
საკმაოდ ფსიქოლოგიური სურათია
მონადირე და მსხვერპლი
აი სურვილის სუბიექტი ახლოსაა
ასე ახლოს არასდროს არ ყოფილა
დიდი ხნის ლოდინი ლტოლვის ზრდის მიზეზია
ემოციების შეკავება ძნელია
გემო უნდა გავუსინჯო!
ჯერ მხოლოდ მცირედად უნდა დავაგემოვნო, მხოლოდ რამდენიმე ნოტი, ეს მხოლოდ მზადებაა გრანდიოზული სიმფონიისთვის
ნოტები გაჟღერდა თავში, ყველა ნეირონამდე მიაღწია და უკანვე სხეულში ბრუნდება ყველა წერტილამდე
ახლა წინ უდიდესი სიამოვნება მელის
ეს წამი მინდა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს
უამრავ შინაგან მეს შორის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაა გამართული, გრძნობების ქარიშხალი უეცრად ამოვარდა და ჰიპერბოლური სისწრაფით იმაზებს ძალას
მალე ალბათ ვეღარ შევაკავებ ამ დაუოკებელ ვნებას
აგერ ის ჩემს წინაა
ოდნავ შემოხეული გარისთ, ნაჭუჭი გატეხილი და იქიდან სიამოვნების ენერგია ასხივებს და მიზიდავს როგორც ფარვანას სანთელი
ვგრძნობ რომ წამიც აღარ რჩება სანუკვრელ მიზნამდე მაგრამ მინდა ეს წამი მთელი საუკუნე გაგრძელდეს რომ რაც შეიძლება დიდ ხანს დამამახსოვრდეს
იმიტომ რომ მალე ამ ქარიშხლისგან არაფერი აღარ დარება, მხოლოდ მოგონება და კიდე ხის ჯოხი