მთავარია არ გავჩერდე და ბურუსსაც გავფანტავ.
თუმცა სად მაქვს გაჩერების დრო.
მიყვარს ზაფხული. ამავსებს მზე ენერგიით.
დაგეგმილიც არაფერი მაქვს.
მოდი წავიდეთ იმ კონცერტზე, ჩავაკითხოთ. ხომ მინდოდა სოლო მოგზაურობა? ჰოდა მიდი,მიდი ეგაა.
განწყობოს შექმნის ოსტატიც გამხდარხარ ამასობაში
ვგრძნობ როგორ ამენთო თვალები.
ნამეტანი ცხელი ზაფხული კი მელის, ცხელი არასასიამოვნო საქმეებით. მინდა მალე მოვიშორო თუმცა მარტო ჩემზეც არაა. იმაზე ფიქრი რომ უკეთესი წინაა, მამხნევებს.
ისე მაინც რამდენი ვიცხოვრე ამ ბოლო 1 წელში...წინათაც მეგონა რომ სულ ეგ ვიყავი და მეტს ვერ ვზიდავდი, თუმცა შემძლებია. ასე რომ მსგავსი ფიქრები ეხლაც ფუჭია. კიდევ მეტს ვიცხოვრებ.
და მაინც სადაა ეს ბიჭი ამდენ ხანს... ვერ ვიტან ლოდინს...