არასწორად დასმულ შეკითხვას მოყვა ყველა ტოპ მაუსის ჩამოწერა

მაუსი ხელში როგორ გიჭირავს, მთელი მტევანი გიდევს თუ თითებით გიჭირავს.
მე თითებით მიჭირავს და პატარა მაუსი მინდა თან ერგონომიული არა... ამიტომ logitech g303 მაქვს, პატარაა, ყველაზე კარგი სენსორი აქვს ყველაზე დაბალი liftoff distance-ით (1.2მმ) და ომრონის კლიკებით.
შენ რომელი მაუსი გაქვს ეხლა? რა არ მოგწონს მაგ მაუსში? ხელში როგორ გიჭირავს? რას შეცვლიდი მაგ მაუსში რომ უკეთესი ყოფილიყო...?
ესენი ჩამოწერე და მერე გირჩევ ისეთ მაუს რომელიც ყველაზე მეტად დაემთხვევა შენს სურვილებს...
თუ გინდა PM-ში გავაგრძელოთ მიმოწერა აქ რო არ დაისპამოს...
-
მოკლე პასუხი რომელია კარგი ერგონომიული მაუსი?
ყოველ ფირმას თითო ფლაგმანი ერგონომიული აქვს:
logitech G502 - ნუ ლეგენდარული 518-ის ფორმა და დღეისათვის ყველაზე მაგარი 3366 სენსორი...
steelseries RIVAL - ძალიან ბანძი ვიდი აქვს მაგრამ ერგონომიკა ძალიან კარგი აქვს მაგ ოხერს

ხელის მტევანში ჯდება სრულად.
Razer - Deathadder Chroma (ქრომას სენსორი აქვს შედარებით კარგი)
Roccat - Kone XTD - აქებენ ამ მაუსს.
Mad Catz R.A.T. (არ გაეკარო ამ ფირმის მაუსებს Phillips-ის სენსორები უყენია ნაგავი (Z axis bug-ი აქვთ) RAT 7 მქონდ და სენსორი თავის ხოშზე კანკალებდა)
Zowie EC1-A ან EC2-A -გააჩნია დიდი თუ პატარა ზომები გინდა. ზოგადად zowie ტოპ ფირმაა და ჯერ ამათ მაუსზე ცუდი არ თქმულა...
ბონუსი, ეგზოტიკა: Fnatic - Flick G1 -არ მქონია, თუმცა გამოფენაზე დავტესტე და კარგი იყო... ერგონომიკა კარგი აქვს, ჯერ დროს არ გამოუცდია ეს მაუსი.
ესენი იყო ერგონომიული მაუსები....
რომელია
ყველაზე! ერგონომიული მაუსი?
ამაზე პასუხი მარტივია:
Mionix NAOS - აი ძმაო ერგონომიკა ესაა.. ყველა თითის დასადები მოხაზულობა, naos 7000 არი ოპტიკური 3310 სენსორით, 8000 კი ლაზერით, ოღონდ ძალიან კარგი ლაზერის სენსორით. ეგ უკვე ვის რა მოწონს...
This post has been edited by Tenno on 29 Jul 2016, 09:59