუძლია გაიგოს, რამდენადაც მისი გონება ამის საშუალებას აძლევს. თუ ამ ორ წერტილს შორის თანხვედრა არ არის, აზრი ვერ გადადის ერთიდან მეორეში.
მაგრამ თუ ჩვენს ახსნილს ვერ იგებენ, აუცილებელი ხომ არ არის, რომ ამის მიზეზი მსმენელის "მზად არ ყოფნა" იყოს? ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ გონება მზად არ არის, რადგან შესაძლოა პრობლემა იმაში იმალებოდეს, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ სათანადოდ გადმოცემას. რატომ დავასკვნათ, რომ მეორე მხარე არ არის მზად? როგორ დავადგინოთ მისი გონების შესაძლებლობების შესახებ რამე მხოლოდ იმ ფაქტით, რომ ვერ გაიაზრა ჩვენი ახსნილი?
|