გამარჯობა!
სოციალური ქსელების გამოყენებისას გიგრძვნიათ წნეხი ან სურვილი დამსგავსებოდით მოდელებსა და ინფლუენსერებს, რომლებსაც ონლაინ ხედავთ? ან თუ შეგიმჩნევიათ, სოციალური ქსელების გამოყენებისას, საკუთარ გარეგნობას სხვებისას რომ ადარებთ? თუ პასუხი დადებითია, თქვენი მოსაზრება მაინტერესებს.
ასევე გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ჩემს კვლევაში, რომელსაც ბაკალავრის დიპლომის მოსაპოვებლად ვატარებ. მოცემული კვლევის მიზანია, გავიგოთ, როგორ ახდენს გავლენას სოციალურ ქსელებში იდეალიზებული ფოტო/ვიდეოების ხილვა და მათთან შესაძლო შედარება ჩვენს გუნება-განწყობასა და სხეულის აღქმაზე.
რატომ არის თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანი?თქვენი გამოცდილება და აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. კვლევაში მონაწილეობით, თქვენ დაგვეხმარებით შევქმნათ უკეთესი სისტემა მხარდასაჭერად ხალხისა, რომლებიც სოციალურ ქსელებს მოიხმარენ და ასევე გავიგოთ რა ურთიერთობის სპეციფიკაა სოციალური ქსელების გამოყენებასა და სხეულის ხატსა და გუნება -განწყობას შორის.
მონაწილეობის მიღება არის სრულიად ანონიმური და თქვენი მონაცემები მხოლოდ განზოგადებული სახით იქნება წარმოდგენილი კვლევის ანალიზში.
კვლევის შევსება შეგიძლიათ Google Forms-ის ბმულზე გადასვლით. ეს ბმული არ შეიცავს არანაირ ვირუსებს და არ არის სქამი. წაგართმევთ მხოლოდ რამდენიმე წუთს და ძალიან დამეხმარებით.
მადლობა წინასწარ მონაწილეობისთვის!
https://forms.gle/qnCkMjzembBHWjXp9