უი, HL 2 ის ხმები რომ გადავაქართულოთ არ გინდათ?
გაიღვიძეთ და გიხაროდეთ, ბატონო ზვიად..

ან მღვდელი რომ არის რეველჰოლმში სულ თავიდან: ეს ვიღა ოხერია კაცო? კიდევ ერთი გზააბნეული კრავი? მე ვიზრუნებ შენს სულზე. მეტი არაფრის დაპირება არ შემიძლია.

მარა სადაა ეს ხმები, საინტერესო ეგაა.
მოვეშვათ ოცნებებს და დავუბრუნდეთ ჩვენს ცხვრებს, ანუ ლორწოებს.
ის ადგილი გავიარე. მადლობა.
შენიშვნები:
ოთახში "წყლის კლიტე" მთაზე რომ აბრაა, სადაც დედაზე წერია ხოლმე რაღაცეები, ასეთი ფრაზაა: "დედა'მ უკეთ იცის" მემგონი აპოსტროფი არ უნდა
ოთახში "თავი უნდა დააფეთქო" ბომბთან რომ აბრაა, იმაზე წერია "კანონმორცილი" "კანონმორჩილი" უნდა.

ბოლო ოთახში ასეთი რამეა დაბლითა აბრაზე: "ფერად პამფელში რაც უცერია" "უწერია" უნდა. და იმავე აბრაზეა "მსოფლიოს შეცვალ შეუძლია" "შეცვლა" უნდა
მე-4 თავში მე-2 ოთახის სახელია "ინფორმაციული ცრილის სისტემა" "ცხრილის" უნდა
და ამავე ოთხაში აბრაზე წერია "დრაივერებია გასახლებელი" "გასაახლებელი"
ახლა ერთ ოთახში გავიჭედე. ანუ დავიღალე თორემ ბურთების სროლამ რომ გაასწორა, ისე არაფერს გაუსწორებია. და შუაში რომ იზიდავს რგოლი, მაღლიდან რომ დაბლა უნდა გააკეთო ჯაჭვი, მაგ ოთახმა იმენა ბავშვობის ოცნება ამიხდინა. მოგეხსენებათ კოსმონავტობა უნდოდა კომუნიზმში გაზრდილ ბავშვებს.

ხოდა რაკეტის მოძრაობის ტრაექტორიის გამოთვლა მომიხდა.