picpic
«Доброго вечора, ми з України»

        
ჯგუფი: Members
წერილები: 30244
წევრი No.: 87518
რეგისტრ.: 26-March 09
|
#62539487 · 2 Apr 2026, 13:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | აგენტი როგორ უნდა ჩამოვტვირთო და შევქმნა??? |
პირველ რიგში ყველას ბოდიშს ვუხდი, თუ ზედმეტად ხშირად ვპოსტავ ამ განყოფილებაში ამ თემაზე. საქმემ მოიტანა და ძალიან ღრმად ვარ ამ საქმეში ჩაძირული და ნებისყოფა მღალატობს როცა ვხდეავ რომ გარკვეული საკითხები არასწორად აქვთ გაგებული და სრულად არ ესმით. ბოდიშით, და წიხლი მკარით თუ ძაან შეგაწუხებთ.
sulo შენი კითხვა არ არის სრული. პირველ რიგში საჭიროა იმის გაგება რა არის აგენტი და რა არის ხელოვნური ინტელექტი.
ხელოვნური ინტელექტი არის ის ტექნოლოგიური მიღწევა რომელმაც მოახერხა კომპიუტერისთვის იმ ფუნქციების დაკისრება რასაც ლოგიკური აზროვნება და ტვინი ჰქვია. შედეგად იგივე მოქმედებები რასაც ტვინი აკეთებს, შესალებელია შესრულდეს გაცილებით სწრაფად, დაღლის გარეშე და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული შეცდომების გარეშე. მაგრამ, LLM-ის - მცირე აზროვნების, ტვინის, რომლის კომპიუტერში ჩადებაც მოხეხდა შექმნა საკმარისი არ არის კონკრეტული ამოცანის და, კონკრეტული დავალების შესასრულებლად.
და ეს არის ყველაზე მიმზიდველი ამ ამბავში. ანუ ჩვენ ის სიტუაცია კი არ გვაქვს რომ, აჰა ბატონო, გვაქვს ხელოვნური ინტელექტი, რაც გინდა ჰკითხე და შედეგი გარანტირებული გაქვს. არამედ ეს პროცესი მართვადია, გაუმჯობესებადია, დაცულია, ისევ ჩვენზეა დამოკიდებული და ა.შ. საქმე იმაშია რომ, ისევ და ისევ, პროგრამის გარეშე LLM არაფრისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი, საჭიროა პროგრამა, რომელიც იქნება წამყვანი, ე.წ. ორკესტრატორი, და ინსტრუქციებს მიაწვდის LLM-ს რომ, ერთად იარონ შედეგის მისაღწევად და ჰოი საოცრებავ, როცა ჩვენ გვგონია რომ ხეწლოვნურმა ინტელექტმა მაგარი, ან უმაგრესი პასუხი გაგვცა კითხვაზე - "თავბრუ მეხვევა და რისი ბრალი შეიძლება იყოს?", სინამდვილეში ამ პასუხის მთავარი ავტორი და შემოქმედი არის არა LLM (ანუ ხელოვნური ინტელექტია, არამედ პროგრამა, რომელიც ადამიანმა შექმნა იგივე ძველი პოროგრამირების მეთოდებით და ჩვენს მიერ დასმულ კითხვასა და LLM-ს შორის ჩასვა შუამავლად ეს დამატებითი პროგრამა. ამ სფეროში ამას უწოდებენ ენჯინიარინგს. და უკეთ და ინფორმირებულად რომ იგრძნოთ თავი AI-სთან ურთიერთობისას, სწორად რომ დაუსვათ მას კითხვები და უფრო ზუსტი შედეგი მიიღოთ, გახსოვდეთ რომ, ყველა თქვენი კითხა, არის ურთიერთობა არა ხელოვნურ ინტელექტთან, არამედ არის ურთიერთობა ენჯინიარინგთან + ხელოვნურ ინტელექტთან. ანუ კითხვას იღებს პროგრამა (ჩვეულებრივი ძველებური გაგებით ადამიანის მიერ დაწერილი პროგრამა, და ეს პროგრამა მუშაობს, ასწორებს, ანაწილებს მოქმედებებს და აკეთებს ყველა შემდეგ ნაბიჯებს რათა ეს გასწორებული, დაშლილი და დანაწევრებული კითხვები მიაწოდოს ხელოვნურ ინტელექტს, მერე შეამოწმოს მიღებული პასუხი, და აკეთოს ეს იმდენჯერ და მანამ, სანამ მიღებული პასუხი არ დააკმაყოფილებს ამ პროგრამაში ჩადებულ ალგორითმს.
სიმარტივითვის შეგიძლია იფიქერო რომ აღწერილი პროგრამა არის AI აგენტი.
ანუ, რეალურად ჩვენ გვაქვს გამოწერილი რაღაც LLM მოდელი როცა ფულს ვიხდით, მაგრამ, მიუხედავად იმისა რომ "აზროვნება შეუძლია" არის სრულიად უსუსური.
