ფსიქოლოგიაში ტერმინი ,,კომპლექსი" ფროიდმა დაამკვიდრა. შემდეგ კარლ იანგმა და სხვებმა განავრცეს...
არსებობს ფროიდის მიერ შესწავლილი და დამკვიდრებული კომპლექსები, როგორიცაა:
,,ოიდიპისოს კომპლექსი" ( ინცესტი),
,,კასტრაციული კომპლექსი" ( ნარცისიზმი),
,,ელექტრას კომპლექსი" ( სასქესო ორგანოს ჩვენება და ა.შ)
გარდა ამათი, კიდევ არსებობს:
,,ნაპოლეონოს კომპლექსი" ( ქართველ კაცებში გავრცელებული

), აქვე, ამასთან უნდა გაიგივდეს ,,უპირატესობის კომპლექსი"
( inferiority complex ), ეს ჩემი საყვარელი თემაა, დაკვირვება ხალხზე, რომლებსაც თავი სამყაროს ცენტრი ჰგონიათ, ძალიან ხშირად შეხვდებით, ალბათ აქაც, ფორუმზეც.
,,ღმერთის კომპლექსი "( ნევროთეოლოგია) რომელიც მე განსაკუთრებით მაინტერესებს და ინფორმაციის მოკვლევისთანავე თქვენც გაგიზიარებთ.
,,კასანდრას კომპლექსი" ( წინასწარმეტყველების რწმენა)
,,მესიანური კომპლექსი" ( თვითრწმენა, როგორც სამყაროს გადამრჩენის)
,,მარტოობის კომპლექსი" და კიდევ მრავალი... ბევრი ახალი ტერმინოლოგიაც გაჩნდება, როგორც კომპლექსი.
ყველაზე პოპულარული მაინც არასრულფასოვნების კომპლექსია, რომელიც ერთგვარად თავს უყრის ბევრ კომპლექსს.
თვითეული ზემოთ ჩამოთვლილი კომპლექსები შეიძლება განვიხილოთ ფორუმზე დილეტანტურადაც, მეცნიერული კუთხითაც, (ამას უკეთესაც სპეციალისტები იზამენ) იმედია და იუმორისტული კუთხითაც.
საქართველოში ყველაფერს პატიობენ...გარდა ნიჭისა. შალვა ნუცუბიძე