#54076787 · 16 Jan 2019, 20:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
zura2122
| QUOTE | | რაც ტესტები ვნახე ი7 7700კ_სთან 10-20ფპს+ით დაბალია თამაშებში |
ეგ იმ თამაშებზე, სადაც 4 ბირთვი იტვირთება მარტო. მაგ დროს 7700 ტრაკზე იხევა და 100% დატვირთვით მუშაობს, რაიზენი კი 40-50% დატვირთვით, მაგიტომაა ეგ განსხვავება.
მთავარი კი ისაა, რომ აზრი არც აქვს მაგ ზედმეტ 10-20ფპს-ს, ეკრანს რა ხარისხიც აქვს, ბოლომდე გაუქაჩავს რაიზენი და მეტს ვერც ვერავინ შეამჩნევს. სამაგიეროდ ხვალ თუ 8 ბირთვზე გამოვა თამაშები, მერე 30-40%-ით უკვე რაიზენი აჯობებს. თან მარტო თამაშები ხო არაა, სხვა პროგრამებში და განსაკუთრებით ხელოვნურ ინტელექტში ბევრი ბირთვებია გადამწყვეტი. ენვიდეას ახალი კარტებიც ხელოვნურ ინტელექტზეა მორგებული.
ჩემთვის რომ ავაწყვე კომპიუტერი 4კ ეკრანზე, 2 ცალი 1080ტი ჩავსვი და პროცესორი რაიზენი ვარჩიე. სულაც არ მქონდა ფულის პრობლემა, უბრალოდ მაგ კარტებს ყველაზე კარგად რაიზენი გაუქაჩავდა. ზოგი პირიქით აკეთებს და 1000 ლარიან პროცესორზე 500 ლარიან ვიდეოს აყენებს, რაც ძალიან დიდი უაზრობაა, რადგან მიღებული პრაქტიკით სათამაშო კომპიუტერზე ვიდეო 2-3-ჯერ ძვირი უნდა იყოს პროცესორთან მიმართებაში.
|