სჭირდება ორგნიზატიორი, რომელიც საქმეს გააკეთებინებს, და ეს ორგანიზატორი ნაუ ორკესტრტორი არის AI აგენტი.
უმეტესობა LLM მოდელების ავტორები თავად გთავაზობენ თავიანთი პროგრამის ანუ AI აგენტის ჩამიოტვირთვის საშუალებას. ეს პროგრამა როცა კითხვს დაუსვამ თვითონ აკეთებენ შუამავლის და ორგანიზატორის საქმეს.
ამიტომ თუ დაწერ რომელი მოდელის გამოსაყენებლად გჭირდება AI აგენტი რომელსაც კითხულობ, ანუ ხეწლოვნური ინტელექტის რომელ პროვასიდერთან სამუშაოდ, უფრო გიპასუხებ.
რაც სემოთ აღვწერე AI აგენტთან დაკავშირებით, ამის კარგი მაგალითი ასეთია:
დავუშვათ გვაქვს ეს ყველაფერი დანერგილი რაღაცა სიტზე რომელზეც ვყიდით პროდუქციას, მაგალითად წამლებს, და გვინდა რომ ვიზიტორს უპასუხოს ჩატში ხელოვნუმა ინტელექტმა.
და ამ დროს ვიზიტორი სვამს კითხვს "გამარჯობა, რომელი წამლები გაქვთ?!" დამეთანხმებით ამ კითხვაზე დამაკმაყოფილებელ პასუხს ვრავინ ვერ გაგცემთ არათუ ხელოვნური ინტელექტი. იმიტომ რომ ძალიან ზოგადი კითხვაა რა ხდება ამ დროს პირობითად და უკეთეს შემთხვევაში: თქვნი კითხვა მიდის ინჟინრულ ნაწილში ანუ პროგრამაში, ანუ AI აგენტთან. მაგრამ AI აგენტს არ აქვს "აზროვნების უნაერი". მას არ შეუძლია პასუხის გაცემა. ის უბრალოდ მიყვება მასში ჩადებულ ალგორითმს და ალგორითმის მიხედვით კითხვას უგზავნის LLM-ს შემდეგი ფორმატით:
| CODE | ' ვიზიტორმა იკითხა: "გამარჯობა, რომელი წამლები გაქვთ?!" თუ ეს კითხვ პირდაპირ შეიძლება იქნეს პასუგაცემული, დამიბრუნე პასუხი და ასევე მიუთით რომ ეს არის "final answer", თუ პასუხის გაცემა არის შეუძლებელი, მაშინ დამიბრუნე დამაზუსტებელი კითხვა, თუ რა ვკითხო ვიზიტორს, და მიუწერე "need user answer" ' |
ეს პრომპტი AI აგენტისგან მიდის LLL-მთან. ასეთ რაღAცეებშI კი LLმ მაგარია.
ის აბრუნებს დაახლოებით სეთ რამეს "need user answer" "რისი წამალი გჭირდებათ რა გაწუხებთ?"
AI აგენტი ხედავს რა ამას - "need user answer" მასში პროგრამულად ჩადებული ლოგიოკით, ყოველგვარი ტვინიდსს და აზროვნების გარეშე კითხვას პირდაპირ დებს ჩატში (გამომდინარე LLM საერთოდ არ ეხება ჩატში ტექსტებს, არც იცის როგორ უნდა გააკეთოს ეს. ამას აკეთებს ვ AI აგენტი) მიღებულ კითხვაზე ოპასუხის შემდეგ მსგასი ციკლი მეორდება სანამ AI აგენტი არ მიიღებს LLM-ისგან პასუხს ამ მინიშნებით - "final answer"
როცა "final answer" მიღებულია, Aი აგენტიი ჩააჰდებს პასუხს ჩატში და ციკლი დამთვრებული, დ ელოდება ახალ შეკითხვას ვიზიტორისგან.
ეს მაგალითი, რათქმაუნდა გამარტივებული მაგალითია. Aი აგენტმა შეიძლება LLM-ს მოსთხოვოს დამაზუსტებელი ნიშნის გამოგზავნა პასუხთან ერთად რადგან ეს ჩადსებულია აგენტში პროგრამულად. მაგალითად: ' ვიზიტორმა იკითხა: "გამარჯობა, რომელი წამლები გაქვთ?!" თუ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია მიმითითე ამათგან რომელ კატეგორიას განეკუთვნემა კითხვა: category: "ზოგადი" "ჩამონათვალი" "კონკრეტული მაგრამ დაუზუსტებელი" "კონტექსტრიდან ამოვარდნილი" "გაურკვეველი" ' მიღებულ კატეგორიაზე გაყრდნობით პროგრამა გადაწყვეტს რა გააკეტოს შემდეგი.
This post has been edited by picpic on 2 Apr 2026, 13:40
|