PAXILsexi-bicolakopaსაქმე იმაშია, რომ ჩვენს ქვეყანაში ფსიქოლოგიური ტრადიციები სუსტია. ამიტომაცაა რომ არც თუ ისე ბევრი სპეციალისტი გვყავს ამ დარგში. ვინც ამ საქმითაა დაკავებული ან ზოგადფსიქოლოგიური განათლება აქვს მიღებული და შემდეგ არის გადაკვალიფიცირებული ფსიქოთერაპევტად ან ფსიქიატრი იყო წინათ და ასებე გაიარა გადაკვალიფიცირება ან და უახლოეს წარსულში აქვს დამთავრებული უმაღლესი (ფსიქოლოგიური, სამედიცინო, სადაც უკვე გაცილებით მეტიყურადღება ექცევა კლინიკურ ფსიქოლოგიასა და ფსიქოტერაპიას.
ახლა რაც შეეხება პრაქტიკულ საკითხებს: არსებობენ თუ არა ჩვენთან კარგი ფსიქოთერაპევტები? და რა ღირს მათთან ვიზიტი.
ჩვენთან მართლაც სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ფსიქოთერაპევტია (ნურავინ ნუ მიწყენს

) : მარინა ჭავჭანიძე, რომელიც რამდენადაც ვიცი ამამად ფსიქოდიაგნოსტიკაში მუშაობს. გოჩა გოშაძე, რომელსაც ძალიან აქებენ(განსაკუთრებით სხვადასხვა ფობიისა და შფოთვის მოხსნაშია ძლიერი. თიკა კალანდარიშვილი, რომელმაც მოღვაწეობა ფსიქოსექსოლოგიაში დაიწყო, ამჟამად კი ფართო პროფილის ფსიქოთერაპევტი გახლავთ.
ბავშვებში კარგად მუშაობემ ლელა მურუსიძე და დათო ზესაშვილი (ეს უკანასკნელი მოზრდილებთანაც მუშაობს, მასგრამ,როგორც ჩანს ნაკლები წარმატებით ვიდრე ბავშვებთან).
არის კიდევ რეზო კორინთელი, რომელიც ბევრს შველის, მაგრამ ზოგჯერ მაინც მოსდის შეცდომები
ერთი რჩევაც მინდა მოგცეთ: იდეალური ფსიქოთერაპევტი არ არსებობს არა მხოლოდჩვენთან არამედ მთელს დედამიწის ზურგზე, ამიტომ დასახმარებლად აირჩიეთ ის ადამიანი, რომელსაც უფრო მეტად ენდობით (ფსიქოთერაპევტს ვგულისხმობ რათქმაუნდა). მთავარია რამდენად შეეწყობით თქვენ ფსიქოთერაპევტს და რამდენად გაგიგებთ ის თქვენ.
ამ ინფორმაციიდან გადაწყვითეთ თუ ვის გინდათ მიმართოთ, მე კი მის კოორდინატებს მოგაწვდით.