მოკლედ, ვყიდი ამ კომპიუტერს, ყველა ნაწილი იდეალურად მუშა მდგომარეობაშია, კეისი ახალივით არის, ასევე სხვა დეტალებიც!
ერთადერთი კვების ბლოკს აქვს გამოცვლილი ქულერი (თავისი დაიბრიდა და უკეთესი დავაყენე Thermaltake-ის ჩუმი და ძლიერი ფანი)
მონაცემები ასეთია:
CPU: Intel i3-8100 4-Cores 3.6GHz (მონაცემებით ფაქტიურად იგივეა რაც i5-7500, წარმადობითაც თითქმის იდენტურია), უყენია i5-ის ბოქს-ქულერი სპილენძის გულით (65 ვატიან პროცესორს გასაგრილებლად მეტი არც სჭირდება, ვიდის პონტში თუ დააყენებთ რამე სხვა ქულერს ეგ თქვენზეა უკვე)
Mobo: ASUS PRIME Z370-A (ყუთიც მოყვება), აქვს RGB განათება და ასევე RGB მანათობელი ლენტის შესაერთებელი, აქვს ორი M.2 სლოტი (SATA და PCI x4/NVMe-ს მხარდაჭერით), ქვედა M.2 სლოტზე ალუმინის რადიატორი ეფარება ჩიპსეტთან ერთად!
RAM: AVEXIR ROG Impact 2X4GB 2666MHz DDR4 (ASUS ROG Certified) წითელი LED განათებით
SSD: Lite-On 128GB
HDD: SAMSUNG 750GB
Video: ASUS DUAL GTX 1060 6GB (იდეალურ მდგომარეობაშია, არ არის ნამაინინგარი და ნატანჯი, გაუხსნელ-გაურემონტებელია, ძალიან გრილად და ჩუმად მუშაობს!)
PSU: OCZ 750Watt 80+ BRONZE FULL MODULAR (ფანი აქვს გამოცვლილი, სხვა მხრივ იდეალურად მუშაა, ყველა კაბელი ეხსნება!)
CASE: ZALMAN N3 ახალივით კეისია, მოყვება 3 ცალი ფანი თეთრი LED განათებით (15 დიოდიანი), ქარხნული ფანებია ZALMAN-ის (ანუ რაც კეისს მოყვა), დამატებით ზემოთ დგება კიდევ 2 ცალი ფანი. აქვს გამჭვირვალე ოდნავ დაბურული აკრილის გვერდი (ქარხნულია). კეისში შესაძლებელია ვიდეოკარტის ვერტიკალურად დაყენება, შესაბამისი PCIe გადამყვანის მეშვეობით! აქვს ძალიან კარგი კაბელ-მენეჯმენტი, ფაქტიურად ყველაფერი იმალება კეისის უკანა მხარეს (HDD-ებიც და SSD-ებიც მათ შორის)
კომპზე დაყენებულია Windows 10 Pro და სხვადასხვა თამაშები (FarCry 5, Witcher 3, NFS Payback და ა.შ.)
ყველა თამაშს უშვებს Ultra პარამეტრებით!
ამ ყველაფრის ფასი იქნება
1700 ლარი !!! არ იცვლება არაფერში, არც ნაწილებად იყიდება


