დაახლოებით სამი თვეა ამ პროექტის წარმოება მიდის და ნელნელა ფინიშსაც უახლოვდება. Steam-ზე გვერდი გამზადებულია და სავარაუდო თარიღად 30 აპრილი გვაქვს აღებული.
თამაშს Unity ძრავში ვაკეთებ მეგობართან ერთად, რომელმაც დაწერა თამაშის მექანიკები, ერთობლივად განვიხილავთ იდეებს და ვდებთ თამაშში: ის პროგრამული, მე - ლეველ დიზაინერული კუთხით.
SLICE-ის იდეაა გაჭრის მექანიკების გამოყენებით ობიექტების იდენტური ფერის სამიზნეებისთვის მოხვედრება.
სათამაშოდ გამზადებულია 5 World-ი, თითოში 10 Light და 10 Dark ლეველი, ჯამში 100 ლეველი. რაოდენობის მიუხედავად, ვცდილობ თითოეულმა ლეველმა მოთამაშეს ახალი რაღაც მისცეს და არ მოაბეზროს თავი, იქნება ეს ახალი მექანიკის შემოტანით თუ მათი გამოცდის ახალი გზების შეთავაზებით.

ამჟამად მიმდინარეობს ლეველების ბოლო "გადავლა", სადაც წვრილმან დიზაინერულ თუ ფაქტობრივ შეცდომებს ვასწორებ. ვცდილობ მაქსიმალურად ამოვიღო ისეთი მომენტები, რომლებიც ხელს უშლის 'უკვე ამოცნობილი გზის იოლად გავლას'.
პარალელურად ვდებთ ვიზუალურ დანამატებს და ვწერთ მუსიკას, რომელიც, ვიზუალთან ერთად, იაპონურ სტილში ზის.
ეს კი სთიმის გვერდი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო და სქრინშოტებ, სურვილის შემთხვევაში კი იყიდოთ როცა გამოვა (სულ რამდენიმე დღე დარჩა რელიზამდე)
Steam Page სქრინშოტები This post has been edited by Tom Clancy on 27 Apr 2018, 15:32
I am not afraid of a person who knows 10000 kicks. But I am afraid of a person who knows one kick but practices it for 10000 times.