ჩემს უახლოეს ძმაკაცისთვის (რომელიც ამასთანავე ჩემი მეჯვარე და შვილის ნათლიაც არის) დიდი ხანია შემჩნეული მაქვს მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა ანუ borderline personality disorder. თვითდაზიანებისკენ მიდრეკილების გარდა (ისიც რაც მე ვიცი) ყველა კატეგორიაში ჯდება
25 წელია ვიცნობთ ერთმანეთს და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და პატივს ვცემთ ერთმანეთს. ოჯახებით ვმეგობრობთ. ერთად დავდივართ ხოლმე სამოგზაუროდ რეგიონებში და საზღვარგარეთ , ერთი ასაკის გოგოები გვყავს, რომლებიც პრაქტიკულად დებივით არიან ერთმანეთთან
მაგრამ ამ ჩემს ძმაკაცს აქვს ეგეთი ხასიათის თავისებურება. რაღაც პატარა ერთი შეხედვით უმნიშვნელო რაღაცაზე შეიძლება გაჭედოს და ამ დროს გახდეს ყველაზე ნეგატიური, აგრესიული და უხეში ადამიანი, რომელთანაც იმ მომენტში დასაუბრება შეუძლებელია. ან უნდა გაჩუმდე ან ფიზიკურ ესკალაციამდე მივა საქმე. მე წყნარი ტიპი ვარ და მიჩვეული ვარ ამ ადამიანის თავისებურებებს, მაგრამ მაშინ როდესაც საერთო პაეზდკების დროს ერთ ჭერქვეშ ვართ და დიდი ხანი გვიწევს ყოფნა ოჯახებით ერთმანეთთან, ამ გამძვინვარებების დროს, რომლის ადრესატიც ძირითადად მისი ცოლია, ხანდახან ჩემ მეუღლესაც ერთიორ მწარე სიტყვას მიაყოლებს ხოლმე. პირდაპირ შეურაცხმყოფელს არა, მაგრამ ექიდნურს და სარკასტულს უფრო. მოკლედ რომ ვთქვათ ტოქსიკური, სტრესული და დამღლელი გარემოა მაშინ როცა ოჯახური და მყუდრო გარემო უნდა იყოს
ამასთანავე, დროის 90% (ანუ როცა მშვიდადაა და არაფერი დიდად არ უღრღნის გულს) ეს ადამიანი არის ერთერთი ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე, ინტელექტუალი, ხელგაშლილი, ახალი იდეებისადმი და სიახლეებისადმი გახსნილი და უბრალოდ საინტერესო და საყვარელი პიროვნება. ზედმეტად ბევრი მაკავშირებს მასთან და ზედმეტად საყვარელია ჩემთვის რომ ესე ავდგე და დისტანცია დავიკავო მისგან
გადაწყვეტილი მაქვს დაველაპარაკო ამ მდგომარეობის (BPD-ს შესახებ) , ვუთხრა რომ გვერდით ვუდგავარ და დავაკვალიანო თერაპევტებთან, თუ ამის სურვილი ექნება. ეს ადამიანი გონებაგახსნილი არის რომ ამაზე დათანხმდეს, მთავარია მაგ დროს ნორმ ხასიათზე იყოს და ყელი არ გამომჭრას ამ იდეის გამო
მე მგონი ყველაზე სწორი საქციელი ეს იქნება
ხოდა, განყოფილება. თქვენგან მჭირდება სპეციალისტებთან დაკავშირებით დაკვალიანება. ვინმე ექიმბაშთან ან წარსულში ჩარჩენილ ვაიფსიქოლოგთან არ მინდა. აზრზე რომ იქნება თანამედროვე ტექნიკების
თემა საღადაო არ არის და ზოგადად არც გასასაჯაროებელი იყო, მაგრამ ქართული გუგლი არ მეხმარება და იმედია აქ დამეხმარებიან კლინიკებთან დაკავშირებით.