#62360946 · 19 Nov 2025, 10:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (ენიგმა @ 28 Apr 2025, 21:50 ) | P.S. თქვენი აზრი მაინტერესებს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა ღმერთის ყოვლისმცოდნეობისა და ადამიანის თავისუფალი ნების თანაარსებობა? |
არ არის შესაძლებელი ადამიანს თავისუფალი ნება არ გააჩნია, დამოუკიდებლად იმისგან, არსებობს ღმერთი თუ არა რამდენიმე მიმართულებას წამოვწევ:
1. თუ ამ მსჯელობაში ღმერთს 'შემოვიყვანთ' მაშინ მე სხვა კითხვა მებადება, თუ ყველაფერი წინასწარ იცის, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს გამოცდას ამიერში, როცა უკვე იცის სამოთხეს ვიმსახურებთ თუ ჯოჯოხეთს რაზე გცდის? როცა უკვე იცის რომელ გამოცდას გავუძლებთ და რომელს ვერ...
2. ღმერთის ყოვლისმცოდნეობის და თავისუფალი ნების დილემა კარგი განსახილველია იუდას მაგალითზე. იუდა რომ არ ყოფილიყო ქრისტეს ჯვარცმა არ მოხდებოდა და ადამიანის "ცოდვებს ვერ გამოისყიდიდა" მამის (ღმერთის) წინაშე. ეს აუცილებელი თუ იყო იუდა მხოლოდ როლი შეასრულა. მეორეს მხრივ, ღმერთმა იცოდა რომ იუდა ქრისტეს გაყიდიდა და მოვლენების შემდგომი განვითარებით (იმით რაც ბიბლიიდან ვიცით), კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვა მოხდებოდა. ყველაზე ლოგიკური არგუმენტი არის ის რომ ღმერთის ცოდას დრო არ გააჩნია და ის ყველაფერს ხედავს "ერთიანად", განსხვავებით ადამიანისგან, რომელსაც დრო სამ ნაწილად გვაქვს დაყოფილი.
3. ეხლა თავად "თავისუფალ ნებაზე" ღმერთის არსებობის გარეშე - ყველა მოვლენა ჩვენს სამყაროში ნაკარნახევია ფიზიკური კანონებით და გარემოებებით. გამონაკლისი არ არის ჩვენი არჩევანი (თავისუფალი ნება). სანამ არჩევანს გავაკეთებთ, მანამდე ჩვენმა არაცნობიერმა უკვე იცის არჩევანის შესახებ, რაც ისევ და ისევ წარსული ფაქტორებიდან არის გამოწვეული. ჩვენი არაცნობიერის ანალიზი რომ შეგვეძლოს აუცილებლად გავიცნობდით იმ ფაქტორებსაც რაც გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას.
|