ვფიქრობ ეს ტელეფონი ვაჩუქო ხვალ მეგობარ გოგოს.
ჩემ ჰაზრს დავწერ და რამეში თუ ვცდები, მითხარით.

რა მინუსებიც ვნახე, adobe flash-ის მხარდაჭერა არ აქვსო, თუმცა ვიდეოც არის იუტუბზე როგორ ხსნის ვიღაც ფლეშ ვიდეოებს. ჯერ ბროუზერიდან ჩართო პლაგინები და შემდეგ.
მონაცემებით SE xperia X10 mini -ს ან უბრალოდ Xperia mini-ს წააგავს.
გამოშვების თარიღით და ფასით xperia mini = wildfire S.
ინტერფეისი და ჩაშენებული სკინები ძალიან კარგი აქვს.
რადგან ჩემთვის არ მინდა, "ჩაშენებულს" დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ვფიქრობ რომ მხოლოდ ქართული ენისთვის შევიხედო შიდა სამზარეულოში და ზედმეტად არ მინდა დავუტვირთო ტელეფონი.
ჩამოსაშლელ მენიუში მეორე ტაბი, Quick settings რომ დავინახე, აღვფრთოვანდი.
აქამდე ნებისმიერ ტელეფონზე მიწევდა ვიდჯეტად დაგდება დესკტოპზე. ასე კი კიდევ ერთი ინტერფეისზე მორგებული Shortcut-ია მთელი რიგი პარამეტრების. სავარაუდოდ რა მაჩვენოს და რა არა, მაგის დაყენებაც შეიძლება.
Wi-Fi-ს კარგი ხარისხი მომწონს (IEEE 802.11n-2009) რაც X10 mini-ს არ აქვს.
wi-fi hotspoti ჩემთვის დიდად გამოსაყენებელი იყო ჩემ ანდროიდზე. ალბათ მასაც გამოადგება ლეპტოპისთვის თუ სადმე დასჭირდა.
ან ზოგიერთი სოფტისთვის, სლაიდშოუები სხვა ტელეფონებზე ან სხვა wireless მოწყობილობებზე.
ფოტოების ხარისხი რაც ვნახე, ნორმალურია. Hi-end ვერ არის ამ ფასში, თუმცა გარჩევადობა და ფერების აღქმა მშვენიერი აქვს. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ Xperia Mini-ს უკეთესი Macro რეჟიმი აქვს. (ამას ზეპირად ვამბობ, ონლაინ ნაპოვნი 'მტკიცებულებებით')
SNS და სხვა სოციალური ინტეგრაციები არ მიხმარია არსად. თუმცა ალბათ კარგი იქნება.
ადრე ჩემ ხპერიაზე შემთხვევით აღმოვაჩინე Timescape-ს სიკარგე.
ჩავამატე თუ არა კონტაქტებში ნომერი, ეგრევე ამოაგდო იმის ყველა დანარჩენი მონაცემი. ფეისბუქის გვერდზე იძრომიალა ალბათ ამ ნომრის მიხედვით.

ელემენტი სმარტფონების პრობლემაა, თუმცა ამ ტელეფონს საკმაოდ ხანგრძლივი დრო უწერია.
ამით Xperia mini-საც გაასწრო. მით უმეტეს, როცა ჩემი თანამშრომელივით GPS/ Wi-Fi/ 3G / Hi-brightness / bluetooth სულ ჩართული არ გაქვს, შეიძლება ყოველ ღამე დატენვა არც დაჭირდეს.
ჩემ ტელეფონს ყოველ სახლში მოსვლისას მივაერთებ ხოლმე.
აი გემი რო შედის ნავსადგურში და თოკებით რო აბავენ, ეგეთ პონტშია ესეც. პროვიზიას ვეზიდები

რო/თუ ვიყიდე, შემდეგ უკვე რეალურად დავწერ რას ვფიქრობ. ეს ზევით მხოლოდ ჩემი ვარაუდებია.