მექანიკური ნიშნავს რომ ყველა კნოპკას აქვს თავისი მექანიკური სვიჩი/ჩამრთველი...
იაფიანი არის მემბრანული კლავიატურები, რომლის შიგნითად რეზინის შრეა ზედ ამობურცული ადგილებით... აი სურათი:

ანუ ესენი რეზინაა მალე იწელება, დუნდება და ფუჭდება... გარდა მაგისა სულ ბოლომდე უნდა დააჭირო რო დაფიქსირდეს დაჭერა.
და ბეჭდვისას მაგარი უმუღამო შეგრძნებაა... კაიფი არანაირი

აი მექანიკურს ცალკცალკე აქვს სვიჩები ყველა ღილაკისთვის, აი მაგალითად ესეთი

ამათ ქვია swich-ები... ყველაზე კარგებია Cherry MX swich-ები, ძირითადად 4 ნაირია,
წითელი - დასაჭერად იოლია 45 გრამი სიმძიმე, ხმა არ აქვს, ჩახტომის შეგრძნებაც არ აქვს (გეიმერებისთვის, ბევრს აჭერენ და თითებს არ ღლის)
შავი - იგივენაირი რაც წითელი, მარა დაჭერას უნდა 60 გრამი
ყავისფერი - ხმა არ აქვს მარა ჩახტომის ანუ დაჭერისას შეგრძნება აქვს, 55 გრამი
ცისფერი - დამახასიათებელი კლიკის ხმა აქვს და დაჭერისას შეგრძნებას გაძლევს რო დააჭირე (მბეჭდავებისთვის, დაჭერისას ხმა აქვს და კაიფი საბეჭდია

) შენ რო ბეჭდავ გისწორდება, მარა აი გარშემო ხალხი შეილება შეაწუხო

55 გრამი
---
უკეთესად ვერ ავხსნი... დანარჩენი დაგუგლეთ ან მილიონი ვიდეოა იუთუბზე...
ხო... მემბრანული ნაგავისგან განსხვავებით ეს მექანიკური სვიჩები გათვლილია 50 მილიონ დაჭერაზე, თუ გაფუჭდება პაიალნიკით ამოიღებ და ახალს ჩასვავ და ეგაა მთელი რემონტი

მემბრანულის რეზინის მემბრანა თუ სადმე გაიწელა გადასაგდებია კლავა...
ანუ ხარისხის და გამძლეობის შედარება არც შეიძლება.
იმედია კარგად ავხსენი რავი... წარმატებები გაყიდვაში! უძლიერესი კლავაა!
აგეტ ტიპი მოშნად ხსნის ინგლისური ვინც იცის გაიგებს:
https://www.youtube.com/watch?v=Ps5DEeSBl5s This post has been edited by Tenno on 9 Jun 2015, 19:35