სულისა და ხორცის წვრთნის იდეალი ძველ ბერძნულ ქანდაკებაში იკითხება. ამ ქანდაკებების მოდელი იყო მაშინდელი ათლეტი, რომელიც სხეულისა და სულის ჰარმონიას წარმოაჩენდა. სტადიონებზე ათლეტი არა მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს ავლენდა, არამედ თავის ქალაქსა და წინაპრებს განადიდებდა. თანაც მაშინდელ ოლიმპიურ თუ სხვა ათლეტურ შეჯიბრებში ბარბაროსები არ დაიშვებოდნენ. ეს იყო ელინთა ხორციელი და სულიერი მიღწევების დიდება.
საკუთარი სხეულის წვრთნა არის საკუთარი წინაპრების, გენეტიკის გამძაფრებული შეგრძნება. იმ სხეულის შეგრძნება, რომელიც უშუალოდ წინაპრებისგან გვერგება. ვარჯიში ავლენს გენეტიკის თავისებურებას, რომელი ძლიერი ან სუსტი ნიშანი გადმოგვეცა სხეულში, როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება და საკუთარ ნებას დაქვემდებარება.
ვარჯიშის პროცესში წინაპართა მიმართ მადლიერებით ავსება არის ის მუხტი, რომელიც ევოლუციურ ჯაჭვში ჩვენს ადგილსა და მოწოდებას გვაგრძნობინებს.